↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებილიტერატურა
Სდესპანი

" სიზმარი" მაგდა მტკვრისპირელი

maxsimas 5 წთ კითხვა 1013 0 კომენტარი

"სიზმარი"

-სადღაც მივაბიჯებდი დაღლილი, ნაწამები, ჩამოფლეთილი ტანსაცმლით და მზე დაკარგულ უდაბნოში, იმედივით ვეძებდი პატარა თავშესაფარს, ცოტა, რომ შემესვენა...წყლიდან ამოგდებულ თევზივით ვაღებდი პირს, უჰაერობიტა და უწყლობით ვიხრჩობოდი..გაშავებული უდაბნოსფერი იყოცაც, ჰაერიცა და ეს ქვიშაც..აღარ შემეძლო გზის გაგრძელება, მაგრამ გაჩერებაც სიკვდილს ნიშნავდა... ნისლგადაკრულ თვალებში ხშირად ვისვამდი ხელს, მეგონა სადაცაა გონებას დავკარგავდი.. -რაღაცა მტკიოდა შიგნით... -შენი ხსოვნა მტკიოდა...მიყუჩებული სატკივარივით,რომ ხშირად მახსენებდა თავს...აღარ გეძებდი, აღარც გელოდი.... ის ხსოვნა მტკიოდა, რომელიც დამიტოვე.. -არ ვიცი, სად მივდიოდი...მახსოვს, ხშირათ ამბობდი ხოლმე, სიციცხლე მაინც ლამაზიაო, ეს ალბათ მაშინ, როცა ვიღაცას უყვარხარ, ეს კი, არ გამომიცდია, მაგრამ ამ ქვეყნის გამჩენმა, ეტყობა მაინც ყველა ადამიანში ჩადო ინსტიქტი გადარჩენისა. და მეც ეს ინსტიქტი მიმაქანებდა სადღაც უხილავისაკენ, სადაც წყალი და ჰაერი უნდა ყოფილიყო... მიკვირდა რა ძალას მივყავდი, ძალაგამოცლილი.-'წადი!'-უხილავი ხმა მიბიძგებდა...რა საშინელი ფერი ედო ყველაფერს...აღარც ცა იყო, აღარც მოწა...თითქოს ყველაფერი დროსა და სივრცეში გაყონულიყო...მე ვიყავი ერთადერთი სულიერი ამ გამომშრალ , დამზრალ სამყაროსი, სადაც მზე არ ჩანდა, არც ცა...თითქოს არავინ და ღარაფერი იყო გარშემო...მე და შენი ხსოვნა მივაბიჯებდით ამ უსასრულობაში, ხსოვნა, რომელიც უფრო მამძიმებდა, უფრო მტკიოდა, რადგან ამ ხსოვნასაც ტარება უნდოდა. მე კი, ძალა გამოცლილს, მიჭირდა შენი ტარება, ძალიან მიჭირდა...

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · პროზა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი