შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ოკ მანჩო ვიწყებ ახსნას... 1\\შედი თემაში ხელოვნება და კულტურა. 2.თემების ჩამონათვალის ქვემოთ მოძებნე ღილაკი ნევ ტრეად(ვერაფრით ვერ დავწერე ინგლისურად ვაახ!) 3. დააწკაპე გახსნის ისეთ ფანჯარას როგორშიც პასუხს ვწერთ ხოლმე... 4. შემდეგ ჩვეულებრივად შეავსებ. ჩაწერ სათაურს (რაც გინდა შენს თემას ერქვას) ჩაწერ რაც გაქვს გამოსაგზავნი და გამოგზავნი
ხალხო,კი ბატონო გადასარევია ხინკალიც და გოჭის ხორციც,მარა რა ვქნა,უნდა ვთქვა,იცით რა მენატრება,ჩვენს ბავშვობაში,30კაპიკიანი მრგვალი პური რომ ცხვებოდა,დაბრაწული,პრიალა თავით,ცხელი განსაკუთრებით,ოხშივარს მაგარი არომატი რომ ასდიოდა.აუუუ,რა კაია,ააა.რა ვქნა აქაურ პურს ვერ გავუგე გემო.პური ფრანგულიო,ტოსტერის პურიო,ესაო,ისაო,მარა იმ ჩვენებურს\"პური ჩვენი არსობისას\"ხომ არცერთი სჯობს,არაა
გეთანხმები ნანანო,მართლაც და მაგ პურს რა ჯობია,მმმმ მისი გემო ახლაც კი მახსოვს.აქ მარტო პურს კი არა და არაფერს არა აქვს გემო,ჩალის გემო აქვს ყველაფერს.აი პამიდორი ძაან მიყვარს,საქართველოში ცარიელ პამიდორს ვჭამდი,როგორი სუნი და არომატი აქვს არა ჩვენთან?მაგრამ აქ კი პამიდორს არაფრის გემო არა აქვს და ვგიჟდებიიიიიიიიიიიიიი,ეს რა უგემურ საჭმელების ქვეყანაში ვცხოვრობ