zuriel --\"მაშინ მოვა გაზაფხული , როცა სულაც არ ელი....\" დაგიდგება, დაგიდგება...მხოლოდ გჯეროდეს!!!
მოვედი,იცი მივეჩვიე შენთვის წერილების წერას.აქამდე ვფიქრობდი ხოლმე, ხან ხმამაღლა, ხან ხმადაბლა, ჩემთვის...ეხლა? ეხლა კი ვზივარ და წერილებს გწერ. გამოგიტყდები ,მომწონს კიდეც ეს ...;-)
დიდი ხანია ჩვენთან ასეთი\"წესიერი\"ოქტომბერი არ ყოფილა.აი დადგე ნოემბერიც. წვიმა, ტლახი-არ მიყვარს ნოემბერი. ალბათ უფრო იმიტომ, რომ გარდამავალ მდგომარეობას ვერ ვიტან.ეს უსასრულო ღამეებიც სევდის ბადეს მიქსოვს ჩემს სარკმელთან. ვერც მე და ძილი დავმეგობრდით და მიწევს საკუთარ სამყაროში ბოდიალი...იცი მიყვარდა ოცნება, ფიქრები..მაგრამ ეხლა მეშინია ოცნების , მეშინია ფიქრების, მეშინია რეალობამ ჩემს ნატვრას ისევ არ დაამსხვრიოს ფრთები და მიწამიყრილი არ დატოვოს სულის სიღრმეში... სევდის გაქრობაში კომპიუტერი დამეხმარება.აციმციმდა მონიტორი...ნაცნობ საიტებს ჩამოვუარე
_გამარჯობა!!! (აელვარდა წარწერა)
-გაგიმარჯოს !!!

-როგორ ხარ???
-არა მიშავს, შენ???
-ვარ რააა...როგორი დღე გქონდა???
-ნორმალური, შენ!
-მე??? ჩემი დღეები უკვე დიდი ხანია აღარაა ნორმალური, და ჩვეულებრივი...
-ვაა, რატომ???
-იმიტომ , რომ შენზე დაუმთავრებელ ფიქრს დაემსგავსა ჩემი ცხოვრება,რომლის ყოველი წუთი გაჟღენთილი კითხვით -სად არის ,რას აკეთებს ახლა??? ვცდილობ გამოვნახო მეტი თავისუფალი დრო, მოვრბივარ რომ გნახო , წავიკითხო რა დაწერე...რატომ აღარ წერ??
--რა ვიცი,რაღაც ვეღარ გავხსენი სულის სამყარო...გასაღები დამეკარგა გულის ჯიბეში... შენ რატომ არ წერ არაფერს???
-იმიტომ რომ მე შენსავით ლამაზად საუბარი არ შემიძლია...მე მხოლოდ შენი ნაწერების კითხვა და მერე დაუსრულებლად მათზე ფიქრი შემიძლია...
-ლამაზად საუბარი არაა ძნელი.ისე უნდა გამოთქვა როგორც გულში გაქვს.სიტყვას მით უფრო ძლიერი და ლამაზია რაც უფრო მეტი გულის სიღრმიდანაა ის ამოთქმული.სიტყვის მშვენება, მისი გულწრფელობა, პირდაპირობა და შეუპოვრობაა!!!
--მაგრამ ხომ არსებობენ გამოუთქმელი სიტყვებიც???:))
--კი, არსებობენ !!!

--შეიძლება გკითხო???
--მკითხე.
--რა ფერის თმა გაქვს?
--წაბლისფერი
--თვალები? თვალები რა ფერის გაქვს???
--თაფლისფერი
--თითები?
--გრძელი
--ტუჩები?
--ვარდისფერი, ოდნავ სრული.
--იცი რატომ გკითხე?ასე მინდა წარმოგიდგინო, როგორი ხარ...
-- რა მნიშვნელობა აქვს როგორი ვარ???
-- არასოდეს გსმენია?\"მამაკაცებს უყვართ თვალებით, ქალებს ყურებით\" მე ცუდად ვარ ასე.გელაპარაკები და ვერც წარმოგიდგენ..არ ვიცი როგორი ხარ..მიგებ?
--მესმის, მაგრამ ზუსტად მაგიტომ არ მინდა გნახო .არ მინდა ვინმეს თვალებით ვუყვარდე.მინდა სული შეამჩნიო ჩემი.მინდა მას ხედავდე!
--მე შენს სულს ვხედავ , ვიცნობ, ფიქრებში გესაუბრები შენ, ვიმახსოვრებ შენს ყოველ სიტყვას,ვეძებ და ვპოულობ შენს სულს შენს ნაწერებში...მაგრამ კარგი...ვერ დაგაძალებ როგორც გინდა, დაგელოდები...თუნდაც საუკუნე დამჭირდეს ლოდინი, ჩუმად დაგელოდები...მე ზუსტად ვიცი, შენ ჩემი სულის ნაწილი ხარ...კარგი,უნდა წავიდე ეხლა ...მოვალ როგორც კი მოვახერხებ!!!

--კარგი, მალე მოდი რაა!!!

(მონიტორი ჩაქრა)
მოდი, მოდი და იქნებ, როდისმე ის უთქმელიც ითქვას...იქნებ ითქვას რამდენჯერ გამოვიჭირე დღეს საკუთარი თავი შენზე ფიქრში...
რამდენჯერ გავუღიმე შენს ჩემეულ წარმოსახვას...როდისმე შეიძლება ითქვას...მანამდე კი მინდა დავრწმუნდე რომ შენ ზუსტად ის ნათელი წერტილი ხარ, რომელსაც დავეყრდნობი, რომლისთვისაც თითეულ ნაბიჯს გადავდგავ...რომლითაც ვიცოცხლებ და ვიარსებებ!!!
...როდისმე...მაგრამ ვინ იცის, ვინ იცის.....