PEN-მარათონი 2008
დესპანის ფორუმში ჩატარდა კონკურსი PEN-მარათონი 2008 (ივნისის თვე).
კონკურსი დამთავრდა 28 ივნისს.
დესპანის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო კონკურსში.
დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ.
ადიდებული მდინარე ნაპირებს ეხლება და მღვრიე ტალღებით უზარმაზარ ლოდებს მიაგორებს".
ჩემი ფიქრები ისევე მღვრიე, როგორც ეს მდინარე, ქარმა წაიღო და ისევ უკან დამიბრუნა...
გაზაფხულის მშვიდი საღამოა, მზე ირეკლავს ნამიან ბალახზე სხივებს და ამაყად მიბრძანდება, უხარია, რომ თავსხმა წვიმის შემდეგ ამღვრეულ მდინარეს ისევ ამხნევებს. სტყორცნის სხივების კონას და მასაც მეტი რა უნდა, თამაშობს ბავშვივით,ხოლო მდინარის ხმაური კი სოფლის მეოცნებე გოგო-ბიჭებს იმედებს უახლოვებს.
მუხის ასაკი არავის ახსოვს, თუმცა სოფლის სიმბოლოა. სიმბოლო მოგონებების,სურვილების, პირველი კოცნის. თითქოს ღმერთმა იმისთვის გააჩინა, რომ არ მოვიწყინოთ, ხელახლა რომ დავიბადოთ, რომ განვიცადოთ ყველაზე მთავარი. ყველა ჩვენგანის საიდუმლო იცის. იტევს ყველას..მუხაც ეჩურჩულება მდინარეს, არ დამიფრთხო წყვილებიო. ვნებიანად შრიალებს, თითქოს სასიყვარულო დრამას ასრულებდეს. მდინარესაც აქვს წარსული, ესეიგი უყვარდა კიდეც. ეხლა კი იგონებს... სევდა ამშვიდებს, ისევე, როგორც ბავშური სილაღე, მზემ რომ უბოძა...
-ნინია წამო მდინარეზე, ლუკა ბიძიამ ბადე მომიქსოვა, შენ რომ გიყვარს ის თევზი დავიჭიროთ.
-არ მინდა თევზი ნიკო, მზეობანა ვითამაშოთ.
-მზე, რომ ჩადის ნინია?
-მაშინ, გავაცილოთ ლაბადაანთ მთაზე.
-ნინია ჩვენი სოფლის იქეთ, ცხრა მთის იქეთაც ჩადის მზე-დედამ მითხრა.
-მართლა ნიკო? მდინარეშიც ასე აბანავებს სხივებს, როგორც ჩვენთან?
-კი ნინია..მუხის ჩრდილს იქაც არ აწუხებს.
-ჩემი ოთახის ფანჯარაში, რომ შემოდის არილი და თვალებზე მეფინება, იქაც ესეა? იქაც ყველა ფანჯარაშია მზე ნიკო?
-დედამ მითხრა, რომ ყველგანააო.
რატომ ტირი ნინია?
-ჩემი მეგონა ნიკო, ჩემი და შენი..
-მე,შენ და მზე, ყველგან ასეა ნინია.
p.s_აქვე გაცნობებთ, რომ კონკურსები გრძელდება, გვეწვიეთ, მიიღეთ მონაწილეობა და გაიხალისეთ ცხოვრება.
კონკურსი დამთავრდა 28 ივნისს.
დესპანის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო კონკურსში.
ივნისის PEN-მარათონის გამარჯვებული კი გახდა vashli
გთავაზობთ გამარჯვებულ მოთხრობას
მე,შენ და მზე
"აფუსფუსებულია დედა-ბუნება.დაკვირტულ ტირიფზე შემომსხდარი ბეღურები ჟივჟივებენ.