|
გაგიმარჯოთ ყველას!
გაოგნებული და აღელვებული ვარ, ამიტომაც მომიტევეთ თუ ცოტა ცხარე წერილი იქნება.
ე.ი რა ხდება.
როგორც მეგობრები მირეკავდნენ 2 ნოემბერს იქნებოდა დიდი სახალხო აქცია,მაგიტომაც ჩავთვალე საჭიროდ ხალხის გვერდით მეც ვყოფილიყავი!
არავინ ველოდით იმდენი ხალხი მოვიდა აქციაზე.
ძაან ბევრი. 100 000 ადამიანზე მეტი.
რაის რუსეთის აგენტობა და ოპოზიცია. ხალხი არ მისულა იქ ხაინდრავას და დავითავშვილის გამო!
პროტესტი სამართლიანი იყო. მაგრამ რახან ოპოზიციამ ვერ შეძლო სწორი სვლა,მიტინგი იქცა უაზრობად და მომდევნო დღეებში შემცირდა მასათა ნაკადი!
6 ნოემბერს დავტოვე მიტინგი და საქართველო,იქ დარჩენილებიც აპირებდა სახლებში წასვლას და 7 ნოემბერს დილის 8 საათზე სპეცრაზმა დაარბია მომიტინგენი. ცრემლსადენი გაზი ,სასარგებლო ყოფილა თურმე. ისედაც დაშლილი აქციას,რაღა დარბევა უნდოდა!
ახვარმა ბოკერიებმა და სხვებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომ ეს იყო სრულიად ნორმალური,მიტინგის დაშლა და ასეთი შემთხვევა ხდებოდა ყველა ცივილიზებულ ქვეყნებში! ისემც მაგათ ნამუსს რა ვუთხარი რამდენად ეგ მშვიდობიანი დაშლა იყო,ქალებს სცემდნენ! კაი ბატონო! განთავისუფლებული იქნა რუსთაველის გამზირი! ხელისუფლებამ არ იკმარა სადიზმის გამოვლენა და ხალხს რიყემდე მისდია, რიყეზე შეკრებილებს სანამ დაარბევდნენ,ქაშუეთის ეკლესიაშიც შეუვარდნენ ხალხს,არაკაცები!
დაარბიეს რიყეზე შეკრებილები და შეუვარდნენ ტ ე ლ ე ვ ი ზ ი ა ს, რომლის აქციის მეპატრონე უკვე აღარ არის პატარკაციშვილი!
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული! 15 დღის განმავლობაში იკრძალება მედიასაშუალებებით ინფორმაციის გაცვლა,იკრძალება მიტინგები და ხალხი 8 საათზე ქათმებივით უნდა ისხდნენ სახლში!
დღეს,ბოზიშვილი ვიყო, დღეს ტავისი ხელით გამოუტანა განაჩენი მის თავს ხელისუფლებამ! ხალხნო მალე განვათავისუგლებთ საქართველოს ავადმყოფი სტალინიკებისგან! რა დემოკრატია, სრული დიქტატურაა დღეს ქვეყანაში! არ მეშინია! მაგრამ ამ გამოსირებულ ოპოზიციას და მტარვალ მთავრობას ხალხი რატომ უნდა შეეწიროს! 400 მდე ადამიანი მიიყვანეს საავადმყოფოში. საკუთარი ძმა უკვე სახლშია ,თვალებდაწითლებული და ნაცემი! სოზარ სუბარი სცემეს ქვეყანაში სადაც სახალხო დამცველს და ჟურნალისტებს ურტყამს პოლიცია ის მთავრობა უნდა გადაშენდეს სამუდამოთ!
ვთხოვ მოდერებს ,არცერთი სიტყვა არ ჩაასწორონ ამ პოსტში, თუ ადმინისტრაცია ჩათვლის საჭიროდ წაშალოს, მაგრამ არ ჩამისწირით ეს ნაწერი!
რაც შეეხება ვაი ქართველებს! გაცოფებული ვარ ზოგიერთი ქართველი ემიგრანტის აზრებით! ტელევიზია დასახური იყოო,ხალხი საცემიო. გენაცვალე, მანდ რომ ზიხარ თბილად და ქართველებზე ისე საუბრობ როგორც მაიას ტომებზე, ხმას ნუღარ იღებ რა! მიშას ბრმა ფანებმა დაღუპეს ქვეყანა!
სამოქალაქო ომის საშიშროება წამოჭრა დღეს მიშას მიერ ცატარებულმა ძალადობამ!
დედას გიტირებთ ვინც ეკლესიაში შესული ხალხის ხელყოფა გაბედა და ვინც უამარავი ადამიანი ცემა!
ქართველ ხალხს ვეღარ დააჩოქებენ მიშა დასრულდა შენი დიქტატურა! გადადექი თორემ გადაგაყენებთ სამუდამოთ!
მალე გადავარდები მართლ აც!
ფუი,დღევანდელ დღეს თუ გადავიტანდი არ მეგონა.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს! ვინც თვლით რომ დღევანდელი დღე კანონიერი იყო აზრზე მოდით რა, გეყოთ სიბრმავე! დღეს ხალხს სჭირდება გვერდით დგომა და არა სააკიანებს და ოლიგარქებს! კიდევ ერთხელ მაპატიეთ აღელვება!
პატივისცემით, ქართველი.
|