არასდროს დამიწერია წერილი ასე...
ჩემი პირველი წერილის მუზა ხარ...
შენ კი იცი რომ მე მუზა ძალიან მიყვარს
იცი? კი, კი როგორ არა... შენ ხომ მიცნობ კარგად..
შენ ისიც იცი რომ ვერასდროს დამკარგავ...
ძალიანაც რომ გინდოდეს... ან ფიქრობდე რომ გინდა... არა ეს შეუძლებელია...
მაგნიტივით მოგეკრობი , პატარა ბავშვივით ხელებს შემოგხვევ კისერზე და არ გაგიშვებ!
არა... შენ კი თავს დახრი,ტუჩებს დაბერავ:) მაგრამ მე მეცოდინება რომ ასე უნდა ქნა... იმიტომ რომ ვიგრძნო გაბრაზებული ხარ
არაფერს ვიტყვი და გავიღიმებ
და შენც ჩამიხუტებ გულში
მე კი ეს იმ მომენტში ყველაფერზე მეტად მენდომება...
ვიცი.. შენ გეცოდინება ეს და გამიღიმებ...
იცი რომ არ დამკარგავ არასდროს... იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთი ვიცით...
კარგია... კარგია რომ დღეს ჩემი მუზა ხარ...
მე ხომ მუზა ყველაფერს მირჩევნია...
კარგია რომ დღეს შენით ვვარსებობ...
კარგია რომ დღეს ერთი ჰაერით ვსუნთქავთ...
კარგია რომ წვიმიანი დღეა.. და სევდას წვიმის წვეთებს გავატანთ...
კარგია ეს ყველაფერი შენთან ერთად...
იმიტომ რომ ვვარსებობთ....
მე შენ მჭირდები....გულით მჭირდები....
