↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებილიტერატურა
Ედესპანი

ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების უკანასკნელ ირონიად იქცა

maxsimas 3 წთ კითხვა 1474 0 კომენტარი
ვინ ვარ? როგორ უნდა ვიცოდე, სად მთავრდება ეს ისტორია?
ნისლი საკუთარ ცხოვრებას მაგონებს. მაინც მხნედ ვარ, მაცვია სოლიდურად: მუქი პერანგი, სქელი, სწორი შარვალი და ჩემი შვილის მიერ ოცდაათი წლის წინ მოქსოვილი სვიტრი, რომელშიც ორფად გადაკეცილი შარფი მაქვს ჩატნეული. ოთახში თბილა, შეიძლება სხვისთვის ცხელოდეს კიდეც, მაგრამ ჩემს სხეულში მაინც სიცივეა, ხანდახან ისე შემაჟრჟოლებს, თითქოს პატარა ბიჭი ვიყო და არა ოთხმოცი წლის კაცი. ოთხმოცი წელი... ვფიქრობ ჩემს ასაკზე და თავი ერთდროულად მგონია მასზე დიდიც და პატარაც. სითბო მაკლია, სითბო, რომელიც არის ჩემში და მაინც მენატრება. უცნაურია, ნუთუ ყველა ასეა ჩემს ასაკში, ნუთუ არავის შეუძლია დაბერება?
მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი ფიქრებით და პრობლემებით, ჩემი ცხოვრებაც ასეთი იყო, არაფრით გამორჩეული და ვიცი ჩემი დავიწყებაც იქნება უმტკივნეულო, მაგრამ მე მიყვარდა, მიყვარდა მთელი გულით და ეს ყოველთვის იყო საკმარისზე მეტი...
რომანტიკოსები ამ ამბავს სიყვარულის ისტორიას უწოდებდნენ, ცინიკოსები _ ტრაგიკულს, მე კი ვფიქრობ რომ მასში ერთიც და მეორეც უცნაურად არის არეული. უკმაყოფილო არ ვარ, გზა, რომელიც მე ავირჩიე იყო სწორი და აქამდე მარტოოდენ წარსულს არც მოუყვანივარ.
ჩემი გზა ნელ-ნელა ემსგავსება საცალფეხო ბილიკს, რომლის გავლაც სულ უფრო გაუსაძლისი ხდება, მაგრამ მაინც არ ვჩერდები და ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ წინ ისეთივე სილამაზე არ მხვდება, როგორც წარსულში იყო. ეს ჟერ კიდევ სამი წლის წინ ადვილად გამომდიოდა, მაგრამ ახლა შეუძლებელია. თითქოს არც ავად ვარ და არც სნეული, მაგრამ ჩემი თავი მაგონებს ზეიმის მერე ობლად დარჩენილ ბუშტს, რომელიც ნელ-ნელა იჩუტება და ხვალ არავისთვის იქნება საჭირო.
საათს შევხედე. ჩემი წასვლის დროა, ვდგები და ნელა გავდივარ ოთახიდან. ხელში დღიური მიჭირავს... ეს ფურცლები... ალბათ ასჟერ მაინც მექნება წაკითხული... მე ისევ ვაგრძელებ გზას და მივდივარ იქ, სადაც უნდა ვიყო!
დერეფანში ნაცრისფერი მეთლახი აგია, ასეთია ჩემი თმის ფერიც და თითქმის ყველასი, ვინც საკუთარი სიბერე ამ პანსიონატს დაუკავშირა.
მხოლოდ მე ვარ ამ დილით, სხვა არავინ ჩანს, მესმის საკუთარი ნაბიჟების ხმა და ვცდილობ ჩუმად გავიარო, არ მსურს სიმშვიდე დაურღვიო ვინმეს, მათთვის ხომ მარტოობა ახლა ბევრ მოგონებაზე ძვირფასია. მხოლოდ ჩართული ტლევიზორი არღვევს მდუმარებას, ყველაფერი ძალიან ნაცნობია, შემდეგ ექთნებს ვხვდები, ერთმანეთს თბილად ვუღიმით და ვესალმებით, ისინი ჩემი მეგობრები არიან, ხშირად ვსაუბრობთ ერთმანეთში, მაგრამ მჟერა მათ ჩემი არ ესმით და ძალიან უკვირთ, რასაც ვაკეთებ, რისი ატანაც ყოველდღიურად მიხდება. ჩავივლი თუ არა, უმალ ერთმანეთში მოყვებიან ფუს-ფუსს, თუმცა ჩემთან არაფერს იმჩნევენ და ჩვეულებრივ მისურვებენ _ .`დილა მშვიდობისას...~
შევდივარ ნაცნობ პალატაში, კარი ნახევრად ღიაა, როგორც ყოველთვის, კიდევ მხვდებიან სხვა ექთნები და მიღიმიან...
უშინაარსოდ და თავაზიანად ვკითხულობთ ერთმანეთს...
`დილა მშვიდობისა...~
და ეს სიტყვები ჩემი ცხოვრების უკანასკნელ ირონიად იქცა
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პროზა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი