↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მინდა მეტი ვიცოდე.....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ფილადელფოს კიკნაძე

1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა დაარღვია რუსეთ-საქართველოს 1783 წლის ხელშეკრულება და გამოსცა მანიფესტი რუსეთთან საქართველოს შეერთების შესახებ. ამის შედეგად რუსეთმა მოსპო საქართველოს სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და განახორციელა მისი სრული ანექსია*. მანიფესტი 1802 წლის 12 აპრილს გამოუცხადეს თბილისის სიონის ტაძარში შეკრებილ ქართველ თავადაზნაურობას. სიონის ტაძარს კი რუსთა სამხედრო ნაწილები შემოარტყეს, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა იარაღით ჩაეხშოთ. საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვას ქართველები არ შეგუებიან და ბევრჯერ სცადეს რუსეთის მონობის უღლის მოშორება. ასეთი ცდა გახლდათ 1832 წლის შეთქმულება, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სასულიერო პირი ფილადელფოს კიკნაძე.

ფილადელფოსის მშობლები იყვნენ იოანე კიკნაძე და თინათინ აბაშიძე. მისი ნათლობის სახელი ყოფილა ნიკოფორე. ბერად აღკვეცის შემდეგ ნიკოლოზი შეურქმევიათ, ხოლო იოერომონაზვნად კურთხევისას (1822წ.) - ფილადელფოსი. დაბადებულა 1793 წელს. მშობლები ადრე გარდაცვლია, რის გამოც ხირსის მონასტრის არქიმანდრიტს წაუყვანია თავის მონასტერში, სადაც მას ღვთისმეტყველება და ფილოსოფია შეუსწავლია. შემდეგ 1826 წელს კათოლიკოს ანტონს გაჰყოლია რუსეთში. ნიჟნი ნოვგოროდში თავად ციციშვილთან უთანხმოება მოსვლია და დაუპატიმრებიათ. მისი სახლი გაუჩხრეკიათ და ნაწერები გაუნადგურებიათ. ანტონის დახმარებით პატიმრობიდან გაუთავისუფლებიათ და იგი მოსკოვს ჩასულა. აქ დაახლოებია მეფეების - ერეკლესა და გიორგის - შვილებს. გაუგია შეთქმულების შესახებ და მისი წევრი გამხდარა. საქართველოში დაბრუნებულა 1828 წელს და აქტიურად ჩაბმულა შეთქმულების საქმიანობაში. მან შეადგინა შეთქმულების წესდება. წესდებას ერქვა „აკტი გონიური“, რომელსაც საფუძჳლად დაედო მის მიერვე შედგენილი ფიცი. შეთქმულთა მიმოწერისათვის შექმნა საიდუმლო ანბანი, რისთვისაც გამოიყენა ძველი ქართული დამწერლობა, ნაწილობრივ კი ლათინური ანბანი.

„აკტში“ ფილადელფოსი მოუწოდებდა შეთქმულებს, ყოფილიყვნენ ზნეობრივნი, პატიოსანნი, სამართლიანნი, ჰყვარებოდათ ერთმანეთი, რადგან მტკიცედ სწამდა, რომ „სადაც არს სიყვარული, მუნ აღსპობილ არს ყოველივე ბოროტი“. ერთ პროკლამაციაში* წერდა: „ეხლა, მანამ რუსებს საქართველოში ჯერ ფეხი არა აქვთ გამაგრებული, ეხლა უნდა დავესხათ თავს და გავრეკოთ აქედამ, თორემ თუ ამათ აქ ფეხი გაიმაგრეს, მაშინ მათი გაძევება ჩვენი მომავალი თაობისთვის ძნელი იქნება. ამიტომ ჩვენც გასაკიცხნი ვიქნებით მათგან. ეხლა უნდა გათავდეს საქმე და ესენი უნდა გაძევებულ იქნენ აუცილებლად საქართველოდამ“.

სამწუხაროდ, შეთქმულება, რომლის მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, მოღალატე იასე ფალავანდიშვილმა გასცა და მონაწილეთა უმრავლესობა დააპატიმრეს. მათ შორის ფილადელფოს კიკნაძეც. ამ დროს ფილადელფოსი შუამთის მონასტერში მოღვაწეობდა, როგორც სასულიერო პირი.

გენერალ-ადიუტანტმა ბარონმა როზენმა გენერალ რუეტს უბრძანა, მონასტრის ყველა კუთხე-კუნჭული გაეჩხრიკათ, ხოლო ფილადელფოს კიკნაძე თბილისში ჩამოეყვანათ.

როგორც ქვათახევის მონასტრის ბერი გენადი მოგვითხრობს, გაზაფხულზე 60 ყაზახი და 120 სალდათი შემოერტყა შუამთის ტაძრის გალავანს. ამ სამხედრო ნაწილებს თან ახლდა საქართველოს ეგზარქოსი (მღვდელმთავარი). საქართველოს სიყვარულისათვის ფილადელფოს კიკნაძეს ამ ერთმორწმუნე ეგზარქოსმა ჯვარი ააგლიჯა, მაგრამ ფილადელფოსმა ჯვარი უკან გამოსტაცა. მაშინ იგი მაგრად შებოჭეს თოკით, ბორკილები გაუყარეს, წელსა და ყელზე თოკი გამოაბეს, თოკის ბოლო ცხენზე მჯდარ ყაზახს მისცეს და ასე გაუყენეს თბილისის გზას შუამთიდან. იგი 32 დღე მოჰყავდათ ქვეითად, თან შეიარაღებული ყაზახები მოსდევდნენ. თბილისში ჯერ ავლაბრის ყაზარმაში* მოათავსეს. თუმცა საშინელი ნაცემ-ნაგვემი იყო, შეთქმულების აქ მყოფი ყველა მონაწილე მოინახულა, დაარიგა როგორ ელაპარაკათ. ეს რომ გაიგეს, სასწრაფოდ სხვაგან გადაიყვანეს.

ფილადელფოსი საპატიმროში უაღრესად მძიმე პირობებში ჰყავდათ. მაგრამ მან ბოლომდე გაუძლო ტანჯვა-წამებას და თავისი პრინციპებისთვის არ უღალატია. რვა თვის პატიმრობის შემდეგ კი სატუსაღოში გარდაიცვალა 1833 წელს. მისი გარდაცვალების შესახებ შტაბ-მკურნალი ნიკოლსკი საგამომძიებლო კომისიას აცნობებდა, რომ ფილადელფოს კიკნაძე კუჭისა და ნაღვლის ანთებით ავად გახდა 25 აგვისტოს. მკურნალობის შედეგად გამოჯანსაღდა, მაგრამ „2 სექტემბერს ღამით ტანისამოსი მოიშორა და დაავდება კვლავ გამძაფრდა ისე, რომ თვით ძლიერმა საამისო საშუალებებმაც არავითარი შესაბამისი გავლენა არ იქონია. ამის გამო ნაღვლისა და კუჭის ანთებით გარდაიცვალა სექტემბრის 5-ს, ნაშუადღევის 9 საათზე“. რა დამცინავად ჟღერს ეს სიტყვები!

ამ დროს ერის სულიერი და პოლიტიკური მოძღვარი ფილადელფოს კიკნაძე სულ 40 წლისა იყო.

ფილადელფოს კიკნაძე უაღრესად განათლებული კაცი გახლდათ. დაწერილი ჰქონდა უამრავი ნაშრომი, რომელთაგან ძალიან ცოტამ მოაღწია ჩვენამდე. ესენია: „აკტი გონიური“, რამოდენიმე ლირიკული ლექსი, თხზულება - „სიყვარული მამულისა“ და ერთგვარი თეთრი ლექსი - „გოდებანი იერემიასნი, ძისა ენაისნი - ხილვათათვის მდგომარეობასა ივერიისასა აწინდელსა ზედა“.

„აკტი გონიურში“ ჩამოყალიბებულია შეთქმულთა ურთიერთობებისა და ვალდებულებების პრინციპები. „სიყვარული მამულისა“ დაუმთავრებელია, მაგრამ მაინც სრულად წარმოგვისახავს ავტორის შეხედულებებს სამშობლოს წინაშე ადამიანის მოვალეობის შესახებ. ფილადელფოსის აზრით, სამშობლოს სიყვარული საჭიროა განსაკუთრებით ახლა, როცა დამპყრობლებმა საქართველო თითქმის დაღუპვის პირას მიიყვანეს. იგი ცდილობს, განსაზღვროს მცნება „სამშობლო“ და მასში გამოჰყოფს სამ ძირითად შემადგენელ ნაწილს. ესენია: 1. წინაპრების მიერ დატოვებული მიწა-წყალი; 2. ერი, რომელსაც ვეკუთვნით და 3. ამ ერის რჯული და ადათ-წესები. სამშობლოს სიყვარულში იგი გულისხმობს თავგანწირვასაც.

„გოდებანი“ ეძღვება თანამედროვე ივერიას. ნაწარმოების ძირითადი მოტივია ურვა და გლოვა რუსი დამპყრობლების ძალმომრეობის შედეგად შექმნილი სამშობლოს მძიმე მდგომარეობის გამო.

ფილადელფოსი ვერ მოესწრო თავისუფლებას. საპატიმროში ამოხადეს სული მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი არსებით, უსაზღვროდ უყვარდა სამშობლო და სურდა, იგი თავისუფალი ენახა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
გოდერძი ჩოხელის ყველა ნაწარმოები მაგარია!!! მე არ წამიკითხავს მისი არც ერთი ნაწარმოები,
-\"ისე რა\" რომ მომწონებოდა. ეს კაცი გენიოსია.
მადლობთ გუკა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
bubusuna wrote:
ციტატა:
გოდერძი ჩოხელის ყველა ნაწარმოები მაგარია!!! მე არ წამიკითხავს მისი არც ერთი ნაწარმოები,
-\"ისე რა\" რომ მომწონებოდა. ეს კაცი გენიოსია.
მადლობთ გუკა.

ბუბუ კიდევ დავდებ ცჰოხელის ნაწარმოებებს..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
გოდერძი ჩოხელი
მგელი

გამოღმა სოფელი ჩოხია, გაღმით საკიდობნაის ხევი. შუაში შავი არაგვი მოდის.

ხეობა ვიწროა, გაღმიდან რომ მგელმა დაიყმუვლოს, გამოღმა სოფელში კაცს გული აუფორიაქდება, იმიტომ რომ მგელს ცივი და გამყინავი ხმა აქვს.

ხოდა ყმუის მგელი. სამი დღეა განუწყვეტლივ ყმუის.

მთასა და მთას შორის შავი არაგვი მოდის.

- უნდა წავიდე - იძახის გამიხარდა.

-სად? - ეკითხება ცოლი.

- მგელთან.

- გადაირიე კაცო?!

- კი არ გადავირიე, მგელს რაღაცა უჭირს და შველას ითხოვს - ამბობს გამიხარდა და თან ტანსაცმელს იცვამს.

- მგელსაც შეუჭამიხართ შენც და შენი ტანსაცმელიც! - ეუბნება ცოლი.

გამიხარდას თოფი არ მიაქვს.

ის გუმანით ხვდება, რომ მგელს რაღაცა უჭირს. გადაივლის არაგვს, აივლის საკიდობნიაის მთას და მიაგნებს მგელს.

დიდი წფლის ძირში მწოლიარე მგელი გამიხარდას დანახვაზე შეკრთება.

გამიხარდა მგელს უყურებს. სიკეთე კრთება მისი თვალებიდან.

მგელი ფეხს გამოუწვდის და თითქოს ტირისო, ისე შეჰყმუვლებს.

გამიხარდა სულ ახლოს მივა მასთან და გამოწვდილ ფეხთან ჩაიჩოქებს.

დიდი ეკალი აქვს მგელს ფეხში შერჭობილი.

გამიხარდამ ეკალი ამოაძრო...

მერე?

გამიხარდას ცოლი დერეფანში იდგა და უყურებდა როგორ გაბრუნდა მათი სახლის დერეფნიდან მგელი.

- ქალო! - გამოსძახა სახლიდან გამიხარდამ ცოლს.

ქალი სახლში შევიდა.

- დამისხი! - თქვა გამიხარდამ და როცა ცოლმა ხარის ყანწში ჟიპიტაური დაუსხა, გამიხარდამ თქვა:

- ყველას გაუმარჯოს, ვისაც უჭირს ამ ქვეყანაზე!

- აუუუ! - თითქოს გამიხარდას უდასტურებსო, მხოლოდ ერთხელ მოისმა სადღაც შორიდან მგლის ყმუილი.

ეგ იყო და ეგ: ეს მოთხრობაც აქ მთავრდება. მე კი რატომღაც მინდოდა სიკეთის ყმუილი მოგესმინათ აქედან ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
აუ, მაგარია!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ისევ ტერენტი!!!!!!!

ტერენტი გრანელი
გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.

მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.

თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.

წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.

მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისაკენ, რომ მეხილა მზე.

ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.

მოვედი ადრე.

და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.

ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.

და მეშინია...

ვფიქრობ: მოვა წამი, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.

მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.

ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.

პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.

მე არ მინდოდა სიცოცხლე.

არც სიკვდილი.

მე რაღაც სხვა მსურდა.

ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.

მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისაგან.

და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.

მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:

მე მინდა გაფრენა.

მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.

ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე და არ ვიცი როგორ ამოვიდე ამ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.

არა სიცოცხლე.

არა სიკვდილი.

არამედ რაღაც სხვა.

ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის. გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ტერენტი გრანელი
სიკვდილის შემდეგ

დადგება ზამთარი...

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახინი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.

ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება...

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, - თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და - სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.

ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემ საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემ საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემ მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და - სიჩუმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
guka_15 wrote:
ციტატა:
dorado wrote:
ციტატა:
გუკა, ეს რა დადე?! გასაშტერებლად კაი რამე იყო, გაგახაროს ღმერთმა.

დორადო, ორივე ძალიან მაგარი იყო და რომელზე ამბობ მაინტერესებს..:) :) :)

ჩოხელზე.:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
მესარკე

სამართლის მოყვარე ხელმწიფეს, სხვათა შორის, ერთს საწყალ კაცზედ ბევრი საჩივარი შემოდიოდა; დღე არ გავიდოდა, ათი საჩივარი არ შემოსვლოდა, მაგრამ სულ ქალებისაგან იყო შემოტანილი. დიდხანს ითმინა ხელმწიფემ და ბოლოს იფიქრა, რომ ის კაცი, ვიღაცა არის, სწორედ საძაგელი კაცი ყოფილა, თორემ ქვეყანა ასე როგორ გადაემტერებოდაო. დაიბარა ერთი დღისათვის მომჩივრებიც და მოპასუხეც. მოიყარეს თავი მომჩივრებმა, მაგრამ სულ ქალებმა, სულ ქალებმა! ასეს რომ ათასზე მეტი მოგროვდა და ყველა ერთხმად ევედრებოდა ხელმწიფეს იმ კაცის ჩამოხრჩობას.

ხელმწიფე თითქმის კინაღამ ნებაზე დაიყოლიეს, მაგრამ მოპასუხემ იმართლა თავი და მოახსენა ხელმწიფეს:

- ბატონო! ნურც მაგ ქალების საჩივარზე გაივლით, მაგათ გარდა ერთი ორმოციოდე ქალი კიდევ დარჩა ჩვენს სოფელში და თუ ისინიც შეგევედრებიან ჩემს ჩამოხრჩობას, მაშინ თანახმა გავხდები, მადლობა ღმერთსაო!

დაეთანხმა ხელმწიფე, მოაყვანინა ის დანარჩენი ორმოცი ქალიც და დაეკითხა მათაც. იმათ ერთხმად უქეს ხელმწიფეს მოპასუხე და შეევედრნენ მის გაბედნიერებას. გაკვირვებულმა ხელმწიფემ უბრძანა მოპასუხეს: „ეს რას ნიშნავს, ამდენი მოსისხარი მტერი გყოლია და ამდენი კი გულითადი მეგობარიო?“

- დიდებულო ხელმწიფეო! ჯერ ის დაათვალიერეთ, თუ იმ ათას ქალში უმახინჯო ერიოს და ამ ორმოცში ერთი მახინჯიო და მაშინ მოგახსენებთ პასუხსაცაო, - უპასუხა საწყალმა. მართლაც, დაათვალიერა ხელმწიფემ და როგორც იმ ათასში უმახინჯო ვერ შენიშნა, ისე იმ ორმოცში მახინჯი, და გაკვირვებით ბრძანა: „ეს მართლა, რას ნიშნავსო?“

- რა ვიცი, რას ნიშნავს, ჩემო ხელმწიფეო! - მიუგო მაშინ მოპასუხემ, - არც არაფერი ერთისთვის დამიშავებია და არც არაფერი მეორისთვის გამიკეთებიაო. მე ერთი საწყალი ხელოსანი კაცი ვარ, მესარკე; სარკეებს ვაკეთებ ხოლმე. ლამაზები ჩაიხედვენ შიგ - ლამაზად გამოჩნდებიან, და მახინჯები - მახინჯებად! მე მიტომ ვაკეთებ, რომ ლამაზმა შიგ იკეკლუცოს და მახინჯმა, გასვრილმა, სახე გაიწმინდოს და გასწორებას ეცადოს. ესენი კი თავის მახინჯობას ჩემს სარკეს აბრალებენ! ახლა რისიც ღირსი ვიყო, ის მომანიჭეთ, დიდებულო და სამართლიანო ხელმწიფეო!

მოეწონა ხელმწიფეს ეს და გამოსცა ბრძანება:

- დღეის იქით აღარავინ გაბედოს საჩივარი აღარც მესარკეებზე და აღარც მწერლებზე, რადგან ორივე ერთმანეთს ემსგავსებიან მოხელობითაო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ლიტერატურას ასაზროდებს საზოგადოება. ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა აღვიაროთ, რომ ჩვენს ლიტერატურას დღითიდღე საზოგადოება აკლდება. დღეს თუ ჩვენს ლიტერატურას მკითხველი და გულშემატკივარი ჰყავს, ერთი ეგრეთწოდებული ინტელიგენციაა, რომელსაც თითონაც არა აქვს საზრდო ცხოვრებისა, და მეორე - ძველნი ქართველნი, კაცნი თუ ქალნი. ყოველი კი ახლად მომავალი, ნამეტნავად ქალები, ჰთაკილობენ ქართულს ლიტერატურას და იკვებებიან იმ წვრილად ფშხვნილ ნამცეცებითა, რომელიც აქაურს წვრილმან გაზეთებს ყოველდღე ტომრებით მოაქვთ. თუმცა ეს ასეა დღეს, მაგრამ იმედია, რომ ქართული ლიტერატურა გავრცელდება ჩვენში... საქმე ის არის, ჩვენი ერი მომზადდეს, გონების გახსნის გზაზედ იმოდენად წარიმართოს, რომ როგორც პურის საჭიროებას ჰგრძნობს ხორცისათვის, ისეც ლიტერატურა მიიჩნიოს სულისა და გულისათვის.

წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ყვავილები და დიდი ადამიანები
ბევრი გამოჩენილი ადამიანი ამა თუ იმ ყვავილით იყო გატაცებული.
ცნობილია, რომ ქართველი პოეტი ტიციან ტაბიძე მიხაკის უსაზღვრო ტრფიალი იყო.
სანდრო ბოტიჩელსა და ველასკეს განსაკუთრებით უყვარდათ ვარდი, ვარდი გოეთეს ხიბლიც გახდათ. მაისში ის ვარდებს უგზავნიდა ხოლმე თავის სატრფოს – შარლოტა ფონ შტეინს.
გადმოცემით მირაბო გარდაცვალებისას თურმე ლუღლუღებდა “ყვავილი ვარდიო!”
ია უსაზღვროდ უყვარდა შექსპირს, გოეთეს, ტურგენევს, ჰუმბოლდტს.
ჩაიკოვსკის ძალიან ჰყვარებია შროშანა. ის 1886 წელს თბილისს ეწვია და ოპერას თეატრში დიდი სიმფონიური კონცერტი გაიმართა, როგორც მაშინდელი გაზეთები იტყობინებოდნენ, ქუთაისიდან “ საგანგებოდ გამოუწერიათ მთელი ვაგონი შროშანა”.
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
ეს იცოდით…
მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივათ ინგლისელმა თომას კარლმა (2007წელი) იცოცხლა და თავის ქვეყნის 12 მეფის გამოცვლას მოესწრო.
ქალებს შორის სიცოცხლის ხანგძლივობით რეკორდსმენი ოსი ეროვნების ტეპსე აბზივე გამოდგა, რომელმაც 180 წელი იცოცხლა.
მსოფლიოში ყველაზე დღეგრძელიანი ევროპელები არიან. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 71 წელია, ლათინურ ამერიკელების – 63 წელი, აფრიკელების 46 წელი. საერთოდ დედამიწაზე ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 55 წელს შეადგენს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
სმენას გაფთხილება უნდა
აპრილი 25th, 2008
ხმაური დამღუპველად მოქმედევს სმენაზე. თუ ჩვენს გარშემო ხმაურის დონე 10 დეციბალზე ნაკლებია. ეს ადამინისათვის სრულ სიჩუმეს ნიშნავს. დისკოტეკაზე ხმაური 100 დეციბალია, აფრენილი თვითფრინავის ხმა -120. ფლეერი გამდმოსცემს 115 დეციბელის ხმაურს და ეს ხდება პირდაპირ ყურის აპკთან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Nov 2007
Posts1121
კარმა78
OFFLINEPROFILE
გენიოსობის ხუთი ნიშანი
გენიოსი 50 მლნ. ადამიანში ერთი იბადება, მაგრამ უმრავლესობა აღიარების გარეშე რჩება. გენიოსობის ზუსტი განსაზღვრა ძნელია. არავინ იცის რამდენი მემკვიდრეობითი ნიშანი არსებობს გენიოსობისა, ხუთი მათგანი კი დადგენილია. პირველი – მაღალშუბლიანობა, რაც უფრო მაღალი შუბლი აქვს ადამიანს, მით უფრო ჭკვიანია იგი. მეორე შარდმჟავას მომატებული რაოდენობა სისხლში (ახასიათებდა ალექსანდრე მაკედონელს). ქიმიური სტრუქტურით იგი მსგავსია კოფეინისა და თეობრომინისა, რომელიც ააქტიურებს გონებას. მესამე – მარფანის სინდრომი, მაღალი გამხდარი სხეული, ობობასებრი თითების გრძელი კიდურები ოდნავ ამობურცული თვალის კაკალი. ხშირად თანდაყოლილი გულის მანკი. ადრენალინის გაძლიერებული გამოყოფა. მარფანის მქონე ადამიანები სახიათდებიან განსაცვიფრებელი ენერგიით. მეოთხე – ციკლოტომია ანუ ხასიათის მკვეთრი ცვლილება. იგი ორი ფაზისაგან შედგება – აპათია, სევდა, რომელიც მეორე წუთს იცვლება მშვენიერი განწყობილებით, სიკეთის კეთების სურვილით. რა იწვევს ამას, რომელი ნივთიერება, ჯერ ჯერობით დაუდგენელია. მრავალი გენიოსი შედევრს ცაკლოტოპის პერიოდში ქმნიდა მეხუთე – დაბადებით თანდაყოლილ ნიშანი გენიოსობისა არის ტესტიკულარული სინდრომი. არ არის სავალდებულო გენიოსობის ხუთივე ნიშანი ჰქონდეს ადამიანს, ერთი_ორიც საკმარისია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

წმინდა ანგელოზთა შესახებ

უფალმა ურიცხვი ანგელოზი შექმნა. ისინი უსხეულო არსებები არიან. მათ გააჩნიათ გონიერება, შეუძლიათ მოძრაობა, ღვთის მსახურები არიან და უფლის ბრძანებით ადამიანებს იცავენ.

წმინდა მამების სწავლების თანახმად, წმინდა ანგელოზებს შორის არსებობს განსხვავება. არსებობენ უპირატესნი ანგელოზებს შორის. ანგელოზთა უპირველეს დასში არიან ისინი, ვინც ყველაზე ახლოსაა უფალთან: სერაფიმები, ქერუბიმები და საყდარნი. შემდეგ მათ მოსდევს ანგელოზთა მეორე დასი: ხელმწიფებანი, ძალნი და უფლებანი. და ბოლოს მესამე: მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

ბავშვებო, როგორც უკვე იცით, ნათლობის დროს ყოველ ადამიანს უფლისგან ეძლევა თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც გნუშორებლად მუდამ მასთან არის; იგი ხარობს, როდესაც ადამიანი უფლისთვის სათნო, კეთილ საქმეებს აკეთებს და წუხს, თუკი ადამიანიგანეშორება უფალს და ბოროტებას სჩადის. მფარველი ანგელოზი ლოცულობს ჩვენთვის და მუდამ ცდილობს, კეთილი აზრები ჩაგვაგონოს.

მთავარანგელოზებსაც აქვთ განსაკუთრებული დავალება უფლისაგან:

მთავარანგელოზი მიქაელი არის მძლეველი ყველა მტრული ძალისა, მფარველი ყოველგვარი განსაცდელისა და ბოროტი ცოდვებისაგან.

მთავარანგელოზი გაბრიელი კი არის სიმაგრე ღვთისა და კეთილი მაცნე ღვთის საიდუმლოსი.

მთავარანგელოზი რაფაელი სნეულებათა მკურნალი და გზაზე დამაყენებელია.

მთავარანგელოზი ურიელი უცოდინართა განმანათლებელი და ლოცვის სურვილის აღმძვრელია.

მთავარანგელოზი იეგუდიელი მგზავრობის მფარველი და გაჭირვებულთა შემწეა.

მთავარანგელოზი ვარაქიელი კაცთა შუამავალია უფლის წინაშე, მათთვის უფლისგან მადლის გამომთხოვნელი; მფარველი სულიერი და ხორციელი სიწმინდისა.

მთავარანგელოზი სელაფიელი სნეულებათაგან მკურნალი და კაცთათვის მლოცველია ღვთის წინაშე.

მთავარანგელოზი იერომიელი ადამიანთა გულებში ღვთისადმი სიყვარულის აღმძვრელია.

მთავარანგელოზი ტახნილი შემწე და მფარველია უბედურებათა და თავდასხმათაგან.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 151 posts ] 
მინდა მეტი ვიცოდე.....
დესპანი