↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
განყოფილებებიმუსიკა
Კდესპანი

კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის

pikaso22 1 წთ კითხვა 2838 0 კომენტარი


ფრედერიკ ფრანციშეკ შოპენი

1.03.1810 - 17.10.1849

პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი. დაიბადა ვარშავასთან ახლოს, ჟელიაზოვო ვოლეში, ფრანგი ემიგრანტის ოჯახში. 7 წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, 13 წლის ასაკში უკვე პირველი კონცერტები ჰქონდა. 1825-30 წლებში მისმა გასტროლებმა პეტერბურგში, ვენასა და პარიზში, მას მსოფლიო აღიარება მოუტანეს. 1831 წელს პოლონეთის აჯანყების დამარცხების შემდეგ, მან სამუდამოდ დატოვა სამშობლო და საფრანგეთში ცხოვრობდა. პარიზში მან გაიცნო მწერალი ქალი ჯორჟ სანდი (ავრორ დიუდევენი)რომლთანაც ხანგრძლივი რომანი ჰქონდა. 1839 წელს კომპოზიტორს აღმოაჩნდა ტუბერკულოზი, მიუხედვად მძიმე ავადმყოფობისა შოპენი სიკვდილამდე განაგრძობდა საკონცერტო მოღვაწეობას და ახლი ნაწარმოებების შექმნას. მისი ბოლო კონცერტი შესდგა 1848 წლის 16 ნოემბერს პარიზში. შოპენმა მდიდარი და მრავალფეროვანი მუსიკალური მემკვიდრეობა დატოვა, იგი ღირსეულად ითვლება მე-19 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს კომპოზიტორად.
მოგეწონათ? გაუზიარეთ მეგობრებს
გაზიარება Facebook X Telegram LinkedIn ელფოსტა

ამავე კატეგორიიდან · უცხოური მუსიკა

💬 კომენტარები 0

დაწერე კომენტარი ↓

ჯერ კომენტარი არ არის — იყავით პირველი.

✓ ბმული დაკოპირდა
დესპანი