↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Შდესპანი

შოთა არველაძე ”ალკმაარის” კონკურენტებს შიფრავს

pikaso22 2 წთ კითხვა 975 0 კომენტარი

შოთა არველაძე ”ალკმაარის” კონკურენტებს შიფრავს

[საინფორმაციო სააგენტო ”ფაქტი”]
ჰოლანდიის საფეხბურთო ჩემპიონატს ”ალკმაარი” ლიდერობს, რომლის სამწვრთნელო შტაბში შოთა არველაძე მუშაობს. ქართველი ფეხბურთელი კარიერის ბოლო წლებში ”ალკმაარში” თამაშობდა და მაშინ გუნდმა მხოლოდ ბოლო ტურში გაუშვა ხელიდან ჩემპიონობა. რაც შოთამ მოედანზე ყოფნით ვერ შეძლო, ახლა მწვრთნელობით აპირებს და ჯერჯერობით ამაში ”ალკმაარიც” ხელს უწყობს. დანარჩენზე კი თავად არველაძე გვესაუბრება.

შარშან ალკმაარმა მე-11 ადგილი დაიკავა, წლეულს კი სატურნირო ცხრილის სათავეშია. რა შეიცვალა ასეთ მოკლე დროში?
- ახლა უფრო ორგანიზებულად ვთამაშობთ და თავდასხმის ხაზიც მშვენივრად გამოიყურება. ამაზე ნათლად მეტყველებს ის ფაქტი, რომ მიმდინარე სეზონში, ყველაზე მეტი, 23 გოლი ჩვენ გავიტანეთ. ბევრი ახალი ფეხბურთელი არ დაგვიმატებია, მაგრამ ისეთი მოთამაშეები გავუშვით, ძირითად შემადგენლობაში თამაშის პრეტენზიები რომ ჰქონდათ და როდესაც სასტარტო თერთმეტეულში ვერ ხვდებოდნენ, სისტემატურად უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ასეთი მოთამაშეების გუნდში ყოლა არასასურველი ატმოსფეროს შექმნის გარანტიაა. ისინი საკუთარ ამბიციას გუნდის ინტერესებზე წინ აყენებენ ხოლმე.

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · სპორტი

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი