↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებილიტერატურა
Სდესპანი

საშობაო მოთხრობა

maxsimas 2 წთ კითხვა 1456 0 კომენტარი
სევდა მომაწვა, შობის ღამე იყო. გაყინულ ოთახში მარტო ვიჟექი. ოთახს ყვითელი შუქი მინათებდა. უკვე ორი საათი იყპ რას შობა შესრულდა. სევდიანი ვუყურებდი ტელეფონს და ველოდი როდის დარეკავდი. თან ვერაფერზე ვფიქრობდი, კალამს ხელში უაზროდ ვათამაშებდი და უსწორმასწორო ხაზებით ვღლიდი უჟრიან ფურცლებს. არაფერზე შემიძლია ფიქრი, არანაირი აზრები არ მეკარება, ვზივარ და პატარა ბავშვივით შენ ლამაზ თვალებს ვაკვირდები ყვითელი შუქის სივრცეში, ნეტავ სადა ხარ? დავღონდი, აღარ მინდოდა ესე ცხოვრება. უშენოდ! უსიყვარულოდ! ულამაზოდ! და არანაირი აზრები თავში!...როგორ მიშლიდი ხელს, შენი არსებობით გული მეღლებოდა, თვალები მეცრემლებოდა და გულზე უშენობა მეფინებოდა, დამწვარი მზე ჩამოყრილ სხივებს გითამაშებდა თვალებში, ეს მაგიჯებდა...ვერ გეხებოდი და ეს მაცოფებდა.
ვზივარ და ვფიქრობ, მოდი და გავხდები პილოტი!... ხო აი ასე, ავდგები გავყიდი სახლს, გავყიდი საწერ მაგიდას, გავყიდი ნაკვეთსაც და ვიყიდი პატარა ვერტმფრენს, გავხდები რომანტიკოსი, ავიღებ ფურცლებს, ჩავყრი ყველაფერს მწვანე ვერტმფრენში და გავფრინდები სადმე შორს, შორს შენგან, შორს სიყვარულისგან, სილამაზისგან, ყველანაირი აზრებისგან, ვიფრენდით მხოლოდ მე და ჩემი ფურცლები ლურჟად დახატულ ცაზე, წვიმასთანაც ახლოს ვიქნებით, თოვლსაც მე დავხვდებით პირველი. ბევრს ვიფრენ, რა ადგილებზეც მსმენია ყველაფერს გადავუფრენ, ბევრ ხალხსაც გავიცნობ შორიდან, მომიყვებიან თავიანთ ცხოვრებაზე, უფრო მეტს ვისწავლი ვიდრე აქამდე ვიცოდი, უფრო მრავალფეროვანი სიტყვებით ავავსებ უჟრიან ფურცლებს.
მომბეზრდა უშენობდა...
ბევრს ვიფრენ, შორს ვიქნები, მაგრამ ალბათ მაინც ვერ დაგივიწყებ, ვფიქრობ და ისევ ვერტმფრენის მართვას ხომ არ სჟობს ჟადოსნური მოსასხამი მქონდეს?... მოვისხამდი. გავქრებოდი... ცხრა მთას და ცხრა კარს გავივლიდი შენამდე მოსაღწევად, უჩუმრად შემოვიპარებოდი შენ სასახლეში, მეცხრე კარსაც უკან მოვიტოვებდი, ხელს დაგავლებდი და ორივენი გავქრებოდით, აქაურობას გავექცეოდით... სადმე მწვანე მინდორში წაგიყვანდი, მოგიყვებოდი რომ უშენოდ არც მწვანეა ვენახი, არც ლურჟია ცა და არც ვარსკვლავები მინათებენ ცაზე. მოგიყვები რამდენი ვიფიქრე... მოგიყვები რომ ოდესღაც გაგირბოდი, სახლ-კარსაც კი შეველიე რათა უშეონ მეცხოვრა, ვერტმფრენით ცაშიც ავჭრილვარ რომ შენზე ფიქრებს გავქცეოდი, ამაოდ... ვერაფერი მოვუხერხე თავს და ისევ ჟადოსნური მოსასხამი თუ მიშველიდა. ხელში აგიტაცებდი და მწვანე მინდორზე თეთრ საწოლზე დაგაწვენდი...ავფრინდით...
... ხედავ? მივფრინავთ...ნუ გეშინია, არ გადავარდები, ეს სიყვარულის ბრალია.
ყველა ისტორია ალბათ ერთი დასასრულით კვდება, რომ იყო, არის და დამთავრდა... დაგაწყნარებდი, გეტყოდი რომ ეს ისტორია არ იყო აქამდე, დღეს არის!...რომ ეს ისტორია არასოდეს დასრულდება, და სულ იქნება, როგორც არ ყოფილა არაფერი არასოდეს.
ყვითელი შუქი თვალს მჭრიდა, თავი უჟრიან ფურცლებში მქონდა დამალული და თურმე მძინებია, უკვე თენდებოდა, შენ მაიც არ რეკავდი.
უჯრიდან გაცვეთილი წიგნი ამოვიღე და გადავშალე
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პროზა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი