შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
Re: წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები#11350
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
ბოროტი ხარ სიყვარული?... უძირო ზღვაა,რომელშიც უძლურები იღუპებიან. სიყვარული??... კიდევ გეტყვი,რომ ქვაზე მოკიდებულ ხავს წააგავს. მე მიყვარს ცა და მასზედ მოციმციმე პატარა ვარსკვლავები.ცას რომ შევხედავ ყველაფერი მავიწყდება.-შენ?...შენ ვარსკვლავები,რომ აციმციმდებიან მაშინ მახსენდები.-რატომ?...,იმიტომ რომ ცას რომ შევხედავ ყველაფერს მავიწყებს,ვარსკვლავები კი მოციმციმე შენს თვალებს მაგონებს... ბოროტი ხარ...იცი? მე კი ყველაფერს შენი სახელი დავარქვი!
Re: წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები#11360
კარენოი დესპანელი
Joined02 May 2007
Posts562
კარმა53
გზა ჩემი ცხოვრების გზა ფიქრია...და ეს იცოდე,მე მარტო არასოდეს არა ვარ.ხანდახან შენს მაგივრობას ფიქრების ფანტელები მიწევენ და მანუგეშებენ. მარტოობას ჩემთან რა უნდა... მიმატოვე?...და შენ არ გეგონოს ,რომ ყველამ და ყველაფერმა დამტოვა.თურმე ცხოვრება გზაა და მე ვდგავარ მასზე.მივდივარ მივყვები იმ გზას,რომელიც უსასრულობისკენ მიდის და რომელსაც ბოლო არ უჩანს.მივდივარ,მაგრამ არ გეგონოს,რომ დაგკარგო.-დაგივიწყო???-და შენ გსურს ეს?...მაპატიე ,ვერ შეგპირდები,მე ამდენს ვერ შევძლებ,კვლავ მეყვარები. ის გზა რომელიც მე მაქვს არჩეული,ბედნიერების მწვერვალისკენ მიდის,მაგრამ შენ მე ვერ გხედავ.ბედნიერების მწვერვალზე კი მხოლოდ შეყვარებულები პოულობენ ბედს.მე კი უბედური მოვერიდები მწვერვალს.იქვე შორიახლოს ჩამოვჯდები და კვლავ შენზე ვიფიქრებ,იქნებ ისევ დამიბრუნდე...:(
Re: წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები#11585
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
ზურიკელა სულძაღლიანსა და ილარიონა ცხვირას:ვიზიარებ თქვეს ღრმა მწუხარებას მურადას ტრაგიკულად დაღუპვის გამო,ვაი თქვენს პატრონს უბედურს,ძაღლებზე სანადიროდ რომ წახვიდეთ არ გამომაპაროთ.
Re: წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები#11587
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
მე ვწერ წერილს უმისამართოდ...დაე, მან შეიკედლოს ვის გულთანაც ახლოს მივა ეს სიტყვები.. მე ვაგროვებ სიტყვებს, რათა გრძნობები ავსახო მათში... არ მოუხდება თითებს სიყალბე...თვალები ტყუილს ვერ წაიკითხავს...ამიტომ სიმართლით გაჟღენთილ სიტყვებს ლამაზად გამოვიყვან ფურცელზე... მე დავწერ წერილს, რომელშიც ყველაფერი იქნება, მაგრამ ვერაფერს ამოიკითხავს ადრესატი... აზრებს ავასრიალებ კალამზე...და მერე მელანში გაჟღენთილი გრძნობებით ფურცელს დავასველებ... აქ არ იქნება მუზა...მუზა მოგონილია, ეს წინადადებები კი ჯარისკაცის სიზუსტით ასახავენ განცდებს... თუ კი დასაწყისი რთული იქნება...ნუ ჩაიკითხავ-თ ბოლომდე... მე არ მსურს ვინმეს გულში სევდის ჩაღვრა... თუ კი სიტყვები გაუგებარი იქნება....მიანებე-თ თავი....თითქოს არც არაფერი ეწეროს აქ... ეს წერილი...უადრესატო....მელნიან ცრემლებს იტევს.... უპატრონო წერილს ცარიელი გული ცრიცავს.... და ..... ისევ დევს მაგიდაზე...გაცრეცილი, მელნიანი ცრემლებით გაჟღენთილი, უადრესატო წერილი..
Re: წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები#11608
არალეგალი მეზობელი
Joined17 Sep 2007
Posts15
კარმა50
ეჰ ხალხნო დრო იყო წერილებსაც ვწერდი,ჩანახატებსაც და მიყვარდა რაც მთავარია,ახლა?ახლა არ მკითხოთ,ყველაპერი მეზარება ქართულად წერაც,კითხვაც, ლაპარაკიც რატომ? იმიტომ რომ საქართველოს მახსენებს,სკოლას და იმას რო ჩემი ფესვები სხვაგან ყივიან.აზროვნების და სიყვარულის უნარი დამეხშო,გავქვავდი არავინ აგარ მეცოდება და ჩემი თავის გარდა.
Re: წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები#11617
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
\"წერე წერე ჩემო ვარდენ მტერს დაასვი ისარიო თუ მწერალი არ გამოხვალ წერას მაინც ისწავლიო\" ასეა ჩემი საქმე წერას ვყავარ აყვალინილი(იმერულად:))ამხელა კაცი სიბერეში მარა ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არაა.\"გული გული გული არა ბერდებააააააააააააა\"
Re: წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები#11618
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
რა არის არა მაინც ადამიანი?!... ლაპარაკობს ლაპარაკობს და მაინც ვერ ძღება ლაპარაკით!... თითქოს ყველაფერი ვთქვი რაც მინდოდა... და ყველაფერი უთქმელი დამრჩა.... უფრო სწორედ... ვერც კი გავარკვიე რისი გარკვევაც მინდოდა.... ახლა კი შენ!!!... შენ რისი გარკვევაღა გინდა?!... \"გიყვარვარ?!\" გამიკვირდა... გამიკვირდა კი არა... შოკირებული ვარ!... შენ უნდა დამისვა ეგ კითხვა?!.. და თანაც მე უნდა ვუპასუხო პირველმა?!.. რატომ მე?!.. შენ რატომ არ მპასუხობ?!... \"თუ არ გიყვარვარ ვიმეგობრებთ და თუ გიყვარვარ სხვანაირად წავიყვანთ ურთიერთობასო!\" ჩემზეა დამოკიდებული?!.. პირველად ცხოვრებაში მე მანდობენ ურთიერთობის გაგრძელების არჩევას?!... ძალიან დამყოლი ვარ ხო იცი?!.. და მირჩევნია სხვამ აირჩიოს უნდა თუ არა ურთიერთობის გაგრძელება... რატომღაც ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებ ხოლმე!... მირჩევნია მე მეტკინოს ვიდრე სხვას!... მგონია,რომ მე გადავიტან როგორმე ამ ტკივილს... მირჩევნია მე ავიღო ჩემს თავზე... ვიდრე ოდნავ მაინც ეტკინოს ვინმეს ჩემგან გული!... არ ვიცი... ვიცი-დებილი ვარ!... სულელი ვარ!... მე როგორ ავიღო ეს ჩემს თავზე?!.. მე გითხრა პირველმა?!... კარგი ვთქვათ გითხარი!... რადგან ისე ძალიან ... არ მიყვარხარ კი არა---- არ ვიცი ვაფშე როგორ უნდა გავიგო ეს... ხოდა... ვთქვათ გითხარი!.. მერე?!.. მერე იმის გამო,რომ მე მიყვარხარ გააგრძელებ ურთიერთობას?!.. არ მინდა ეგრე!... მინდა შენ თქვა და შენ გააგრძელო!... ძმას ვკითხე სხვა გოგოზე და... ასე მითხრა,რომ... \"პრობლემა არაა გოგომ რომ თქვასო პირველმა ბიჭს მაგრად გაუხარდებაო!. და არც დასცინებს და არც არაფერიო!\" ვნახოთ რა... მაშინ ხმას რატო არ იღებ ეხლა?!... დავიტანჯე ფიქრებით... დამღალეს ფიქრებმა!... ვერ ვიტან ფიქრებს