ბეგი დარჩია მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია
ბეგი დარჩია მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია |
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ 2008 წლის მონაგარი შეაჯამა და წლის საუკეთესოები დაასახელა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტი ის არის, რომ მსოფლიო ჭიდაობის მამებმა მწვრთნელებიდან ქართველი გამოარჩიეს. კონკრეტულად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბეგი დარჩია 2008 წლის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. შეგახსენებთ, რომ დარჩიას შეგირდმა მანუჩარ კვირკველიამ წლეულს ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა. |
