↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
წერილი

მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
მაგრამ სიტყვების არ მეყო ნუსხა
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს,
რომ ჩემი გულის შეიგრძნო სუნთქვა.

შენი ლამაზი სახის დახატვა
ვერ შევძელ, რადგან ვერ ვნახე ფერი,
რომელიც ტუჩებს მოგიხატავდა
და იქნებოდა თვალთ შესაფერი.

შენი ლამაზი ხმის ჰარმონია
ყურში ჩამესმის მე გამუდმებით.
შენი სახელის ყრუ მელოდია
გულის სიღრმიდან ნაზად მომესმის...

და აღარ შემწევს იმისი ძალა,
რომ კვლავ წარმოვთქვა შენი სახელი,
მე ვეღარ შევძლებ ამის დამალვას
და ამიტომაც გიძღვნი ამ წერილს...

მინდოდა შენთვის მომეძღვნა ლექსი,
ლექსი რითმებით გამდიდრებული,
მაგრამ გიგზავნი ამ მცირე წერილს,
წერილს დაწერილს ღრმა სიყვარულით...
სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
OFFLINEPROFILE
კარგია ,კარგი მეზობლებო,ასე თუ გააგრძელებთ,მალე კოსმოსში გაფრინდებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined28 Jan 2007
Posts210
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქეთა გული ამიჩუყდა =cry=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
მისმინე ახლა რასაც გეტყვი იმიტომ რომ შეიძლება აღარასოდეს გავიმეორო.
მიუხედავად იმისა რომ შენი აღარ მესმის,შენს გულამდე ვეღარ მივდივარ მაინც არაფერს შევცვლიდი შენში ,ამის ნიჭიც რომ მქონდეს, იმიტომ რომ ისეთი შემიყვარდი და მიყვარხარ როგორიც ხარ.მენატრები, სიგიჟემდე მენატრები.
ჩემი ცხოვრება,ჩემი სინათლე ხარ დაბურულ ნისლში რომელსაც ყოველთვის ქარის საწინააღმდეგოდ მივყავარ.ჩემი თავისუფლება ხარ,ჩემი ბედნიერება და სიხარული,არავის შეუძლია ჩემს გულში შენი ადგილის დაკავება,ერთადერთი ხარ ვინც ამდენი ხანი შესძლო ჩემს პაწია გულში დაეკავა ამხელა ადგილი.ვერავინ შესძლო ჩემს გულამდე მოსვლა ისე როგორც შენ.ვერავინ ვერა.როცა გიყურებ შენი თვალები ისეთი ღრმაა როგორც ზღვის ფსკერი რომელსაც თავი დაახწიო ძალიან ძნელია.შენს გულში ვარ დაკარგული უიმედოდ,მარტოდ-მარტო,ნუთუ ვერ ხვდები?მომძებნე,მომძებნე სანამ სამუდამოდ გადავიკარგებოდე შენი წმინდა და სათუთი სულიდან.

მ ი პ ო ვ ი გ პ ი რ დ ე ბ ი

შენთვის შეიძლება არ არსებობს დრო და არც ჩემთვის როცა შენს გვერდით ვარ.შენთან მინდა,შენს გულში მინდა ის ადგილი მეკავოს რაც შენ ჩემში.

მეშინია რომ უშენოდ გამიჭირდება,შენ ჩემი ცხოვრების დასაწყისი ხარ და ასევე დასასრულიი

ეს სიტყვები არასოდეს არავისთვის მითქვამს.

მომძებნე სანამ ჯერ კიდევ მიცემს გული შენთვის.სანამ ყველაფერი დამთავრდა სამუდამოდ
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
წავედი ეხლა მე გამახსენდა რაღაც და მოვედი ისევ...არ შეიძლება დაძინება მაშინ როცა რაღაც უთქმელი დაგრჩა...უნდა თქვა..ბედნიერებაა როცა მოგისმენენ და გაგიღიმებენ.
ადრე ბავშვობასი მახსოვს კიბის საფეხურზე ვიჯექით მე და მამა...ჩუმად ვიჯექით და სოფელს გავცქეროდით,ოდნავ ამოიოხრა და მკითხა :\" რაღაც რომ გითხრა და გთხოვო,ხომ არ იტირებო?\" -არა მეთქი გავაქნიე თავი და მითხრა:\" იცი ჩემი საფლავის ქვაზე რა მინდა დააწერინოო?\" ძლივს გადავყლაპე მაშინ ნერწყვი და ის ნერწყვი ძლივს გადავყლაპე ეხლაც...რა დავაწერინო მეთქი ვკითხე..\" ჩემს საფლავზე არასოდეს ამოვა სარეველა ბალახები განა იმიტომ,რომ იქ არ იხარებს?
არა...იმიტომ,რომ მე კარგი შვილები მყავსო\"
ხელის გულები გამიოფლიანდა მაშინ...მხარზე მივადე შუბლი და ვუთხარი მადლობა მეთქი...ტუჩებით მომეფერა თმებზე და \"ჭკვიანო ჩემოო\"
თითქოს ისეთი არაფერი...ყოველთვის მოდის ის დრო როცა საჭიროა ის ქვაც და ის საფლავიც...რაცარუნდა ვიძახოთ ადრეა ჯერ,ადრეა ჯერო მან იცის როდისაა ადრე და როდისაა გვიან...დაბადებას და დაბადების დღეს შეგვიძლია მშვიდად ვუცქიროთ...ასევე მშვიდად უნდა აღვიქვათ ის რასაც ბოლოში გვიმზადებს ცხოვრება...
ტკივილი რამდენიმენაირია...არის ძლიერი,არის მშვიდი,არის გაუსაზლისი,არის მოსათმენი,მოუთმენელი,ასატანი,ვერატანილი,ვერნატარები,ვერგაძლებული...მაგრამ მაინც ტკივილია...ფერი ფოთოლს ეცვლება მაგრამ ფოთლად რჩება მაინც ხომ?
ეგრეა მგონი...ბევრის ტკივილს მივიმატებდი ,გავუცვლიდი ღიმილში მარა არაა ეგ ჩემი საქმე და არავინ მაკითხებს მე მაგას?! არავინ წონის იმას რაც მე მტკივა და არც მე მინდა აწონოს ვინმემ...მე ხელით დამაქვს გული იმიტომ,რომ ვხედავდე რა ფერისაა და როგორ ცემს...მე ჩემი გულის მეშინია ხშირად და ჩემს გულს კიდე ჩემი ეშინია უფრო ხშირად...მე დღეს ვიღაც ბიჭს ვეჩხუბე იმის გულისთვის,რომ მან ატმის ხეს ტოტი მოატეხა...გვერდით კიდე იმ ხის გვერდით ვიღაც პატარა ბავშვი გადაგდებულ წვენის ბოთლიდან სვამდა მასში დარჩენილ ყლუპებს და მე არ შემრცხვა იმისი,რომ ჯერ ხეს მივაქციე ყურადღება და მერე ბავშვს...ცხოვრება მშვენიერია თუ ყველაფერს გრძნობ მისას,თუ იცი რომ კიბის ბოლოს გზაა...გზის ბოლოს სახლია...სახლის იქეთ ტყეა...ტყის იქით მთაა...მთის იქით ცაა და ცის იქეთაც თუ წარმოიდგენ რაცაა ე.ი. ცხოვრობ...
შენ არ აწონო ის რაც მე მტკივა...თორემ შენთვის უფრო მძიმე აღმოჩნდება ვიდრე ჩემთვისაა...მე დავრჩები აქ მანამ სანამ მინდა აქ ყოფნა...ეგაა...შეცდომები?-უამრავი,მაგრამ ყოველთვის თქმული შეცდომის ბოლოს მაპატიე!
მე მაპატიე ჩემო თბილო შენი მარტოო
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ჩემო მეგობარო ,,ჩე\" გიცნობ კარგად და ვიცი რა ადამიანიც ხარ მარა ეხლა ხელებს ვწევ ზემოთ და სიხარულით გეუბნები რომ მაგარი ხარ,რამოდენიმეჯერ წავიკითხე და არ შემეძლო გულამდე არ მიმეშვა შენი სიტყვები,ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ,კიდევ ერთხელ ჩემგან ალოდისმენტები,და ერთი კარმა
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Sep 2007
Posts649
კარმა49
OFFLINEPROFILE
განა ძნელია???

წელი ახალი, ახალი ცხოვრების საწინდარია , თუმცა რა__წუთი ახალი და ჩემი სამყაროც დამსხვრეულია.
სილამაზე და შეგრძნება წრფელი, სიტყვები თბილი, გარემო მშვიდი.
წუთი ახალის წამი ძველისა ,უბრალოდ შიში Yღამის წყენისა.
Gგითხრა რა მოხდა? არც არაფერი, უბრალოდ უნებლიე იყო ეს ყველაფერი. ძნელია გესმოდეს ადამიანის, რომლისათვისაც ის ერთი აფორიაქება ყველაფერია, შენთვის კი არაფერი. ძნელია გესმოდეს ადამიანის, რომლისთვისაც რთულია მოხვდე სამყაროში, იქ სადაც დიდი ხნის მოლოდინია, ნაბიჯი სამყაროს კარისკენ, ფრთხილი შიში გულის ტკენისა თუმცა ნაბიჯს დგამ. სულ ერთი ნაბიჯი შენთვის მნიშვნელოვანი ხდება მაგრამ რა??? ძნელია ამის გაგება,შენთვის ეს არაფერს ნიშნავს.
ძნელია გესმოდეს მისი, ვინც მთვარეს ესაუბრება, ზოგჯერ ღამეს.
ძნელია გესმოდეს ბავშვის, უბრალოდ ბავშვის, ბავშვის რომელსაც თვითონ ვერ გაურკვევია ნანობს კი მის ქცევას?
Gეცინება? ღა ,არის კი ვინმე ალალი _მეტა_დ ბავშვისა? ბავშვი რომელიც განიცდის მომხდარს, იქნებ მოსახდენს?. ..ძნელია კი გესმოდეს და დაეხმარო მას? ალბათ ძნელია, რადგან უცნობია, შენთვის უცნობია. ძნელია გესმოდეს მისი, ვისაც გონია, რომ გვერდით ვიღაც გყავს, თუმცა მარტოა.
ძნელია გესმოდეს მისი, ვისაც იმის დაკარგვის ეშინია, რაც მას არ ეკუთვნის.
ძნელია გესმოდეს მისი, ვინც მისი არასოდეს ყოფილა.
ძნელია ეს ყველაფერი უბრალოდ გადაიკითხო და მართლა შეიგრძნო. ამ სამყაროში ფიქრიც ძნელია. ნუ თუ მართლა ასე ძნელია ამის გაგება? ალბათ ძნელია...

=cry= =cry= =cry=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Sep 2007
Posts649
კარმა49
OFFLINEPROFILE
ეჰ რა დროიყო ამეებს რო ვწერდი :( ასეთი კიდევ მაქ რამოდენიმე თუ ვიპოვე იმეებსაც დავწერ :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
=love= =bf= =mq

გაიხარე,ძალიან მაგარია,უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის გამოვხატო ჩემი ემოცია,რაღაცამ დამაფიქრა და საკუთარი თავიც კი გამახსენა,ყოჩაღ გიგა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Sep 2007
Posts649
კარმა49
OFFLINEPROFILE
მადლობა გაიხარე შენა!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
არაფრის გენაცვალე,კიდევ წერე,გაგვიხარე გული,და გვასიამოვნე რამით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
იმდენად ბევრი რამე მაქვს სათქმელი, რომ ლამის ლაპარაკიც კი გადავიფიქრე შენთან და მხოლოდ ღიმილით გიყურებ . .იმდენი რამე მაქვს დასაწერი, რომ აზრი არ ააქვს, ყველაფერს ვერ ამოვთქვამ . .. ისევ მირჩევნია მხოლოდ ჩემს ღიმილში დაგიტიო . .ჩემს ღიმილში ავირეკლო შენი გულწრფელი სიცილი, ბუტია ხასიათი, მთვლემარე ლომში დაფარული ძალა, აფეთქების მუდმივი საშიშროება და მაინც, . . .სულის ყველაზე თბილ ადგილებამდე მიმღწევი, რბილი ხმა . . . სადღაც, ბნელი შორეთიდან მომავალს რომ გავს ის შავი თვალები და აბრეშუმივით რბილი თმები . . .ისევ ღიმილით ვერევით გარდუვალობას, არარსებობას და ამ ურთიერთობის მაინც უცნაურ და განუმეორებელ სილამაზეს ამ ღიმილში ვატარებთ. . სიყვარული? აქ არაფერ შუაშია . .ეს იდეალური ურთოერთობა მთლიანად მიტევებაზე და ერთამენთის ჩუმ გაგებაზეა აწყობილი და ასწლეულებს გაუძლებს . . . ჩვენს მერეც იარსებებს და სულ იქნება სადღაც, ჰაერში გაფანტული . . . ჩვენს მოგონებად . . . =ko=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
გულახდილად გვეწყინა ბებიაშენის მოულოდნელი გარდაცვალება

მეგობრები

ეს ძაან რომ არ \"დავიგრუზოთ\".განტვირთვისათვის.:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
Nia_ko wrote:
ციტატა:
ქეთი...ვიტირე რო წავიკითხე... =ko=

lana wrote:
ციტატა:
ქეთა გული ამიჩუყდა =cry=



მაპატიეთ!!!(უბრალოდ რომ არ დამეწერა გული გამისკდებოდა...)

che ვიცი რომ სხვისი წერილების წაკითხვა უზრდელობაა, მაგრამ მე მიყვარს შენი წერილების კითხვა....:)
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ეხლა ეს ამბავი რომ არ მოგწერო გავგიჟდები ალბათ...

მოკლედ,იმას აღარ გწერ როგორ აწკრიალდა ჩემი საძაგელი \"ბუძელნიკი\"რატომღაც ისევ დროზე გვიან,როგორ ფრენით გავრბოდი და თან ვიცმევდი კიბებზე, მერე როგორ არ გამიჩერა ერთა მარშუტკამ და როგორ წამიყვანა მეორემ, ფეხზე დამდგარი(არა,უფრო სწორედ, ვიღაცის მხარზე ჩამომჯდარი) მარა რას ვჩიოდი ადგილამდე ხომ მიმიყვანა და....მოკლედ იქ დამაგვიანდა...მერე იმან ესაო, ამან ისაო, რატომ დაიგვიანეო, რატომ ასე არაო, რატომ ისე არაო....მოკლედ ამას არ გწერ არაფერს...ეს ჩვეულებრივი ჩემი გიჟი დღის ნაწილია და შენ ჩემზე კარგად იცი..

ამ გიჟი დღის ბოლოს კი ვდგავარ უნის ეზოში,ისეთი დაღლილი ვარ ნახევრად ვაზროვნებ.ჭიქა ცხელი ყავა და ჩემი საყვარელი სავარძელი,ყველაფერს მირჩევნია...მაგრამ სადაა?! ეჰ! და ვხედავ ეზოში რაღაც თეთრი დაფრინავს..სადაც დაეცემა აიღებენ ,დახედავენ გაიღიმებენ , გაუშვებენ.ხოდა ასე დაფარფატებს ხელიდან ხელში...მოკლედ, ცოტა იფრინა ამ თეთრმა ჩიტმა თუ ბევრი იფრინა ჩემს ფეხებთანაც ინება \"დაპასატკება\" დავხედე და თეთრი ქაღალდის თვითმფრინავია. ავიღე,ზედ დიდი წითელი ასოებით აწერია:

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! ! !

ბიჭოს!!!! ასეთ სიალმაზეს ფეხის გასათელად ხომ ვერ დავტოვებდი?! მეც შევუბერე სული ცხვირთან( ბავშვობაში ვაკეთებდით ხოლმე ასე, დიდხანს რომ ეფრინა) გავაფრინე და გავაგრძელე დაქალებთან საუბარი...რამდენიმე წამში, ვიგრძენი რომ მარცხენა მხარზე ვიღაც ცალი თითით მიკაკუნებს, რომ შემოვბრუნდი ჩემი თავლების სიმაღლეზე ვიღაცის შეხსნილი საკინძეა... ავაყოლე -ავაყოლე თვალი (გადამივარდა კისერი) და როგორც იყო ვიპოვე ადამიანის თავი(დედა, რამ გაგაზარდა ამხელა შე დალოცვილო?! გავიფიქრე გუნებაში)
-არ მეგონა თუ მიცნობდი!!(შემომღიმა თბილად უცნობმა)
-რა ბრძანეთ?!გიცნობდით?! ვინ გითხრათ რომ გიცნობთ???(გადავასხი ცივი წყალი)
-არ მეგონა თუ მიცნობდი, შენ კი თურმე...(გააგრძელა იგივე ღიმილით და არ დაასრულა სათქმელი)
-რა თურმე???(ვერ მივუხვდი სათქმელს.თან ვიგრძენი რომ კისერი მტკიოდა და უკან დავიხიე რომ პირდაპირ შემეხედა უცნობისთვის და არა ასე, კისერგადაგდებულს მეყურებინა.)
უცბად მის ხელში მოელვარე თეთრი თვითმფრინავი შევნიშნე და დამცხააა(ვეაღარ \"მოვწვი\" მეკაიფებოდა თუ ... და ღრმად ჩავხედე თვალებში..იქ კი ისეთ შეუპოვარიი სერიოზულობა ჩანდა, რომ დავიბენი....)=bx
---არა, იცით ,ცუდი არაფერი იფიქროთ...ეგ ჩემი დაწერილი არააა...უბრალოდ აქ დაფრინდა , ყვეალ აფრენდა და მეც გავაფრინე, არა მე კი არ გავაფრინე, თვითმფრინავი გამოვაფრინე, მაგრამ თქვენთან არაა(ამება ენა, ამერია სათქმელი)უბრალოდ გავაფრინე რაა...მოკლედ მთელი 5 წუთი ფრი, ფრო, ფრა და მისთანები ვიძახე და ვეცადე რაც შეიძლება დამაჯერებლად ამეხსნა რომ \"პროსტა\" გავაფრინე რაა...
იმან კიდევ-ბალღო , ტყვილად ვინ ამბობს მიყვარხარო?!შებრუნდა და წავიდა...და თან მგონი არ დამიჯერა , იმიტომ რომ ის თვითმფრინავი ჯიბეში ჩაიდო და თან წაიღო...
მოკლედ, ეხლა ეს ამბავი რატომ მოგწერე იცი???ვაი და არ დამიჯერა იმ დალოცვიილმა და არ იფიქროს ვაიდა ვუყვარვარ ცოდოა ბალღიო..და თუ დავიკარგე ახლო მომავალში ხომ უნდა იცოდე სად მეძებოთ რაა...=tavfx=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი