↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიკინო
Მდესპანი

მხატვრული ფილმი - ქალის ტვირთი

leonardo 2 წთ კითხვა 3291 0 კომენტარი
ქალის ტვირთი

გადაღებულია მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

ქეთევან ახატნელი მეტეხის ციხიდან გამოქცეულ რევოლუციონერს, ზურაბ გურგენიძეს შეიფარებს და ამ დღიდან რევოლუციური მოძრაობის გულშემატკივარი გახდება. ახატნელების ოჯახში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები ცხოვრობენ. არალეგალური საქმიანობისთვის დაპატიმრებული ძმის ციხიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, ქეთოს ჟანდარმთა როტმისტრს, კლიმიაშვილს მიათხოვებენ. იგი ცოლს აგენტს მიუჩენს და გურგენიძის ორგანიზაციას აღმოაჩენს. ქეთო იძულებული გახდება ამხანაგების გადასარჩენად ქმარი მოკლას, მაგრამ კლიმიაშვილი საპასუხო გასროლას მოასწრებს. დაჭრილი ქეთო რევოლუციონერებს საფრთხის შესახებ შეატყობინებს და ზურაბს ხელში ჩააკვდება.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · ქართული ფილმები

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი