31 მაის, დაახლოებით საღამოს 6:00 , დატაცენტრში აფეთქდა ელექტრო ტრანსფორმატორი
31 მაისს, დაახლოებით საღამოს 6:00 , დატაცენტრში, სადაც დესპანის სერვერია მოთავსებული, აფეთქდა ელექტრო ტრანსფორმატორი (ამჟამად სერვერი დროებით გენერატორზეა ჩართული, სანამ ახალი ტრანსფორმატორის ტესტირება დასრულდება).
ამ ინციდენტმა გამოიწვია ხანძარი, ფაქტიურად დაანგრია შენობის სამი კედელი,
საბედნიეროდ არავინ არ დაშავებულა, მაგრამ დაზიანდა ელექტრო ენერგიის მომმარაგებელი აღჭურვილობა.
გუშინ საღამომდე სერვერებს დენი არ მიეწოდებოდა,
მას შემდეგ, რაც ტრასნფორმატორი გამოიცვალა,დღეს დილით, ნელნელა დაიწყო აღდგენითი სამუშაოები და ყველა სერვერები ჩაირთო, დაახლოებით ერთი საათის წინ.
ყველას გიხდით ბოდიშს, იმის გამო, რომ სერვერი თითქმის ორი დღე გათიშული იყო.
პატივისცემით
დესპანის ადმინისტრაცია.
