ზინედინ ზიდანი
"მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები"
ზინედინ ზიდანი
ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ზიზუ(ასე ეძახდნენ მას თანატოლები, ეს სახელი მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელს ბოლომდე გაჰყვა) არაფრით არ განსხვავდებოდა თანატოლებისაგან. გაკვეთილების შემდეგ სხვებთან ერთად მიაშურებდა სანაპიროსაკენ, სადაც დამსვენებლებს სანაძლეოებს უდებდნენ " სოსისის ჭამაში". როგორც კი ვინმეს "გამოიჭერდნენ" ზიდანიც იქვე გაჩნდებოდა, იგი ყველაზე მეტ სოსისს ჭამდა, ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა, მას სანაძლეო არასოდეს არ წაუგია. მაგრამ ყველაზე დიდი მისწრაფება ზიდანისა ფეხბურთი იყო. იგი ცდილობდა გადაესწრო ყველასათვის ვინც კი გზად გადაეღობებოდა.ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში, იგი ფეხბურთის სპეციალისტთა ყურადღების ცენტრში მოხვდა.ზიდანს სთხოვდნენ ხშირ შემთხვევაში, თამაში თავის თავზე აეღო, მაგრამ იგი გუნდურ თამაშს ანიჭებდა უპირატესობას, "ჩემი ბედი ასეთია სხვებს ვემსახუროო"-ამბობდა იგი. ზიდანი საგოლე "პასებით" ამარაგებდა თანაგუნდელებს.
"იოვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი, დიდე დეშამი თვლის, რომ
ზიდანს ეგოიზმი აკლია. მაშინაც კი როდესაც იგი საგოლე პოზიციაზეა, "პასის" გაკეთებას არჩევს და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად და ზუსტად ურტყამს ორივე ფეხით, იგი ნაკლებად ცდილობს,გადამწყვეტ მომენტში, დარტყმა საკუთარ თავზე აიღოს.
ზიდანი დაიბადა 1972 წლის 23 ივნისს მარსელში. არაბული წარმოშობის, ფრანგი ფეხბურთელის პირველი საფეხბურთო კლუბები, საკმაოდ მოკრძალებული იყო "სენ-ანრი" და "სეპტემსი". 14 წლის ასაკში იგი მიიწვიეს გუნდ "კანნ-ში", აქედან დაიწყო მისი, როგორც დიდი ფეხბურთელის კარიერა, ხოლო 1992 წელს, როდესაც იგი "ბორდოში" გადავიდა, მას შემდეგ გახდა ის ცნობილი ზიდანი, როგორიც ჩვენ ეხლა ვიცით.
1996 წელს "იუვენტუსი" დაინტერესდა ზიდანით და მალე მან "იუვეს" მაისურიც მოირგო.
1994 წლის 17 აგვისტოს იგი პირველად გამოჩნდა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში. ჩეხეთის წინააღმდეგ მატჩში, როდესაც საფრანგეთი 2:0 აგებდა, ზიდანი შეცვლაზე შემოვიდა. ამ თამაშში მან 2 გოლი გაიტანა, თამაში ფრეთ 2:2 დასრულდა. მაშინ მიშელ პლატინიმ განაცხადა 10 ნომრიან მაისურს ნამდვილი მფლობელიც გამოუჩნდაო.
1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზიდანისათვის ტრიუმფალური აღმოჩნდა. იგი საფრანგეთის ნაციონალური გმირი გახდა,თუ მანამდე ზიდანს შავ კატას ეძახდნენ, იგი მთელი საფრანგეთის კერპი ხდება და მას შავი თეთრით შეუცვალეს, თეთრი კატა შეარქვეს.
ერთ-ერთ ინტერვიუში ზიდანმა განაცხადა: " მე ვცდილობ ვიყო კარგი მაგალითი ახალგაზრდებისა, განსაკუთრებით მათი ვინც მარსელის ღარიბ რაიონში ცხოვრობენ, და თუ ოდესმე ვინმე იტყვის, რომ მე ზიდანს მინდა მივბაძო-მე უბედნიერესი ადამიანი ვიქნები".
ასე რომ ზიდანს შეუძლია თქვას, იგი მარლაც ბედნიერია.იგი გახდა ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა, იგი უყვართ საფრანგეთში და არა მარტო საფრანგეთში, მას აფასებენ მსოფლიოში. იგი გამორჩეული, მაღალი ტექნიკის ფეხბურთელია.
ზიდანი მსოფლიო ჩემპიონი, ზიდანი ევროპის ჩემპიონი, ესპანეთის ჩემპიონი,ესპანეთის თასის მფლობელი, ოქროს ბურთის მფლობელი, ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი,ესპანეთის საუკეთესო ფეხბურთელი, საფრანგეთის საუკეთესო ფეხბურთელი-არ დარჩენილა ფეხბურთში ჯილდო, რომელიც ზიდანს არ მიეღოს. მან ყველა ოცნება აისრულა.
www.despani.com