ana_tekla wrote:ციტატა:
არა ტიმოშინკა მე ამერიკაში ვარ ნიუიორკში , მაგრამ ტუ ქართველი ხარ ქართულად ცერე როგორც ეხლა გამოგივიდა , ტუ არადა საქართველოს საქმეს ჩვენ უკეთესად გავარკვევთ ასე რომ შენ უფრო ახლოს ხარ საქართველოსთან და შეგიძლია მიშკას დაუდგე გვერდით!
ანა-თეკლა
ვერ ვხვდები ასე ირონიულად რატომ ხარ განწყობილი იმ ხალხის მიმართ, რომლებსაც შენი აზრის განსხვავებული აზრი გააჩნია? მე მგონი აქ ყველა თავის აზრს გამოხატავს და არაა საჭირო ასეთი საუბარი. ხომ შეიძლება უბრალოდ გასცე პასუხი და არ წერო ასე ირონიულად.
არაა ეს ადამიანი ქართველი მე მგონი ეტყობა. თუ შენ არ იცი რუსული, ეგ სხვა საქმეა. ეს საერთო ფორუმია და ვისაც რა ენაზე უნდა და როგორც უნდა ისე დაწერს თავის აზრს, მაგრამ ზომის ფარგლებში მე მგონი.
\"ტუ არადა საქართველოს საქმეს ჩვენ უკეთესად გავარკვევთ \"
ისე, რომ იცოდე, ბევრ არაქართველს უფრო აქვს პატრიოტული სული და უფრო უყვარს საქართველო და გული შესტკივა მასზე, ვიდრე ზოგიერთ ქართველს.... და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ასე რომ ჩემი თხოვნა იქნება, მოდი დაწერე და გამოთქვი აზრი ყოველგვარი ირონიის და კამათის გარეშე.
პ.ს. არ გაიგო ცუდად ეს ჩემი დაწერილი, უბრალოდ მე მგონი არაა ლამაზი ასეთი საუბრები.