↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიტელევიზია
Ცდესპანი

"ცხოვრება მშვენიერია"

maxsimas 1 წთ კითხვა 2318 0 კომენტარი

წამყვანი – ნინო ქაჯაია.

შემეცნებით-გასართობი თოქ-შოუს „ცხოვრება მშვენიერია“ მიზანია დააინტერესოს მაყურებელი ისეთი თემებით, რომლებზეც თითქოს ყველა საუბრობს, მაგრამ რომელთა შესახებ ჯერაც უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება.გადაცემის სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ყველა იცნობს, მაგრამ მათი ცხოვრების შესახებ, ბევრი საინტერესო დეტალი ჯერაც უცნობია; შეხვდებით საზოგადოების ნაკლებად ცნობილსა თუ უცნობ, მაგრამ არანაკლებ საინტერესო წარმომადგენლებსაც.გადაცემის მიზანია აჩვენოს ყველაფერი, რაც მაყურებელს აინტერესებს და აღელვებს, დაანახოს მას ახალი ტენდენციები და ადამიანები, რომლებიც ამ ტენდენციებს ქმნიან.თოქ-შოუ მაქსიმალურად ღია იქნება საზოგადოებისთვის. მაყურებელს შეეძლება ჯგუფს მიაწოდოს გადაცემათა თემების იდეები, შესთავაზოს საინტერესო სტუმართა კანდიდატურები, მონაწილეობა მიიღოს იმ სპეციალურ პროექტებში, რომლებსაც მათ გადაცემა „ცხოვრება მშვენიერია“ პერიოდულად შესთავაზებს

მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · გასართობი შოუები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი