...დომინირებს აზრი 'ხალხი რას იფიქრებს';
ყველა მეფედ, პრეზიდენტად და მინისტრადაა დაბადებული;
უგზავნიან წერილებს, ლექსებს და წინდებს მარიო ჩიმაროს და აწყობენ კონკურს ამ მსახიობის პატივსაცემად;
ყრიან ნაგავს ფანჯრიდან;
ნაგვის ყუთების დანიშნულება არ იცის უმრავლესობამ;
იხდიან ფულს იმისათვის, რომ არ ისწავლონ;
თვრებიან ქელეხებში ისე, რომ ავიწყდებათ რისთვის შეიკრიბნენ;
ელაპარაკებიან მეზობლები ერთმანეთს აივნებიდან;
შეკითხვაზე - გოგონი, რომელი საათია? პასუხობენ - გათხოვილი ვარ;
გეტყვიან ისეთ ტანსცმელზე, რომელიც აშკარად პატარა გაქვს, გაიწევსო;
როდესაც ჩადიხარ ტრანსპორტიდან, უკან გაწვებიან თითით;
რიგში ყველა პირველია;
Red Bull გთენთავს;
ტაქსისტებს 2 უმაღლესი აქვს დამთავრებული;
ანატომიის გაკვეთილზე არ აყოლებენ ქალისა და კაცის ორგანოების აღწერას იმიტომ, რომ უზდელობაა და წიგნში ვინც ეს დაწერა და დახატა იმას "გაუხმეს ხელი";
მშობელს შეუძლია უთხრას შვილს რომ მოწევა ცუდია და წინადადების ბოლოს სიგარეტს მოუკიდოს;
ქართველს შეუძლია ერთჯერადი ცხვირსახოცი მრავალჯერ იხმაროს;
შეიძლება გოგოს ელვის პრესლიზე მაგარი ბაკენბარდები ჰქონდეს;
მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა აპლიკაციაში Sex ის გრაფაში კაცს ჩაეწერა Twice per week (British Petrolium-ში მოხდა ეს ამბავი);
შეიძლება მათხოვარმა ფული ისე აგრესიულად გთხოვოს, რომ ძალადობის აქტში გაატარო;
შეიძლება ავტობუსში, სადაც მოწევა აკძრალულია, მძღოლი ეწეოდეს სიგარეტს;
სიგარეტებს ფერების მიხედვით ცნობენ. მაგალითად, დიალოგი:
-გამარჯობათ, Marlboro Light-მინდა
-თეთრი მალბორო?;
ყველა ადნაკლასნიკებშია და ყველა ამბობს, რომ გოიმობაა;
მხოლოდ საქართველოში აცვია აბსოლუტურ უმრავლესობას შავი ფერის ზმანი;
სხვისგან არ გასდით, მაგრამ თვითონ აგინებენ საკუთარ დედას;
როდესაც ფეხით გადადიხარ ცალმხრივი მოძრაობის გზაზე, ორივე მხარეს უნდა გაიხედო;
სადაც ხელს აიქნევ, ყველგან ჩერდება მარშუტკა;
ჰგონიათ, რომ თუ ბიჭს საყურე უკეთია, პედარასტია;
ყოველ მესამე კაცს შავი ტყავის ქურთუკი აცვია;
ჭორავენ ყველას და ყველამ ყველაზე ყველაფერი იცის;
იბანენ მაქსიმუმ კვირაში ერთხელ;
ბევრად უფრო მეტი გაუპარსავი გოგო დადის ქუჩაში, ვიდრე ბიჭი;
.
როდესაც ტაქსში ჯდება წყვილი, გოგო უკან ზის, ბიჭი კი მძღოლს მიუჯდება წინ;
შეიძლება დაიწუნონ ადამიანის შემოქმედება მისი სექსუალური ორიენტაციის, წარმომავლობის ან რელიგიის გამო;
შეიძლება დალიო "განსხვავებული" ოყნიდან, ბოტასიდან ან აკვარიუმიდან;
ითვლება ცუდ ტონად პუნქტუალურად მისვლა, თუ შეხვედრა დანიშნულია 12ზე, ხალხი 2ზე იწყებს მოსვლას;
ქელეხის შემდეგ:
"უფ რა ასეტრინა იყო .."
"აბა, აბა რა პატივი სცეს საცოდავს"!
პირველი სიტყვა, რომელსაც მამა შვილს ასწავლის უცენზუროა;
არსებობენ კორპუსის მეცხრე სართულზე მიშენებული აივნები.
მეზობელი, რომელიც ზემოდან მაყრის ნაგავს წუწუნებს მეზობელზე რომელიც ზემოდან აყრის ნაგავს და ა.შ. კიდევ 4 სართული;
აქვთ სამინისტროებს პირატული პროგრამული უზრუნველყოფა;
იგინებიან 5 წლის ბავშვები და ბედნიერი მშობლები თვალებში შესციცინებენ;
სვამენ 40ლ. ღვინოს, იმის გამო, რომ სოფელში ჩასული უცხოელი გააკვირვონ;
რეკავენ ციხიდან რომ შეუვსოს სხვამ ანგარიში და ამის გამო ათასგვარ "გათამაშებებს იმიზეზებენ";
ბოშების შაიკამ დაინახოს ფული რო გიჭირავს და გდიოს ქუჩის ბოლომდე..... სირბილით! ან ტანსაცმელზე ჩამოგეკიდონ და ასე იარო ‘ბედნიერად’ მთელი გზა
ყოველი ნაცნობი/მეზობელი/მაღაზიის გამყიდველი გეკითხება: "ცოლი როდის მოგყავს?დროა უკვე! დრო!";
ყველა ქორწილი ერთმანეთს გავს, დაჟე სადღეგრძელოებში მარტო სახელი და გვარი იცვლება და თამადები კრუგში ბრუნავენ;
სუფრაზე მსხდომი მამაკაცები ოდებს უძღვნიან დედებს და ცოლებს, ამ ოდების ადრესატები კი ამ დროს თავს იკლავენ სამზარეულოში;
ლაპარაკობენ თავიანთ გაჭირვებაზე და არაფერს აკეთებენ ამის გამოსასწორებლად;
შეიძლება რუსთაველის თეატრში ჰამლეტზე იჯდეს 10 კაცი და ფილარმონიაში იუმორინა ზე კიდე ბილეთები არ იშოვებოდეს;
ითიშება ინტერნეტი, შუქი ან სატელიტი ამინდის მიხედვით;
ამბობენ "ისეთი ნორკის შუბებით დავდიოდი მთელი ცხოვრება ერთი მე მეცვა და მეორე ბრეჟნევის ცოლს" "მე სულ ტაქსისტი კი არ ვიყავი მჟავანაძის დროს რაიკომის მდივანი ვიყავი";
ჩვენ მივდივართ ქელეხებში არა იმიტომ, რომ მართლა ვიზიარებთ, არამედ იმიტომ, რომ იქ საჭმელი და სასმელი გვეგულება;
უყვართ საქართველო მხოლოდ სადღეგრძელოებში და სიმღვრალეში;
ჰგონიათ, რომ თუ საქათველოს აკრიტიკებ ან ცუდს ამბობ, ე.ი. არ გიყვარს;
აგლეჯენ ერთმანეთს კალთებს ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადასახდელად: არა მე გადაგიხდი, არა მე, ეხლა ნუ მაყვირებ კარგი რა ციცინო ხურდები მაქვს'და ასე შემდეგ;
აჩერებენ'სოჩიკებს;''
მეზობელი რემონტს თუ აკეთებს მთელ სახლს წყალს უთიშავს, ყველანაირი გაფრთხილების გარეშე;
შეილება საცობი შეიქმნას თუ ორმა მეგობარმა ერთმანეთი დაინახა მანქანის ფანჯრიდან. იქვე ამუხრუჭებენ შუა გზაზე, სალაპარაკოდ;
ტეხავს მუშაობა(ზოგიერთ სამსახურში);
მარადონას თამაშზე სტადიონი ნახევრად ცარიელია;
ადამიანს შეიძლება საჭმელი ფული არ ჰქონდეს, მაგრამ ჯიბეში მესამე თაობის მობილნიკი ედოს;
შეიძლება არ გქონდეს შემოსავალი და მაინც ცხოვრობდე.
გეკითხებიან "რამდენი გაქვს ხელფასის" შემდეგ "ხელფასის გარდა რამდენს შოულობ";
მარხულობს გოგოების გარკვეული კატეგორია იმისთვის, რომ წონაში მოიკლოს;
ქორწილში, პატარძალის გარდა, ყველას შავი აცვია;
ჰგონიათ კაცებს, რომ ქალებს ხელის გულზე ატარებენ და არსად არსებობს ქალის ისეთი პატივისცემა, როგორიც საქართველოში;
ჰგონიათ, რომ ყველა რუსი და უკრაინელი ქალის ნატვრაა ვინმე ქართველი გამოიჭიროს და მასთან სექსით დაკავდეს;
;
შეიძლება გააკეთო ფული იმით, რომ აქციაზე მიხვიდე;
მხოლოდ საქართველოში პოლიტიკურ ლიდერზე მეტად სძულთ მისი მოხრეები (ისტორიული სენია);
მიდიან არჩევნებზე, რიგში დგანან, წვალობენ, მოდიან უკან და ფიქრობენ, როm მაინც ჩააწყობენ და რატომ ვიწვალეო;
ასწრებს პრეზიდენტი საკმაო მანძილით- დაცვის წევრებს, აეროპორტის სახურავი კი - თვითმფრინავებს;
თვლიან წაგებულ ომს მოგებულად;
კუკავა არის პოლიტიკური ლიდერი;
ჟურნალისტები ლანძRავენ მთავრობას ბოლო სიტყვებით და მაინც უკმაყოფილოები არიან სიტყვის თავისუფლებით;
არსებობს გამოთქმა - "ოღონდ მიშა არა და თუნდაც პოლის ჯოხი";
დადის ჯონდის, შალვას და ბეჟანას მიტინგზე 100 000 ადამიანი;
შესაძლებელია, რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადოს რომ ის პოლიტიკოსი არ არის;
მხოლოდ საქართველოში ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საქართველოში ხდება.
