შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
როდესაც შენ თავში დაკარგული, შენივე ფიქრებით გზას გაიკვლევ, მიხვდები რომ ადამიანებს, ჩვენ, ეს ჩვენ მოგვაქვს ნათელი შუქი ჩვენივე აზროვნებაში. შენ ფიქრობ რომ ამ ყველაფრის დატოვება ასე შეიძლება? შენ ფიქრობ რომ ეს ყვითელი სამყაროა დედამიწა? და ეს სანთლის წვეთები წვიმა გგონია? მაშინ მისმინე და გაიგებ, მიხვდები რომ არსებობდე არ ნიშნავს აკეთო შეცდომები, შეცოდო არ ნიშნავს იყო ცოდვილი, იყო ცოდვილი ეს არ ნიშნავს განგდევნოს ხალხმა, განგდევნონ არ ნიშნავს არ გქონდეს სიყვარულის უფლება, გიყვარდეს არ ნიშნავს გეკუთვნოდეს, გეკუთვნოდეს არ ნიშნავს არსებობდე და ისევ არსებობდე არ ნიშნავს აკეთო შეცდომები...ტრიალებს, ტრიალებს, ბრუნავს ყვითელი სამყარო და შენც ფიქრობ რომ ამით ყველაფერი ნათქვამია...
მორჩა! მე ვტეხ ნისლისფერ ნაჭუჭებს, ვაგროვებ, მე შენი ცრემლების ტკივილს ვაყუჩებ, მორჩა! მე ვტეხ ნისლისფერ ნაჭუჭებს... გამოვდივარ თეთრი კვერცხიდან, ვხედავ ლურჟს, ვხედავ უფრო ლამაზ ყვითელს ვიდრე ის იყო, ვხედავ სფეროებს,რომბებს, კვადრატებს, მე ვხედავ მზეს, ვკითხულობ და ვხვდები რომ ამ ცხოვრებაში უამრავი პატარა უაზრო სილამაზეა რომლის გულისთვისაც ღირს იცხოვრო, მაშინ ამიხსენი...ამიხსენით ხალხო! რატომ არ შეიძლება ეს სილამაზე შეცდომებით არ გაავსოთ, გიყვარდეთ სხვა და იწვეთ სხვასთან, აკეთო შეცდომები და მერე ხვდებოდე ამას, ხვდებოდე და თავს იმშვიდებდე: “ო. ღომერთმა ჩემმა, ცხოვრებით ესე დამტანჟა, დამსაჟა, განმსაჟა...” ო! მართლაც რომ ღმერთო ჩემო!!!, როდემდე უნდა იყო ხალხისთვის სიტყვის მასალა, როდემდე უნდა გთხოვდნენ იმას რაც თვითონაც კარგად შეუძლიათ, ო! ღმერთო ჩემო!, რატომ არ სურთ ფრთები გაშალონ, დაინახონ ლამაზი და გადაუფრინონ მახინჟს. გიყვები, ვკვდები და მაინც არ გესმის ჩემი. ნეტავ კედლების მაინც გესმოდეთ, მათ მაინც დაუჟერებდით, დაუჟერებდით კი? უჟრებად ქცეული ადამიანობა, იღებით, ინახავენ, იკეტებით და სანამ შემნახველი არ მოგაცილებთ თქვენ ვერასოდეს გადააგდებთ ბინძურ გრძნობებს. ადამიანობა ხომ გრძნობებით არის შექმნილი. ეს გავიწყდებათ... და მაინც ისევ ყვითელი გგონია სამყარო და ჩემი სიტყვები კვერცხის ნაჭუჭები!...