ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე
![]() |
ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლე იქნა წაკითხული.
ილია მეორე მართლმადიდებლებს კიდევ ერთხელ ულოცავს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელ პრიორიტეტებს ასახელებს, მათ შორის: ადამიანის არჩევანის უფლება, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად გადადგმული და გადასადგმელი ნაბიჯები, პედაგოგების სოციალური მდგომეარეობის გაუმჯობესების აუცილებლობა.
"ხალხს შეუძლია შეცვალოს მისთვის მიუღებელი მდგომარეობა, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს; ამის შედეგია თუნდაც ის, რომ ე.წ. “რეალითი შოუ”-მ, მიუხედავად დიდი რეკლამისა და ფინანსური მხარდაჭერისა, მოსახლეობაში აღიარება საბოლოოდ მაინც ვერ ჰპოვა".
"უახლოეს პერიოდში კი ეკლესიისაგან განსაკუთრებით დაილოცება და ერისათვის თავდადებულის წოდება მიენიჭება იმ ოჯახებს, რომელთაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ".
"საჭიროა მომავალი თაობის სწორად აღზრდა და მათთვის სათანადო განათლების მიცემა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მდგომარეობა არ გამოსწორდება, თუ არ მოგვარდება მასწავლებლების სოციალური პრობლემები".
წყარო : http://rustavi2.com/news/news_textg.php?id_news=25929&pg=1&im=main

