↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Მდესპანი

მარკო ვან ბასტენი

pikaso22 3 წთ კითხვა 1377 0 კომენტარი

 "მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები"

მარკო ვან ბასტენი

მარკო ვან ბასტენი დაიბადა 1964 წლის 31 ოქტომბერს ქალაქ უტრეხში, ჰოლანდია.
მამა 50-იანი წლების ცნობილი ფეხბურთელი იყო, დედა კი ტანმოვარჯიშე. მარკოს ძალიან უყვარდა ბურთის თამაში. უკვე 5 წლის ასაკში იგი თავისზე უფროსებს ეთამაშებოდა ხოლმე. მისი პირველი მასწავლებელი მამა იყო.
13 წლისა იგი თამაშობდა "ელსნვილში", სადაც ყურადღება მიაქცია ყველასათვის ცნობილმა სპეციალისტმა ლეო ბენჰაკერმა, რომელიც იმ პერიოდში ახალგაზრდულ გუნდს "ფეინოორდს" ავარჯიშებდა. მარკო ისეთ ასაკში იყო, როდესაც მშობლები წყვეტდნენ მის ბედს. მამამ უარი განაცხადა მარკოს ფეინოორდში გადასვლაზე, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მარკო ჯერ პატარა იყო იმისათვის რომ დამოუკიდებლად ეცხოვრა უცხო ქალაქში. მარკოს კი უთხრა:"შენ გახდები დიდი ფეხბურთელი, როცა "აიაქსში" ითამაშებო".
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · სპორტი

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი