შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ბაბუტა თქვენ რა შუაშუი ხართ , მე თქვენთვის არაფერი მომიწერია ჩემი წერილის ადრესატი დორადოა და მაპატიწეთ მაგრამ ვინ გითხრათ რომემოციურად ვწერ ან ნერვები მაქვს აშლილი?არც რინგზე ვაპირებ გასვლას და არც ვინმეს შეურაცყოფას ღ მერთმა დამიუპაროს , ისე უკეთესი ხომარიქნება თქვენც მოზომილად იყოდ და თავად არ აიშალოდ ნერვები? ვერ გამიგია განსხვავებულ აზრზე რატომ არიან ზოგიერთეწბი აგრესიული . მაპატიე ჩემი წერილისტვის
თქვენი ადრესატი გეხმაურებათ...იცით, მარტო თქვენს ტონზე კი არაა ლაპარაკი, საერთოდ მომწყინდა მთელი თქვენი თანამოაზრეების შეურაცმხყოფელი და ისტერიული ტონი...ისე იქცევით, თითქოს მარტო თქვენ იყოთ ქართველები და დანარჩენი საქართველო_ყიზილბაშების მონარჩენია.რა უფროს-უმცროსობაზეა ლაპარაკი, ან რა მოგითითე, მითითებული არაა ისედაც ყველაფერი?რაც შეეხება იმას რომ რატომ უნდა შემითანხმოთ ყველაფერი_დიახაც რომ მე კი არა ყვ ელა ქართველს უნდა შეუთანხოთ რა და როგორ, აბა ერთმა მუჭა ხალხმა გადაწყვ იტოს რამე და ყველამ თავი დაღუნოს და პასუხიც არ გაგცეთ? ეს საიტი ოპოზიციისააო ისედაც ამბობენ, მაგრამ ოფიციალურად დააწერონ მაშინ, რომ სხვისი ხმა არ გავიგოთო და _გავჩუმდებით მეც და ჩემნაირებიც თუ ამით საქმეს ეშველება.მე ჩემ ნაწერზე ახლაც და ყოველთვის ვაგებ პასუხს, რომელ თერჩევ_არავისი საქმე არაა და სწორედაც რომ ავირჩიე ეს თემა.და ისევ ამ ტემას ვუბრუნდები:ით ამ ბადრის, ეგ და მაგისიანები ყველგან სახლში გენ თავს, აქ არ გამოუვა და წავა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ბერეზოვსკისავით.აი მე და შენ სად წავიდეთ საქართველოს იქით ან რა ჯანდაბად გვინდა-ეს გავარჩიოთ. ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, რომელიც დღეს ოკუპირებულია და \"დღევანდელ საქართველოში\" ბზიფის, ან კოდორის ხეობაზე ვილაპარაკოთ, საქართველოზე და მის სატკივარზე ვილაპარაკოთ და არა ვიღაცის ქონებას როგორ დაადეს ყადაღა და ა.შ.-ეს ჭკუის დარიგება კი არა, ჩათვალეთ რომ დაჩოქილი ხვეწნა-მუდარაა ჩემი..-მეტი რა გითხრათ? და კიდევ:ამ პოლემიკის დროს მე გავილანძღე მაღალფარდოვანი სიტყვებითაც, ისედაც, ასედაც. რაღა არ მეძახეს:მოგზავნილი, დემაგოგი, სულის არმქონე, ფაშისტი, პირადულსაც კი შეეხენენ ..ღმერთმა იცოდეს ვინ ვინაა, ერთს კი ვიტყოდი:ვერ ჩამჩრით პირში ბურთს, იმიტომ რომ მედეტალს კი არა, დიდ სურათს ვხედავ და არ მომწონს ეს სურათი, არ მომწონს და გული მისკდება.ბოდიში,სიტყვა გამიგრძელდა.
მაკოსპაკოს.დორადოს....ისე ვატყობ აპორიაქებულები ვცხოვრობთ ამ წუთი სოპელში არა? თქვენ მე და ყველას დანარჩენს უპრო მეტი გაპრთხილება გვესაჭიროება ერთმანეთის მიმართ რათა არ ვატკინოთ ისედაც დატვირთული მონატრებისაგან და ნერვიულობისაგან დამძიმებული ჩვენი პატარა გულები ღმერთმა აგაცილოთ განსაცდელი გეპერებით და გეხვევით მხურვალედ. ბაბუტა
არა ბადრის რომ ლანძღავთ მთლად მასეც არაა ეხლა... მე მაგალითად რაც \"იმედი\" დახურეს, გულწრფელად გეუბნებით, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს ტელევიზორთან... საქართველოში ერთად-ერთი არხი იყო, რომელიც ჩემთან ოჯახში,მუდმივად ჩართული იყო.. უბრალოდ სხვაზე შეხედვაც არ მინდა.. მასე ყველა არხს ვიღაცა აფინანსებს და ყველა თავის მიზნებისთვის იყენებს (ამ შემთხვევაში მთავრობას ვგულისხმობ).. ბადრის კიდე ძალიან ბევრი კარგი აქ გაკეთებულიი ქართველი ხალხისთვის...
დორადო, 100%-ით გეთანხმები. იმასაც დავამეტებ,რომ ვინც ოპოზიციას არ უჭერს მხარს, საერთოდ აღარ შემოდიან საიტზე. მოსწყინდათ დესპანის წევრებს კამათი. მართლაც, რომ ოპოზიციონერებზე კი არა, იმაზე გამოხატეთ თქვენი აზრი: თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ამ შემთხვევაში, როცა რუსეთმა უამრავი ჯარი შემოიყვანა აფხაზეთში? ვინ იცის, ასეთივე როლი ითამაშოს სამაჩაბლოშიც. რას ფიქრობთ ხალხნო, როგორ უნდა მოიქცეს საქართველო ასეთ სიტუაციაში? აი, ამაზე ვისაუბროთ.
დორადო!!! აქ ბადრის ტელევიზია არაფერ შუაშია, ამ თუნდაც ბადრის ტელევიზიაში შეცვივდა ის ქართველები რომლებმაც აკვარიუმიც კი გატეხეს და მომაკვდავ თევზებს ზედ დააშარდეს, და ეს ჩაიდინა ხალხმა, ქართველობაზე და პატრიოტობაზე პრეტენზიის მქონე ხალხმა. თუნდაც რა არის იმაში ცუდი თუ ქართველი რამეს იყიდის? აუცილებლად ჩინელმა და არაბმა შეიხებმა უნდა იყიდოს და დავარქვათ უცხოური ინვესტიციები შემოდისო? და ძალიან გთხოვთ რომ კირკიტაძის სითყვებს ნუ იშველიებ შენი აზრობნებით ილაპარაკე და საღად შეაფასე მოვლენები რაც დღეს ხდება, მე არც ბადრის თაყვანის მცემელი ვარ და არც სხვა ოპოზიციონერის, მე უბრალო ქართველი ვარ რომელსაც გული შეტკივა თავის ქვეყანაზე, უზომოდ გამწარებული ვარ დღევანდელ ხელისუფლებაზე, სადაც ვერანაირი სამართალი ვერ ვიპოვე და ჩემისთანები მილიონობითაა, მაგრამ მიუხედავად ამისა მე თავს არ მივცემ უფლებას სხვისი სიტყვები გავიმეორო ან პრეზიდენტს მიშა სააკიანი დავუძახო, რა შუაშია ბადრივიზია? მე თქვენთან კამათს არ ვაპირებ და არც ზევით მოცემული არ არის ჩემი დაწერილი, ეს კომენტარი ერთ-ერთ გაზეთში ვიპოვე და აქ გადმოვითანე, ამ საიტზევე შეგიძლია ინგა გრიგოლიას ინტერვიუ წაიკითხო და ცივიგონებით შეაფასო ეს ყველაფერი. ხოლო რაც შეეხება სათაურს \"დღევანდელი საქარტველო\" ეს უბრალოდ ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე მომივიდა აზრად ეს სათაური, თუ იმ სურათებსაც გავითვალისწინებთ რაც თითქმის ყველა საიტზე მრავლადაა, შეადარეთ ყველაფერი ეს დრევანდელ დღეს და მიხვდებით რატომ დავადე ეს სათაური \"დღევანდელი საქართველო\" და თუ ძალიან გაწუხებთ ეს კომენტარები შეგიძლიათ საერთოდ არ შემოხვიდეთაქ, ან არ წაიკითხოთ, სხვა უამრავი საკითხავი თემაა. ხოლო ჩვენ \"ბადრივიზიონერებს\" მოგვეცი საშუალება ყველამ თავის გულისტკივილი გამოვხატოთ, არ არის აუცილებელი შეურაცხმყოფელი სიტყვებით შემკობა, სხვანაირადაც შეიძლება ისაუბროს ადამიანმა თუ ამის პოტენციალი გააჩნია, ხოლო წყევლა-კრულვა და ლანძღვა ეს ტავადაც იცით ვის ახასიათებს, გისურვებთ წარმატებებს ჩემო მეგობარო და დიდი მადლობა ყურადღებისათვის.[URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1853_02hachikebushyut127710.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1853_02hachikebushyut127710.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1854_12.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1854_12.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1855_01020101432700.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1855_01020101432700.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1856_4.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1856_4.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1857_05hachikebushyut104016.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1857_05hachikebushyut104016.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1858_06hachikebushyut121525.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1858_06hachikebushyut121525.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1859_07hachikebushyut155906.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1859_07hachikebushyut155906.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1860_9.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1860_9.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1861_10.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1861_10.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1862_13.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1862_13.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1863_14.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1863_14.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1864_19.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1864_19.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1865_16.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1865_16.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1866_opt1194535081b.jpg][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1866_opt1194535081b.jpg[/IMG][/URL][URL=http://up.pixgeo.com/out.php/i1867_surati2.png][IMG]http://up.pixgeo.com/out.php/t1867_surati2.png[/IMG][/URL]
იალბუზს!! ესეც დღევანდელი პოლიტიკის ბრალია, გაგონილი გექნებათ ანდაზა \"გველსა ხვრელით გამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო\" მაგრამ დღევანტელი პოლიტიკოსები ამ ანდაზას ასე იყენებენ \" გველსა ხვრელით გამოიყვანს ჯოხი შეჩიჩხინებულიო\" რუსეტთან თითის ქნევით ვერავის ვერაფერი ვერ მოუგია და მითუმეტეს ვერც ჩვენ მოვიგებთ ვერას, ხოლო ტკბილი ენით ყველაფერია შესაძლებელი, ესეც ამერიკის ბრალია რომ წაგვკიდა რუსეთს, და ყველა რუსში აგენტებს ვხედავთ, მე უამრავი მეგობარი მყავს რუსი და ყველა მათგანი სინანულით საუბრობს, რომ ძალიან ვწუხვართ რომ ასე გადაგვკიდეს ერთმანეთსო, (შეიძლება ეს ჩემი მეგობრობა რუსებთან ვიღაცამ აგენტობაშიც ჩამომართვას არ ვიცი:side: )
დიდი მადლობა ინფორმაციის მომწოდებელს.თქვენ,ერთი,რა მაინტერესებს იცით?რას ჩასაფრებულხართ,ან რა ირონიებს აფრქვევთ, თქვენი შიშით პირი ვეღარავის გაუღია.არ მოგწონთ და ნუ მოგწონთ,ვინ გაძალებთ? თქვენ მარტო ერთმანეთის ლანძღვა და კამათი მოგწონთ უაზრო.რაღა მოხდა, რა. ტყუილია თუ მართალია წაგვაკითხეთ რაღაც გაულანძრავად.კომენტარებში ილანძღებით, ფორუმში ილანძღებით,ყველას ჭკუას არიგებთ .რა ისწავლეთ ასეთი,ან რა დაამთავრეთ , ზრდილობას რო ჯობნის თქვენი სწავლა-განათლება.არ მინდოდა ნამდვილად დაწერა,მაგრამ ამოვიდა ყელში რა, ეს ამდენი ლანძღვა და ცინიზმი.მეც ბევრი რამე არ მიყვარს და არ მომწონს,მაგრამ რა ....ეს არის საიტის ფორუმი სადაც აზრი უნდა გამოვხატოთ და არა ერთმანეთი ვლანძღოთ.არ არის აუცილებელი ყველაფერს გამოვეხმაუროდ ,უაზროდ და საკამათო გავხადოთ ყველაფერი.მე პირადად, ძალიან გთხოვთ, ყველას! მომეცით საშუალება ,დღევანდელი საქართველოს \"ახალი ამბები\" გავიგო და წავიკითხო, და ნურავის პირში ნუ ეცმებით. აქ მოცლილი ის არის,ვინც გამოუპასუხებელს არავის ტოვებს. კიდევ მადლობა ინფორმაციისთვის,თუ არ შეწუხდებით, იქნებ ახალი დრო დადრო გაგვაგებინოთ(ვისაც გვაინტერესებს).
დიდი მადლობა ინფორმაციის მომწოდებელს.თქვენ,ერთი,რა მაინტერესებს იცით?რას ჩასაფრებულხართ,ან რა ირონიებს აფრქვევთ, თქვენი შიშით პირი ვეღარავის გაუღია.არ მოგწონთ და ნუ მოგწონთ,ვინ გაძალებთ? თქვენ მარტო ერთმანეთის ლანძღვა და კამათი მოგწონთ უაზრო.რაღა მოხდა, რა. ტყუილია თუ მართალია წაგვაკითხეთ რაღაც გაულანძრავად.კომენტარებში ილანძღებით, ფორუმში ილანძღებით,ყველას ჭკუას არიგებთ .რა ისწავლეთ ასეთი,ან რა დაამთავრეთ , ზრდილობას რო ჯობნის თქვენი სწავლა-განათლება.არ მინდოდა ნამდვილად დაწერა,მაგრამ ამოვიდა ყელში რა, ეს ამდენი ლანძღვა და ცინიზმი.მეც ბევრი რამე არ მიყვარს და არ მომწონს,მაგრამ რა ....ეს არის საიტის ფორუმი სადაც აზრი უნდა გამოვხატოთ და არა ერთმანეთი ვლანძღოთ.არ არის აუცილებელი ყველაფერს გამოვეხმაუროდ ,უაზროდ და საკამათო გავხადოთ ყველაფერი.მე პირადად, ძალიან გთხოვთ, ყველას! მომეცით საშუალება ,დღევანდელი საქართველოს \"ახალი ამბები\" გავიგო და წავიკითხო, და ნურავის პირში ნუ ეცმებით. აქ მოცლილი ის არის,ვინც გამოუპასუხებელს არავის ტოვებს. კიდევ მადლობა ინფორმაციისთვის,თუ არ შეწუხდებით, იქნებ ახალი დრო დადრო გაგვაგებინოთ(ვისაც გვაინტერესებს).
უბრალოდ საწყენია, მე ვშრომოფ, მინდა სწორი ინფორმაცია მივაწოდო უცხოეთში მყოფ ქართველებს, მაგრამ სანაცვლოდ მადლობის მაგივრად გულის ტკენას ვიღეფ, \"ოფ მოგცლია ერთი\" ან \"არ გეზარება?\" და ასეთი კომენტარები, როგორ მაინტერესებს რა ხალხი წერს ამას, ნეტა დამანახა შორიდან, როგორ არაფერი არ აინტერესებს და არ ანაღვლებს? მე ღამეები აღარ მძინავს დღევანდელი საქართველოს შემხედვარეს, ასეთი თვალთმაქცობა არავის გაუგონია რასაც პრეზიდენტი ეწევა დღეს, თითქოს და აქ არაფერიო.
ინფორმაცია სიტყვის თავისუფლების შესახებ საქართველოში 1. 2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 20.50 საათზე მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების დისლოკაცია ტელეკომპანია ,,იმედის~ მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ ალყაში მოაქციეს შენობა და საშუალება არ მისცეს ზემოაღნიშნული დაწესებულების თანამშრომლებს დაეტოვებინათ ტელეკომპანიის ტერიტორია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის არ აუხსნიათ, თუ რის საფუძველზე მოხდა შენობაში მათი შეჭრა და არ წარმოუდგენიათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შესაბამისი ხასიათის იურიდიული დოკუმენტი. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ჟურნალისტები იარაღის მუქარით აიძულეს დაწოლილიყვნენ იატაკზე, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დალეწეს აპარატურა, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა.
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 156-ე, 161-ე, 222-ე და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXIV-ე (ქონებაზე ყადაღის დადება) და XXXVIII (ამოღება და ჩხრეკა) თავებით გათვალისწინებულ მუხლებს. ასევე, მაუწყებლობის შესახებ კანონის 1-ლ მუხლს, რომელთა საფუძველზეც, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია და დამოუკიდებელი, მათი ცენზურა დაუშვებელია;
2. 2007 წლის 13 ნოემბერს, საქართველოს…გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა მ. ქაჯაიამ შპს ,,ტელეიმედის~ დირექტორს - ბ. ბარათაშვილს გადასცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის გ. შავლიაშვილის 2007 წლის 7 ნოემბრით დათარიღებული ბრძანება, რომლის თანახმად, დაკმაყოფილდა გამომძიებლის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო თბილისში, ლუბლიანას ქ. #5-ში მდებარე შპს ,,ტელეიმედის~ ქონებას, ხოლო მესაკუთრესა და მფლობელს აეკრძალათ შპს ,,ტელეიმედის~ ქონების (მათ შორის, მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის #B16 ლიცენზიის) განკარგვა და სარგებლობა (დანართი #1). განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი იმ გარემოებას, რომ ტელეკომპანია ,,იმედის~ ქონებისათვის ყადაღის დადება და მის მფლობელობაში არსებული კერძო საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიის განკარგვისა და სარგებლობის აკრძალვა, გამომძიებლის შუამდგომლობის თანახმად, გამოიწვია ,,არკადი პატარკაციშვილმა, როგორც შეთქმულებაში მონაწილემ, 2007 წლის 7 ნოემბერს, მის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი ,,ტელეიმედის~ საშუალებით გააკეთა განცხადება, რომელმაც უკიდურესი ვითარების ფონზე შექმნა მყისიერი და რეალური საფრთხე ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა, რაც წარმოადგენდა დედაქალაქში მიმდინარე მასობრივი არეულობის კიდევ უფრო გააქტიურების წაქეზებას~. დაუსაბუთებელია გამომძიებლისა და მოსამართლის ზემოაღნიშნული მოსაზრება, რომლის თანახმად, შპს ,,ტელეიმედის~ ქონება შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო სახელმწიფო ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული ამბოხების ან სხვა რომელიმე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩასადენად და შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 190-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საფუძველი ყადაღის დადების ღონისძიების გამოყენებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ტელეიმედისათვის~ მაუწყებლობის აკრძალვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე მუხლების (სიტყვის თავისუფლება), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 156-ე, 222-ე მუხლების (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, დევნა, ტელემაუწყებლობის ბლოკირება), ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტს;
3. 2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 20.50 საათზე შსს სპეციალური დაცვის რაზმის თანამშრომლები შევიდნენ რადიო ,,იმედის~ კუთვნილ ტერიტორიაზე და ქონებას დაადეს ყადაღა. ზემოაღნიშნული ქმედება მოკლებულია ყოველგვარ იურიდიულ საფუძველს, ვინაიდან რადიო ,,იმედი~ არ გახლავთ სამართლებრივ კავშირში ტელეკომპანია ,,იმედთან~, გააჩნია მაუწყებლობის დამოუკიდებელი ლიცენზიები (D49- D50, მოქმედების ვადა 2011, 2013 წლების ჩათვლით) და მისი აქციების 100%-ის მფლობელია სს ,,იმედია~. ერთადერთი კავშირი, რაც ამ ორ სხვადასვა შპს-ს შორის არსებობს არის 2007 წლის 1 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულება ქვეიჯარის შესახებ, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია ,,იმედმა~ შენობის გარკვეული ფართი გადასცა რადიო ,,იმედს~. 19 ნოემბერს, რადიოს თანამშრომლები და შპს-ს ინტერესების დამცავი ადვოკატები, რომელთა მიზანს წარმოადგენდა 7 ნოემბერს შეწყვეტილი რადიოს მაუწყებლობის აღდგენა, არ შეუშვეს შენობაში. მათ ასევე არ განუმარტეს ზემოაღნიშნული ქმედების იურიდიული საფუძველი.
სამართალდამცავების ორგანოების თანამშრომლების ქმედება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე (სიტყვის თავისუფლება) მუხლების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 156-ე, 222-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, დევნა, ტელემაუწყებლობის ბლოკირება) მუხლების, ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლებით დადგენილ მოთხოვნათა უხეში დარღვევის ფაქტს;
4. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ეთერში დარჩა მხოლოდ სახელისუფლებო კერძო ტელეარხები. საგანგებო მდგომარეობის დროს და მისი გაუქმების შემდეგ ყველა არხი მუშაობს უმკაცრესი ცენზურის პირობებში, დარღვეულია დროის პარიტეტი. მაშინ, როდესაც პირდაპირ ეთერში საათობით გადაიცემა საქართველოს პრეზიდენტის, გენერალური პროკურორის მოადგილის და ხელისუფლების სხვა პირების ჩართვები, რამდენიმე წუთი აქვს დათმობილი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ზოგადად, ოპოზიციური აზრის გამოხატვას. 17 ნოემბერს, ორი ტელეკომპანიის მონიტორინგის შედეგებმა გვაჩვენა შემდეგი სურათი: ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი~ - ხელისუფლების წარმომადგენლები - 96%, ოპოზიციის წარმომადგენლები - 4%. ტელეკომპანია ,,რუსთავი 2~ - ხელისუფლების წარმომადგენლები – 85,4%, ოპოზიციის წარმომადგენლები–14,6%.(დანართი #2). 20 ნოემბერს, სახელისუფლებო ტელეკომპანიების ,,რუსთავი 2~ - სა და ,,მზე~ - ს ეთერში გაშვებული იქნა დოკუმენტური ფილმი სათაურით ,,ნოემბრიდან ნოემბრამდე~, სადაც საუბარი იყო ოპოზიციის ლიდერების რუსეთის ფედერაციის აგენტურულ ქსელთან კავშირზე. ფილმში არსად ჩანდა ოპოზიციონერი პირების აზრი. ზემოაღნიშნული ფილმის ჩვენებით, ქართულმა ტელემედიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოქმედებს სახელისუფლებო შეკვეთების პირობებში და მათი უმკაცრესი ცენზურის ქვეშ.
ზემოაღნიშნული ქმედებით დაირღვა ,,მაუწყებლობის შესახებ~ საქართველოს კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები (ტელეარხების სამართლიანობა და მიუკერძოებლობა).
რეკომენდაციები:
1. დაიწყოს გამოძიება 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია ,,იმედის~ დარბევის ფაქტზე და პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები;
2. დაუყოვნებლივ აღდგეს ტელეკომპანია ,,იმედისა~ და რადიო ,,იმედის~ მაუწყებლობა;
3. კერძო ტელეკომპანიამ დაიწყოს მოქმედება საეთერო პარიტეტის პირობებში, დაცული იქნას სამაუწყებლო ბალანსი ხალისუფლების თანამდებობის პირებსა და ოპოზიციის წარმომადგენელებს შორის. დაწესდეს საერთაშორისო ორგანიზაციის (ევროკავშირის) მიერ უფლებამოსილი პირის ზედამხედველობა კერძო ტელეკომპანიების მიერ ეთერში პოლიტიკური პარიტეტის დაცვაზე, საარჩევნო კანონსა და მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის ნორმების უზრუნველყოფის მიზნით;
4. განახლდეს ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის~ სამეურვეო საბჭო და გათავისუფლდეს პოლიტიკური კონტროლისაგან.
ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია 2007 წლის 22 ნოემბერი ვინაიდან დღეს ქვეყანაში შექმნილია უმძიმესი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური სიტუაცია;
ვინაიდან დღეს ქვეყანაში არსებობს დიქტატურის დამყარების რეალური საფრთხე, რაც შემდეგში გამოიხატება:
· ხორციელდება ხელისუფლების კონტროლი საინფორმაციო სივრცეზე და კვლავ დახურულია მას-მედიის საშუალებები, მიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა; · მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და “კუდიანებზე ნადირობა”; · ხელყოფილია გამოხატვის თავისუფლება, არბევენ მოშიმშილეებს, ადამიანებს აკავებენ, ცემენ, აჯარიმებენ და დევნიან მიტინგებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობისთვის; · 7 ნოემბრის მშვიდობიანი მიტინგის დარბევისას ნაცემია საქართველოს სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას; · აშკარაა ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა; · ფაქტობრივად აღარ არსებობს სასამართლო ხელისუფლება.
ეს ყოველივე მიმართულია საზოგადოების დაშინებისა და დამორჩილებისაკენ, ხელისუფლება კი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმოებულ დანაშაულებრივ ქმედებებს ამართლებს ქვეყანაში სტაბილურობის და დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა და რეფორმების შეუფერხებელი გატარების აუცილებლობით.
ჩვენ, ‘კოალიცია დემოკრატიისათვის’, ვაცხადებთ, რომ 7 ნოემბრის მიტინგი და მანიფესტაცია იყო მშვიდობიანი, მიმდინარეობდა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც, მისი ბარბაროსული დარბევა ხელისუფლების მხრიდან იყო დანაშაულებრივი და არაკანონიერი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს მხოლოდ კონსტიტუციური და დემოკრატიული არჩევნების გზით, რის გამოც ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების სამართლიანად ჩატარების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს დამოუკიდებელი მედია-საშუალებების – ტელე იმედისა და რადიო იმედის მაუწყებლობა; 2. შეწყდეს პოლიტიკური დევნა და ტერორი, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები; 3. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის ფაქტებზე პოლიციის, ჯარის და გაურკვეველი წარმომავლობის ფორმირებების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე (ადამიანების გატაცების, ცემისა და სხვაგვარი ძალადობის ფაქტებზე); 4. დაუყოვნებლივ გაკეთდეს შეფასება და დაიწყოს გამოძიება საქართველოს სახალხო დამცველის ცემის ფაქტზე; 5. არჩევნების დემოკრატიულად, სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების მიზნით, დაცული იქნას ბალანსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების გზით; 6. საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელთათვის უზრუნველყოფილი იქნას შესაბამისი სამუშაო გარემო არჩევნების მონიტორინგის ეფექტურად განხორციელების მიზნით.
მას შემდეგ, რაც ღიად გამოვხატე ჩემი შეხედულებები საქართველოში მიმდინარე მოვლენასთან დაკავშირებით, ხელისუფლება შტურმით იღებს ჩემს მფლობელობაში არსებულ ობიექტებს. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები აშანტაჟებენ, აშინებენ, შეურაცხყოფენ ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და რიგით თანამშრომლებს, რომლებიც უბრალოდ პატიოსნად ემსახურებიან თავიანთ საქმეს.
მოვუწოდებ ხელისუფლებისა და შესაბამის სტრუქტურებს _ ნუღარ გამოიყენებენ ისეთ ფორმებს, როგორიცაა ღამით ობიექტებზე შეჭრა, თანამშრომელთა პირადი ნივთების ხელყოფა, იარაღის მუქარით ადამიანების ტერიტორიიდან გამოდევნა, ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა.
გთხოვთ შემატყობინოთ, რომელ ობიექტზე აპირებთ შეჭრას, რათა ქვეყანაში კანონიერების აღდგენამდე, უპრობლემოდ გადმოგაბაროთ ისინი. ცხადია დავიტოვებ უფლებას, თითოეულ ფაქტზე საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის შესაბამისად ვიდაო.
მანამადე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩემი პიროვნებით შეწუხებულნი, ნუღარ დაატერორებთ და შეურაცხყოფთ მოქალაქეებს, ისინი კონსტიტუციური უფლებებით დაცული კანონმორჩილი ადამიანები არიან და არა ბოროტმოქმედები.
მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების შესახებ 20.11.2007 16.00 საათზე ფრაქცია \"დემოკრატიულ ფრონტში\" უნდა გამართულიყო შეხვედრა ახალი მთავრობის წევრებთან. მოწვეულები იყვნენ: ვანო მერაბიშვილი, ლადო გურგენიძე და დავით კეზერაშვილი. მთავრობის წევრების მოთხოვნით შეხვედრა დახურულ კარს მიღმა უნდა გამართულიყო და მედია არ უნდა დასწრებოდა, ოპოზიციისთვის მათი შემოთავაზება მიუღებელი აღმოჩნდა. შეხვედრის ღია ფორმატში გამართვას ახალი მთავრობის წევრები არ დათანხმდნენ, ხოლო ფრაქციამ უარი განაცხადა დახურულ კარს მიღმა საუბარზე და მოსმენა ჩაიშალა.
ეროვნული საბჭო 7 ნოემბერს დაზარალებულებს შეხვდა 20.11.2007 15.00 საათზე ერთიანი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლები \"არამიანცის\" საავადმყოფოში 7 ნოემბრის აქციის დროს დაზარალებულებს შეხვდნენ. ორი მათგანი: ნიკოლოზ დიდიშვილი და ვახტანგ ინასარიძე ტრავმატოლოგიურ, ხოლო ირაკლი თევდორაშვილი ანგიოლოგიურ (სისხლძარღვთა) განყოფილებაში არიან მოთავსებულნი და ამ ეტაპისთვის მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. \"არამიანცის\" შემდგომ ეროვნული საბჭოს წევრები, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უნდა მისულიყვნენ, სადაც გია შერაზადაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მაგრამ რადგან თავად დაზარალებული უგონო მდგომარეობაშია მისი მონახულება გადაიდო.