↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიახალი ამბები
Კდესპანი

კარლ-ჰაინც რუმენიგე

pikaso22 2 წთ კითხვა 956 0 კომენტარი

"მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები"

კარლ-ჰაინც რუმენიგე

რუმენიგე დაიბადა 1955 წლის 25 სექტემბერს, ქალაქ ლიპტშტადტში. მისი პირველი ოფიციალური თამაში დამთავრდა ანგარიშით 11:0. მაშინ იგი ლიპტშტადტის "ბორუსიაში" თამაშობდა. ამ წარმატების შემდეგ იგი ბორუსიის ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა, სადაც მან ერთ სეზონში 96 გოლი გაიტანა, ერთ თამაშში კი 16 გოლი. მიუხედავად ამისა, მშობლებს არ სურდათ კარლს ფეხბურთის კარიერა გაეგრძელებინა. მაშინაც კი როდესაც რუმენიგე, გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვდა და უამრავი შემოთავაზებები ჰქონდა ცნობილი კლუბებიდან, მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ მისი არჩევანისა და უარყოფდნენ ყველა შეთავაზებას. სკოლის დამთავრების შემდეგ რუმენიგემ მუშაობა დაიწყო ლიპტშტადტის ეროვნული ბამნკის ფილიალში, ამასთან ერთად იგი მაინც აგრძელებდა თამაშს ლიბშტადტის ბორუსიაში. ბევრ კლუბს სურდა პერსპექტიული ნახევარმცველის თავის გუნდში ხილვა. შემოთავაზებები ჰქონდა ლივერკუზენის ბაიერნიდან, კიოლნიდან და უამრავი სხვა გუნდებიდან, მაგრამ იგი ბავარიელი იყო და დარჩა სწორედ იმ "ბავარიის" ლიდერი სადაც ეთ დროს თამაშობდა თვით ფრანც ბეკენბაუერი, გერდ მიულერი, პაულ ბრაიტნერი.
სწორედ ბავარიაში მიაღწია კარლ რუმენიგემ დიდ წარმატებებსაც, მან მოიგო: ჩემპიონთა ლიგა, კონტინენტთაშორისი თასი.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · სპორტი

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი