manianna wrote:ციტატა:
სამწუხაროდ სიმართლეც არის stranger ის სიტყვებში

და ქვა მართლა იმან ისროლო ს ვისაც ამის უფლება აქვს
მანიანნა,ერთი ამბავი მინდა მოგიყვე,თან მეუხერხულება,მაგრამ რატომ ვყვები გამიგებ ალბათ შენც და სხვაც ამის წამკითხავი.სიკვდილი კარს სად,როდის და ვის მოგვადგება,არავინ ვიცით,ხოდა ერთი ახალგაზრდა დაიღუპა ემიგრაციაში.ახალი ჩამოსული იყო და ნაცნობების სიმრავლეს ნამდვილად არ განიცდიდა,თუკი ვინმეს ყურს მიწვდა მისი დაღუპვის ამბავი,არავის უკან არ დაუხევია,ფული იმდენი შეგროვდა, მისი გადასვენებისთვისაც საკმარისი იყო და ოჯახისთვისაც უნდა გაეგზავნათ.პრობლემა იყო მხოლოდ-საბუთები არ ქონდა მიცვალებულს წესრიგში და საქმეს ეს აჭიანურებდა.იქედან კიდე ახლობლები ლანძღვა-გინებით რეკავდნენ,გაწყვეტამდე ხართ მანდ ქართველები და მიცვალებულს ვერ გვიგზავნითო.ალალი იყოს იმ საწყალზე თითოეული კაპიკი და აცხონოს ღმერთმა,მაგრამ უმადურობაც საშინელებაა.
აქური ტანჯვა-წამება და ტკივილი რომ იგრძნოს ადამიანმა,იგივე უნდა გამოსცადოს,თორემ ისე ვერაფრით გაგვიგებს.და კიდევ ერთი,ეტყობა სტრენჟერიც საქართველოში დარჩენილთა იმ კატეგორიას განეკუთნება,რომ იძახიან:უცხოეთში ვინც თავი ამოყო,გამდიდრებულია და ეგ არისო
ანალოგიური ისტორია მე შემიძლია მოგიყვე. მეც ახალი ჩამოსული ვიყავი და შემთხვევით წავაწყდი ქართველ ქალს საავადმყოფოში Brooklyn ში და შენ წარმოიდგინე ერთი მე მივდიოდი და ვუვლიდი. კვდებოდა უპატრონოდ და მე მეუბნებოდნენ ექიმები ხელი მოაწერე რომ აპარატი გამოვრთოთო და მე ჩამოვიყვანე მაგის ძმა თბილისიდან(რაც ძალიან დიდი ნერვების ფასად დამიჯდა) როცა დაიღუპა და ფულის შეკრება დავიცყე გადასვენების შენ წარმოიდგინე ბევრი ქართველი გამოჩნდა რომელმაც თქვა აფერისტია ვიღაც და ფულებს კრებსო. ქალს სახელად დინორა ერქვა გვარი ნამდვილად არ მახსოვს.ასე რომ ნამდვილად ვერ გამაკვირვებს ვერავინ ვერც გვერდით დგომით და ვერც გაჭირვებით. და რაც შეეხება stranger ის სიტყვებს, კიდევ ვიმეორებ სამწუხაროდ ბევრი სიმართლეა!!!