შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ბავშვობაში თოჯინებით მყვარებია თამაში, მეზობლის ბიჭს დავემალე ერთხელ სოფლად,თავლაში. კიკინებით,დედის კაბით მყვარებია გართობა, ბაღში უკვე ერთი ბიჭის სიყვარული მათრობდა.
ასკინკილას დღეებს ჰგავდა ის ბავშვური დღეები, დილას სხივებით მოჰქონდა გვირგვინები მზეების, მზის ამოსვლა,როგორც კვირტის ამოსკდომა ღეროდან, გაზახულის წამწამების მშვენებაზე მღეროდა.
მხოლოდ ელვის მეშინოდა,მკლავდა ჭექა-ქუხილი, გაბრაზებულ მამას ჰგავდა მაშინ ზეცის წუხილი, ცისარტყელა მამშვიდებდა,როგორც დედის ნუგეში, მზე წვეთავდა წვიმის შემდეგ ჩემი ეზოს გუბეში.
მიხაროდა,სავსე მთვარე გზაში რომ შემხვდებოდა, მაოცებდა მეორე დღეს ნამგალა რომ ხდებოდა. სიზმრის ჭრელი სიხასხასე ცხადშიც გადამდებია. ჩემს ალერსში მუდამ ცრემლად იღვრებოდა ბებია.
შემოდგომა მაკვირვებდა თავის ფერთაცალებით, სიკვდილის არ მეშინოდა,მწამდა გარადცვალების, ზამთარს ვეტრფიალებოდი,ფანტელები მიყვარდა, მაშინ ლექსებს სულ არ ვწერდი,ლექსი თვითონ მრითმავდა.
გადავხედე ყველას ასაკს და გამეღიმა ,ამდენ უმცროს მარგალიტებში თეთრ ყვავს რა მინდამეთქი, მაგრამ თურმე გული არ ბერდება.რა ვქნა მიხარია გათენება რადგან დესპანში შემოვდივარ და გეკონტაკტებით გაიხარეთ და ლამაზი წლები მოგიმატით უფალმა.
ასაკს რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ფორუმს ალამაზებ