↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებილიტერატურა
Იდესპანი

ირმისა

leonardo 12 წთ კითხვა 296 0 კომენტარი
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ბერიკაცი. ეს ბერიკაცი უშვილოდ დაბერებულიყო. ისიც და მისი ცოლიც სულ იმას ევედრებოდნენ ღმერთს, რომ შვილი მიეცა მათთვის. გავიდა ხანი და მიეცათ შვილი, მაგრამ უბედური ბერიკაცი კი მოკვდა. ცოლს მწუხარებით რძე დააკლდა და ბავშვის რჩენა არ შეეძლო. ბავშვი ერთ კოჭლ ირემს მიაბარა და სთხოვა: შენ გამიზარდეო. ბავშვი მიეჩვია ირემს, ტყეში თან დასდევდა და როცა მოუნდებოდა, ძუძუს სწოვდა. იმ არემარეში, სადაც ეს ირემი ცხოვრობდა, ხშირად დადიოდა სანადიროდ მეფის შვილი. ერთხელ ნახა, ბავშვი ირემს რომ დასდევდა. მეფის შვილმა დაანება ნადირობას თავი და გასწია შინისკენ. შინ რომ მივიდა, მამამ ჰკითხა: შვილო, რატომ არ ინადირეო? შვილმა არა უპასუხა, მხოლოდ სთხოვა – ეშოვა მისთვის სამოცდაათი ფუთი ჯაჭვი და ასოცი კაცი ჯაჭვის მსროლელი.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · ზღაპრები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი