ამბობენ, რომ მამაკაცებს ქალში მისი ორიგინალურობა მოსწონთ,თუმცა გემოვნება მაინც სადაო თემაა და შესაძლოა, თქვენ მათ სხვა ღირსებებით ხიბლავთ.
გთავაზობთ ახალ ტესტს!!!! ალბათ გაინტერესებთ.
რით ხიბლავთ მამაკაცებს?
1- ჩხუბის დროს ძირითადად , რომელი ,,ეპითეტებით\'\' გამკობენ?
ა)უსაქმური.
ბ)შეშლილი.
გ)უპასუხისმგებლო.
2-სკოლაში მასწავლებელი ყოველთვის შენიშვნას გაძლევდათ:
ა)ჩაცმულობის გამო.
ბ)საქციელს გიწუნებდათ.
გ)ცუდად სწავლობდით.
3-ყოველთვის გიკვირდათ, რატომ:
ა)მოდიოდნენ თქვენთან მეგობრები დაუპატიჟებლად.
ბ)არ გეთანხმებოდნენ მეგობრები არაფერში.
გ)ვერ პოულობდნენ მეგობრები დროს თქვენთან მოსასვლელად.
4-ბავშვობაში ყოველთვის მოგწონდათ:
ა)მწერებზე და ცხოველებზე დაკვირვება.
ბ)დედიკოს ტანსაცმლის ჩაცმა.
გ)დასურათებული ზღაპრების კითხვა.
5-როცა ადამიანს ეცნობით, ჩვეულებრივ:
ა)სწრაფად შედიხართ მათთან კონტაქტში.
ბ)საქმიან ურთიერთობას ამყარებთ.
გ)თავს შებოჭილად გრძნობთ.
6-როცა ცდილობთ, მამაკაცს თავი მოაწონოთ:
ა)მახვილსიტყვაობთ.
ბ)კომპლიმენტებს ეუბნებით.
გ)ცდილობთ, სხეულის ლამაზი ნაწილები წარმოაჩინოთ.
7-თქვენი ნაცნობები შორიდანვე გცნობენ:
ა)სიარულის მანერით.
ბ)ძალიან თვალში საცემი სამოსით.
გ)ხმით.
8-ინგლისის დედოფალი რომ იყოთ:
ა)შლაპებს არ დაიხურავდით.
ბ)ქველმოქმედებით დაკავდებოდით.
გ)პრინცი ჩარლზის პირად ცხოვრებაში ჩაერეოდით.
9-თქვენ თავისუფლად შეძლებდით:
ა)თვითმფრინავის მართვას.
ბ)პარაშუტით გადმოხტომას.
გ)უპარაშუტოდაც გადმოხტებოდით.
10-როცა არავინ გიყურებთ, თქვენ ხშირად:
ა)ჭამის შემდეგ თითებს ილოკავთ.
ბ)სახლში შიშველი დადიხართ.
გ)საათობით უყურებთ სარკეში თქვენს გამოსახულებას.
აბა გელოდებით , შეკრებით მე თვითონ შევაჯამებ, თქვენ ჩამონათვალიუ გააკეთეთ და პასუხის მიმანიშნებელი ასო დაწერეთ.
აბა თქვენ იცით. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე....
