↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
OFFLINEPROFILE
ჩემო პატარა მეგობარო ქეთა! კვარცხლბეკის თემა მე ავიტაცე იუმორსი და თუ მაგითინ გული გატკინე დიდ ბოდიშს მოგიხდი მე ძალიან მიყვარს იუმორი არა კომფლიკტური ვარ და ვიფიქრე სიცილით და დიდი იუმორით გვექნებოდა სიტყვა პასუხი რაზედაც ხატიამ ხუთიანზე შეასრულა ლიდევ გიმეორაბ ნამდვილად არ მინდოდა ტახი კარდია და წყენა ვინმესი თუ აქ რაიმე საწყენია მომიტევე აბა კარგად ჭკვიანო გოგო წარმატებებს გისურვებ

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა ქეთა ყურადგებისთვის! ძალიან მესიამოვნა შენი სიტყვები და საჩუქარი ხომ საერთოდ! გაიხარე! გმერთი გფარავდეს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ana_tekla wrote:
ციტატა:
ჩემო პატარა მეგობარო ქეთა! კვარცხლბეკის თემა მე ავიტაცე იუმორსი და თუ მაგითინ გული გატკინე დიდ ბოდიშს მოგიხდი მე ძალიან მიყვარს იუმორი არა კომფლიკტური ვარ და ვიფიქრე სიცილით და დიდი იუმორით გვექნებოდა სიტყვა პასუხი რაზედაც ხატიამ ხუთიანზე შეასრულა ლიდევ გიმეორაბ ნამდვილად არ მინდოდა ტახი კარდია და წყენა ვინმესი თუ აქ რაიმე საწყენია მომიტევე აბა კარგად ჭკვიანო გოგო წარმატებებს გისურვებ

ჩემო კარგო , ერთით წუთით არ იფიქრო, რომ მე რამე მეწყინა,ხალასი იუმორი ყოველთვის გასაგები და მისახვედრია ჩემთვისაც.წყენა არც მიხსენებია... ეგ ტახიკარდია და არჩევნები, ისეთივე იუმორით იყო ნათქვამი, როგორითაც ძეგლი და კვარცხლბეგი....:)

ქეთა!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქეთა, მაგარი საყვარელი ხარ და ყოველ სიტყვასაც კი არაჩვეულებრივად, პოეტურად, ლამაზად წერ.. გაიხარე.. მე წერილების წერა მაინცდამაინც არ მიყვარს და არც მყვარებია.. :))))

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
analusia wrote:
ციტატა:
ქეთა, მაგარი საყვარელი ხარ და ყოველ სიტყვასაც კი არაჩვეულებრივად, პოეტურად, ლამაზად წერ.. გაიხარე.. მე წერილების წერა მაინცდამაინც არ მიყვარს და არც მყვარებია.. :))))

=ko=

მოკლედ, რა მინდა მოგწერო...მივხვდი რომ,ფორუმს დიდი გავლენაა აქვს ქვეცნობიერად მაინც...

უცბად ტელეფონი აწკრიალდა...
-სახლში ხარ???
-აბა სად წავალ ამ სიცივეში???
-კარგაი, დათო გამოგივლის და ამოდით დანარჩენებიც ჩემთან არიან...წავიტუსოვკოთ...რაღაცები გავამზადე..მაგრამ შენ დედიდაშვილს მაინცადამაინც მწვადი და ხინკალი ნებავს...ხოდა გაყევი რაა\"იბის\"ში და ხორცი აარჩევინე...
გაბრდღვიალებულია მაღაზია,რა გინდა რომ აქ არ იყოს. მაძღარი და კმაყოფილი სახეებით დადის ხალხი... მოკლედ, სიმართლეა რომ ამბობენ კაცი მშიერი არ უნდა წაიყვანო მაღაზაიშიო... დათომ რაც დაინახა ყვეალფერი კალათში ჩაყარა...ერთი რომ გაავსო და მეორეს დაუწყო ძებნა
-მოდი დირექტორი მოვძებნოთ მეთქი, (შევთხოვე მოკრძალებით)...
-რად გვინდა დირექტორიო???(გაიკვირვა)
-რა ვიცი, ბარემ ხელშეკრულებას გაუფორმებდი, საწარმოს შესყიდვის თაობაზე.აბა ცარიელი დახლები გინდა ქონია გინდა არა...
როგორც იქნა,ჩათვალა რომ რაც საჭიროა ყველაფერი აქვს და ბედნიერმა გადახედა ნადავლს...
გარეთ შემოდგომის სუსხია, ერთმანეთში ირევიან შემცივნული, ბავშვები, გაჭუჭყიანებულ ხელში პოლიეთილენის პარკი უჭირავთ, წებოს სუნთქავენ და არ ვიცი წებოსგან, არ ვიცი სიცივისგან ენაარეულები გამვლელებს ფულს და საჭმელს თხოვენ...იქვე, სულ -სულ , კუთხეში კაფანდარა გოგონა მიკვრია გამხდარ ბიჭს.თავი აუწევია ,თვალებში ჩასცქერის ვაჟი და იმხელა სიყვარული, სევდა, სითბო და იმედი იხატება მათ წებოსგან მიბნედილ თვალებში, რომ მეც სითბო ჩამეღვარა სულში...თვალი ჩამოვაყოლე...გალურჯებული ხელები ერთმანეთისთვის მოუკიდიათ და მარჯვენა არათითზე რკინის რგოლები წამოუცვიათ...აი რა არის ბედნიერება...გავიფიქრე.
მას არ ჭირდება, არც ფული არც სიტყვები და არც ბევრი საჭმელი..იმ წუთში იმ ორს ბევრ იქ მყოფზე მეტი ჰქონდა...მათ ადამიანური ბედნიერება ქონდათ.ყავდათ ერთმანეთი და მათი იყო მთელი სამყარო....მივუახლოვდი ,პარკები მიავაწოდე უძალო ხელებში...მანქანამდე მიგატანინოთ???-შემომხედა ბურუსიდან გამორკვეულმა..
-არა, თქვენ გქონეთ! ვუთხარი და გამოვბრუნდი...
ერთ ადგილზე გაშეშებულ დათოს გაკვირვებისგან თვალები დამრგვალეოდა და გაყინულივით შემომყურებდა...სანამ აზრზე მოვიდოდა ის პარკებიც გამოვართვი, იქვე მყოფ ბავშვებს გადავულოცე და ხელჩაკიდებული წავიყვანე მანქანისკენ
-რა გამაკეთებინე ნებიერა??(ძლივს გადაყლეპა ნერწყვი)
- კეთილი საქმე..(შევღიმე)
- აააააააააააააა(მრავალაზროვნად ამოიღმუვლა)
-რა იყო ხშირად აკეთებ ხოლმე???
-მგონი არა...მაგრამ იმათ რა ვუყოთ რომ გველოდებიან???
- არც არაფერი(გავშალე ხელები) იმყოფინებენ იმას რაც ნანკამ გააკეთა...მე იმათაც ვუშველე..
-ვაა, როგორ???
-როგორ და ზედმეტს არ შეჭამენ, მერე გაუთავებლად არ იწუწუნებენ წონის კორექციაზე, არ იუგულავდიეტებენ, არ ირბენენ და თავს ზედმეტად არ დაიტანჯავენ.. ეს ბავშვები კი \"კაკ მინიმუმ\"ორი დღე მაძღრები იქნებიან...ანუ, შენ კეთილი საქმე გააკეთე და გიგასი და ზვიგენის არ იყოს...\"ხელი-ხელს და მადლი ღმერთსო\"
-ვისი???
-გიგასი და ზვიგენის...
-გიგა კარგი, მაგრამ ზვიგენს რა ენაზე ესაუბრები ხოლმე თუ საიდუმლო არაა???
-არ ვესაუბრები, ვუსმენ...ქართულად...
-ააააააა, კარგი, სადღაც მართალი ხარ ხომ იცი ...ჩვენ გავძლებთ... ეგ ბავშვები კი ღმერთს მადლს ეტყვიან დღევანდელი დღისთვის!!!(გაიღიმა და მანქანა დაქოქა)

მე კი ჩავფიქრდი. ისე, ხშირად რომ გვიჩნდებოდეს კეთილი საქმის კეთების სურვილი,იმ რაოდენობით და ფორმით როგორც შეგვიძლია..იქნება და ამდენი გაჭირვებული და ავადმყოფი ბავშვი არ გვყოლოდა?!=tavfx=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Sep 2007
Posts649
კარმა49
OFFLINEPROFILE
აუ ქეთი შენ გენაცვალე რააა!!! სული და გული ხარ კეთილო ადამიანოოო!!! გაიხარე და უფალმა დაგლოცოს და შენნაირი ხალხი გვიმრავლოს!
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
ქეთა რატომ მატირებ ხოლმე? რათა რათა რათაააა?=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
:)
ეხლა ჩემთვის ვიჯექი და ვფიქრობდი, უცბად გულწრფელად დამაინტერესა როგორ გვხედავენ მამაკაცები,ანუ როგორები ვართ ჩვენ მათ თვალში.ნეტა მათთვის მხოლოდ სხვადასხვა კატეგორიებად დაყოფილნი ვარსებობთ ? არსებობენ მსუქნები და გამხდრები, ქერები და შავგვრემნები, სექსუალურები და ცივები, ადვილად მისაწვდომები და უკარებები,აქტიურები და პასიურები, სულელები და ნაკლებად სულელები (თორემ მამაკაცის გონებაში მცნება ჭკვიანი ქალი რომ არ არსებობს ეგ ზუსტად ვიცი ) თუ ხვდებიან, ნეტავ რომ ამ თვისებების გაღვიძება ქალში მაინც გარემოებაზეა დამოკიდებული? ეჰ, ნეტა ერთი შენცო, მეტყვი, გინახია საფიქრალი რააოო...არადა მართლა დამაინტერესა...
:) კარგი, თუ მიპასუხებ ხომ კარგი...თუ დაგეზარება,მაგასაც გაგიგებ...

ვააახ, მომენატრე იცი???ნეტავ რატომ???

გკოცნი უთვალავს....:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1825
კარმა67
OFFLINEPROFILE
კეტა--- რაგა დავცერო არ ვიცი. სჰენ გაიხარე. კველას როგორ სჰეგვაკვარე ტავი. ზალინ მაინტერესებს სჰენი ფოტოსურატის ნახვა. მინდა ცარმოგიდგინო როგორი ხარ? ტუმცა სჰენი ტკბილი სულის ფასი სულ სხვაა. გკოცნი.ისიც არ ვიცი რამდენი ცლისა ხარ. მოიცერ?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
liana wrote:

ვაიმე, გამაწითლეთ ლიანა!!! თქვენ მე უზომოდ მათამამებთ თქვენი სითბოთი და ყურადრებით...უღრმესი მადლობა თქვენ თქვენი უსაზღვროდ თბილი გულისთვის!!!მოვიწერო ვინ ვარ და რა ვარ???კარგით ვეცდები.
ქეთა რომ ვარ კი იცით უკვე, ვცხოვრობ თბილისში, ვარ სტუდენტი,21 წლის, ჟურნალისტიკის ხელოვნებას ვეუფელბი..მაქვს ცხოვრების მიზანი და ვცდილობ წავიწიო წინ, მიზნისკენ. რადგან ჭეშმარიტებად მიმაჩნაი ბელინსკის სიტყვები:\"ვინც წინ არ დგავს ნაბიჯს, ის უკან მიდის,რადგან ერთ ადგილას დგომა არ არსებობს!\". კიდევ??? კიდევ, მიყვარს სილამაზე, პოეზია და ოცნება...არ მიყვარს ,როცა ადამინს თვალებში ჩავხედავ და იქიდან სუსხი მოჩანს...ყველაზე მეტად სიყვარულის უუანრო, გაყინული სულების მეშინია.ისე, აქამდე ვფიქრობდი ხოლმე,ძირითადად ჩუმად. პირველად ხმამაღლა რომ გავიფიქრე, ჩემი მეგობრები იყვენენ სოსოიას რუსი და ეკა იმ საიტზე და შემომიტიეს, შენი ჩუმად ფიქრი აღარ გავიგოთო .ხოდა ამ ბოლოს ისე გავკადნიერდი,გავბედე და უმისამართო წერილების წერა დავიწყე. რა ვიცი,კიდევ რისი დამატება შეიძლება.მგონი არც არაფრის
აი სულ ესა ვარ რაცა ვარ.... კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის....თქვენი სითბო და შექების თითოეული სიტყვა უდიდესი სტიმულაი ჩემთვის!!!
ღმერთი გფარავდეთ!!!

პატივისცემით ქეთა!!!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Oct 2007
Posts1015
კარმა55
OFFLINEPROFILE
ქეთი მაგარი ხარ გაიხარე

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
იცი, მივეჩვიე ფანჯარასთან ჯდომას და შენზე ფიქრებს...გარეთ სუსხია,ნაირფერი ფოთლების ცეკვა აღგზნებულ ქართან და შემოდგომის მელანქოლია...ემოციით დატვირთული ვზივარ და ვფიქრობ...
მინდა ამოვთქვა, მინდა დავწერო...მაგრამ იქნება ეხლა დუმილი სჯობდეს...ალბათ, სიტყვები ზოგჯერ საჭიროც არაა,
ალბათ, სიტყვები ყოველთვის ვერ ამბობს დუმილით სათქმელს...ხანდახან, არის შემთხვევა....როცა უბრალოდ გაიფიქრებ:

\"გაჩერდი წამო, შენ მშვენიერი ხარ!\"

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ჩემო სულით და ხორცით ლამაზო ქართველებო!
მე ვიმყოფები დედამიწის მეორე მხარეს,ძალიან,ძალიან შორს ჩემი ოჯახისგან, მეგობრებისგან, ყველასგან და ყველაფრისგან! მთელი აქ ყოფნის განმავლობაში , თითქოსდა ვატარებ ექსპერიმენტებს ადამიანის ხასიათსა და ბუნებაში, მართალია დღემდე ვერ გამიგია არათუ \"ვინ\" არამედ რა არის ადამიანი,მაგრამ ვცდილობ ყოველ ახლად გაცნობილ ადამიანშI ჩავებღაუჭო იმ სამყაროს, რომელიც მხოლოდ მასში იმალება. ვერ გამიგია, რად იქცევა ზოგი ადამიანი ისე, როგორიც რეალობაში სულაც არ არის ისეთი? რად უნდა მას , რომ მეორე ადამიანს შენიღბულად მოევლინოს და არა რეალური სახით?! მართალია, ყველა ერს ყავს ცუდი და კარგი ადამიანების განშტოებები მაგრამ ჩვენ ქართველი ერი გამოვირჩევით განსაკუთრებული სიწმინდით, ჩვენი გული იმდენად თბილია, რომ მზის სხივსაც შეშურდება, ჩვენ ვიცით როგორ ამოვუდგეთ ერთმანეთს გვერდში... ჩვენ ვიცით თუ სად უნდა ვეძიოთ ჭეშმარიტი გრძნობები... იცით ერთ ჩემს ნაცნობ ქალბატონს რა უთხრა ამერიკელმა?-\"თქვენ ქართველები იმდენად კარგი ერი ხართ, რომ სიტყვებიც კი არ იქნება ამის დასამოწმებლად საკმარისი , თქვენი სისხლი არ უნდა შეერწყმას სხვა ერის სისხლს, თქვენ უნდა გამრავლდეთ დიდ ერად და მოეფინოთ დედამიწის ყოველ მხარეს\"-ო. გეფიცებით ეს სიტყვები რომ მოვისმინე , მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, რაც დავიბადე იქიდან მოყოლებული მართალია ვიცოდი ჩემი ერის ფასი, მაგრამ იმ წუთას იმდენად ამაყი ვიყავი და გულში ღმერთს მადლობა შევსწირე , რომ ქარTველად მოვევლინე ამ ქვეყანას! მე მიყვარს ჩემი საქართველო! მე ვამაყობ ჩემი ქართველობით და მე დავამტკიცე რომ ჩვენ ყველაზე გულთბილი და ლამაზი ერი ვართ დედამიწის გულზე! გმერთი გფარავდეთ ჩემო საყვარელო ქართველებო სადაც არ უნდა იყოთ!დედამიწის რომელ მხარესაც არ უნდა იყოთ! და ყველას გისურვებთ გაბრწყინებულ ერთიან და ზლიერ საქართველოში დაბრუნებას! მიყვარხართ და გეფერებით ყველას!
დიდი სიყვარულით ხატია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Oct 2007
Posts580
კარმა51
OFFLINEPROFILE
karamelka wrote:

გაგხადე სამოსანი:P

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
ლატოოომ?:(:(

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი