ისევ მომენატრე, ისევ გამოვიქეცი შენთან, ისევ მინდა მოგწერო....იცი რა მოხდა დღეს???
ხომ იცი რაღაცნაირად შემომეჩვია ეს უძილო ღამეები, უძილობა სულის კარზე დამიკაკუნებს ხოლმე და შემოსვლას მთხოვს, \"მობრძანდი , სტუმარი ღვთისაა!\" უმალ გაეპასუხება ჩემი სული(მგონი ესეც მიეჩვია ამ დაუპატიჟებელ სტუმარს და გუნებაში ცოტა არ იყოს ელოდება ხოლმე კიდეც). ხოდა, უძილობასაც მეტი რა უნდა?! შემოვა, ამაყად მოთავსდება ჩემსა და მარტოობას შორის და გააორგულებს ხოლმე ჩემს ერთგულ მარტოობას. ვიღა დაგაძინებს?! ხოდა მეც მივიჩოჩე ჩემი საყვარელი სავარძელი შეჩვეულა დგილს და ცას ავხედე... იქ კი მთვარის ახლოს ახალი ციმციმა ვარსკვალვი გაჩენილიყო:
-გამარჯობა ციმციმა-მივესალმე გულში..
-გაგიმარჯოს! შენ ვინ ხარ???(დამხედა ზემოდან)
-მე ქეთა ვარ
-ქეთა?!
-დიახ ქეთა.შენ სად იყავი ამდენ ხანს რატომ არ შემიმჩნევიხარ??? ახალი ხარ???
-არა, მთლად ახალი არა , ისე ამ ვარსკვლავებზე პარტარა ვარ. სულ რაღაც რამდენიმე ათასეული წლის წინ დავიბადე.მის მერე ვკაშკაშებ და ვკშკაშებ.(გამოიქცა და ფანჯრის რაფაზე ჩამომიჯდა პატარა, ცელქი ვარსკვლავი... თავისი ციმციმა ფეხები მოიკეცა, ზედ იდაყვებით დაეყრდნო, ხელის გულებზე მოციმციმე ნიკაპი ჩამოდო და თვალებში ჩამხედა.მისმა ელვარებამ თვალი მომჭრა და გვერძე გავიხედე, თავისი სიცელქით აღფრთოვანებულმა გულიანად გადაიკისკისა!!!)
- შენ ხომ ადამიანი ხარ???
-კი ადმიანი ვარ!!!
-ეხლა აქ, ყველა ადამიანს სძინავს, შენ რატომ არ გძინავს ქეთა???
-არ ვიცი, არ მეძინება და იმიტომ...
-შენს თვალებში რომ სხივი კრთის მაგას რა ქვია???
-სევდა...
-რა არის სევდა???...
-სევდა?! სევდა ადამიანური შეგრძნებაა როცა რამეზე გული გტკივა, ან ვინმე გენატრება , მაშინ გეუფლება ხოლმე...შენ არ გეცოდინება!
-არაფერიც, ვიცი(გაებუტა ტუჩები).იმიტომ რომ, მეც მენატრება...გინდა ერთი საიდუმლო გითხრა??(არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლადავინახე, რომ უფრო მეტად აელვარდა)
-მინდა!!!
-იცი აქამდე რატომ ვერ მხედავდი???კაშკაში მეზარებოდა, მეძინა.:) ძილში კი ასე კარგად ვერ ვანათებდი.იცი რატომ მეძინა?! გითხრა?! სიზმარს ვხედავდი...სიზმარში მეგობარი მყავდა ლამაზი ,ცისფერი ქუდით და მწვანე კაბით... მესიზმრებოდა, რომ სულ ერთად ვთამაშობდით დედამიწაზე...მაგრამ, აი შეხედე, აი ის,ის(ელვარე თითით მიმანიშნა).. ძალაინ რომ ანათებს. ის მთავარი ვარსკვლავია...ხოდა ერთხელ შემამჩინია და კოპებშეკრულმა მითხრა: თუ ძილს თავს არ დაანებებ და შენს საქმეს არ მიხედავ, ცის კაბადონიდან გაგაძევებ და უკან აღარასოდეს დაგაბრუნებო..ხოდა, მეც მეტი რა ძალა მქონდა?! ავაკშკაშდი და ვცდილობდი არ ჩამძინებოდა.ერთხელ ცის თავლიერება რომ მომბეზრდა დედამიწისკენ ჩამოვიხედე და იქ დავინახე რომ ვიღაც ხელს მიქნევდა.დავაკვირდი და ის ჩემი მეგობარი იყო, სიზმარში რომ ვეთამაშებოდი, იგივე დიდი ცისფერი ქუდითა და მწვანე კაბით...მაშინვე მისკენ გამოვიქეცი...მან კი რა კარგია რომ დამინახეო,რამდენი ხანია ხელს გიქნევო. ამდენ ხანს ვერ მამჩენვდი იმიტომ რომ ცოტას ანათებდი.მეც ძილში გელაპარაკებოდი და გეთამაშებოდიო.. ეხლა კი რომ აკაშკაშდი,ეს ყვავილებიანი მინდორი გაანათე და მეც შემამჩნიეო.იმის შემდეგ დაღამება აღარ მეჯავრებოდა, აღარც გაკაშკაშება...დედამიწაზე ჩამოვდიოდი და მის მინდორში ვთამაშობდით, მის მეგობარ იებთან ერთად....მართლა, არ ვიცი გითხარი თუ არა, ჩემს მეგობარსაც ია ჰქვია... ხომ მშვენიერი სახელია? თითონაც საოცრად ნაზი და ლამაზია...რატომ იღიმი? მართლა ლამაზია...ეხლა ზამთარი მოდის, ია იმ ბელტს ამოეფარა...მე კი ვიცი რომ მას სიბნელის და მარტოობის ეშინია, ამიტომ მთელი ძალით ვანათებ, რომ იგრძნოს რომ მე მის გვერდით ვარ და ველოდები გაზაფხულს...მანამდე კი ია ყოველ საღამოს წერილებს მწერს და მთვარის შუქს ატანს ჩემამდე...მე სულმოუთქმელად ვკითხულობ მათ, ვიცი რომ მალე გაზაფხულდება, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით და დღე სიზმრებში ,ხოლო ღამით კი მინდორში ვითამაშებთ.ეს ნამდვიად ვიცი....მაგრამ მაინც უზომოდ მენატრება .... აი ასე...ხომ, მიხვდი ეხლა რომ ჩვენც გვცოდნია სევდა... წამოდგა: უნდა წავიდე თორემ ის დიდი ვარსკვლავი გამიბრაზდება, ადამინებთან ლაპარაკი აკრძალული გვაქვს...არ მოიწყინო ქეთა......გასაფრენად გამზადებულმა მოიხედა, შემომღიმა და მითხრა იცი ქეთა , შენმა თვალებმა მითხრეს,რომ შენც გეშინია სიბნელის და გძულს მარტოობა... მე შენ აღარასოდეს დაგტოვებ მარტო...მე ეხლა ორმაგად გავანათებ, იმიტომ რომ შენთვისაც უნდა გავანათო...მე შენი მეგობარი ვიქნები ცაზე...
-ციმციმ-მოხვალ კიდევ?!
-ყოველ ღამე მოვალ, ვარსკვალევები მეგობრებს არ ტოვებენ!!!!
რა ცუდია რომ შენ ჩემთან არ იყავი და ციმციმა ვერ ნახე...არა უშავს სამაგიეროდ მოგწერე...ისე, შენთან რაღაც დავაბარე, შემპირდა გადავცემო...ნეტავ ხომ არ დაავიწყდა????
(აი შენ კიდევ ერთი-ზღაპარ წერილი.რომელსაც ვერასოდეს წაიკითავ ალბათ .ესეც იმწაუკითავი წერილების კოლექცაიში დაივანებს ერთხანს, მერე კი გულგადაუშლელად განადგურდება.
უფ, რამდენი გესაუბრე..მშვიდობიან ღამეს, ნებიერ ძილს და
ბედნიერი დღის გათენებას გისურვებ, ჩემო....)
