KHATITA26 wrote:ციტატა:
,,ნელა მოიპარა შემოდგომა,გადააყვითლა გარემო,თან აცივდა,როგორ არ მიყვარს სიცივე,პარიზში განსაკუთრებით ცივა...დავამთავრე სამსახური როგორც იქნა და ასე გაყინული მივრბივარ სახლში :რაღაცას თუ ვიღაცას ველოდები...დღეს შენი საჩუქარი მივიღე,ძალიან გამიხარდა და მესიამოვნა,ეხლაც შენს ზარს ველოდები...
სახლში შევირბინე,უმისამართოდ მივაგდე ჩანთა,მანტო,და ტელეფონიც აწკრიალდა...მიხარია რომ ვიღაცას ვუყვარვარ,ვიღაცა ფიქრობს ჩემზე,ვიღაცა განიცდის ჩემს გამო...
საუბარი თითქოს ძალზედ სახალისო იყო,ვხუმრობდით,ვიხსენებდით ათას რამეს,და ალბათ ეს ასე დამთავრდებოდა რომ არა შენი ტელეფონის ზარი...შენ ერთი წუთითო მითხარი და უპასუხე...თითქოს წამი გაიყინა,თითქოს დრო გაჩერდა,არ ვიცი რატომ რისთვის ავნერვიულდი,მე უფლება არ მაქვს ამისი,მაგრამ თითქოს დასრულდა ყველაფერი,თითქოს წყალში ჩაიყარა ამდენი ხნის ურთიერთობა...რამ გამაოცა?რამ გამაკვირვა?თურმე იმ სიტყვებს რასაც მე მეუნები სხვასაც უწოდებ,სხვაზეც ასე ფიქრობ,სხვასაც ასე ეფერები,და ცხოვრებაში ორმაგ თამაშს თამაშობ...
დამთავრდა ყველაფერი და გაჩერდა დრო...
წვიმს...
შეორთქლილ მინაზე ოცნებით გართულმა ჩვენი სახელები დავაწერე,მერე ყველაფერი გამახსენდა და გადავშალე,ნეტა ასე ერთი ხელის მოსმით ამოიშლებოდეს გულიდანაც ყველაფერი,უბრალოდ,უკვალოდ...წახვედი და გულში უსაშველო სევდა დამიტოვე,წახვედი და თან გაიყოლე ცრემლიანი თვალები,გაყინული ხელები და ობოლი გული...სევდიანად აკრიფა ნაცნობი ნოტები როიალმა,შენი სიმღერა გამახსენდა,შენი სიმღერა გამახსენდა,შენი სიტყვები...ცრემლმა დამიფარა შენგან ნაფერები სახე,ყელში გაიყინა სათქმელად გამზადებული სიტყვები...
ხმაურით მიიხურა კარი...
