
რაო, რამდენი ფანჯარასთან მომდგარს დამინახავ იმდენი უნდა გამოიქცე და თვალებში ჩამხედო?!იქნება არ მინდა ჩემი სულის საიდუმლო გაგიმხილო?! ხო ,რაო,ვიგრძენი რომ მარტო ხარო...მერე რა?! ვიდექი ჩემთვის და ვიყურებოდი, გეძახდი თუ გაწუხებდი ??? არ მომოწნხარ დღეს, ასეთი რაღაცნაირად, პირქუში ბნელი და უკუნი...ასეთს ჩემს სულში ვერ ჩაგახედებ, არც არაფერს მოგიყვები, ტყუილად მოცუცქებულხარ ჩემს სარკმელთან...მეშინია ასეთი შავი და ბნელი სულშიაც არ შემეპარო,მეშინიაააა...არ მინდა... მე ის, მთვარით განათებული, ვარსკვლავებით მოჩითული და კეთილად მომღიმარი მომწონხარ,მხოლოდ მასეთს გეჩურჩულები ხოლმე...დღეს კი ,დღეს ძალიან მოქუფრული ხარ, ცუდ ხასიათზე ხარ ??? კარგი, რატომ გაფერმკრთალდი , გეწყინა???არ გეწყინოს რა... მიდიხარ??? ხვალაც მოხვალ??? ჩემს სარკმელთან მოხვალ???კარგი, მაშინ წადი...რაო, რა მითხარი??? მართლაო, ასეო??? მეეცო!!! კარგი, კარგი!!! ფრთხილად იარე..და ასე თავდაღუნული ნუ მიდიხარ ..არ გეწყინოს რაა...