↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ისევ სიყვარულზე: დედა

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 61 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქეთა ეხლა რო შენი ჩანახატი წავიკითხე,მეგონა ჩემს სიტყვებს წერდი.ეჰ რა დრო იყო დედა რო მეფერებოდა და გულში მიკრავდა.უკვე 10 თვეა იმ სითბოს ძალა არ მიგრძვნია,რომელიც მასაზრდოებდა და ძალას მმატებდა.კიდევ ვინ იცის რამდენხანს მოამაკლდება ეს ძალა:(

_________________
ციტირება პასუხი
   
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
tikiki wrote:
ციტატა:
ქეთა ეხლა რო შენი ჩანახატი წავიკითხე,მეგონა ჩემს სიტყვებს წერდი.ეჰ რა დრო იყო დედა რო მეფერებოდა და გულში მიკრავდა.უკვე 10 თვეა იმ სითბოს ძალა არ მიგრძვნია,რომელიც მასაზრდოებდა და ძალას მმატებდა.კიდევ ვინ იცის რამდენხანს მოამაკლდება ეს ძალა:(

სახლიდან და დედიკოსგან შორს ხარ ????
დედის ლოცვა შეგეწევა თიკი,შენი დედკოს თვალების სითბო დაგიფარავს !!! შენი დედიკოს ღიმილის ძალა დათრგუნავს შენსკენ მომავალ ბოროტებას...შენი დედიკოს იმედი გაგიმართლებს. შენი დედიკოს ლოდინი სახლში დაგაბრუნებს და გულში ჩაგიხუტებს!შენ კი ნაცნობი სურნელით გაბრუებული, მისგან მომდინარე სითბოთი გულ გამთბარი ჩაეხუტუნები ძლაიან- ძლაინ, თითქმის ტკივილამდე და ბვედნიერებისგან გაიტრუნები...მალე , სულ მალე..მანამდე კი, შემართებით იყავი დაიკო, მონატრებას არ დაეჩაგვრინო....
ღმერთი გფარავდეთ შენც და შენს დედიკოსაც თიკი...=ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
gaga wrote:
ციტატა:
სიყვარულს კი არ უნდა უყვარდე სიყვარული უნდა გიყვარდეს

გაგა მოსულაა.. სად იყავი? რამდენი ხანია არ მინახიხარ? :)

გაგა, დედა უფრო გიყვარს თუ პივა? =lol= =lol= =lol=

როგორ ხარ? =zer=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
დედაჩემი სიგიჟემდე მიყვარს და სულ ვეფერები

***
ვარდთა დამცრობით ქარმა გული მოიოხა რა_
მინდვრის ყვავილნი ვადედოფლოთ ვითომ?!_ოჰ, არა..
_ულამაზესი დედაჩემი დრომ ვერ მოხარა...
მწვანე თვალები გაფრთხილებენ: სკარლეტ ო\'ჰარა!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
ქეთა გაიხარე, რა კარგად გაქვს აღწერილი ყოველდღიური დედა-შვილური გრძნობა...
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
აუ ეხლა ვიტირებ და კიდე ვიტირებ რაააააააააააააააააააააააააააააააააა.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მ ე დ ა ვ ი ბ ა დ ე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს თ ვ ი ს, რ ო მ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ა რ ი ყ ო ს მ ა რ ტ ო! (ისე \"მე\"-ს მაგივრად \"შენ\" არის, მაგრამ ამჯერად ჩემს თავზე ვამბობ):(:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
ჩვეული ტემპით დავბორიალობ ოთახში, ათასი პრობლემა მიტრიალებს თავში. სარკესთან დავჯექი საკუთარ მეს გავუღიმე და თვალი მოვავლე ოთახს. ჩემი დედიკოს ხალათი... მივედი ჩამოვხსენი და ნაცნობი სურნელი ხარბად ჩავისუნთქე.....დეეეეე, რა უცნაურია ცხოვრება, ამდენი პრობლემებით ყოველდღიური ცხოვრების ტემპით ისე ვარ გაბრუებული , რომ არც დავფიქრებულვარ რამდენი ხანია არ მოგფერებივარ.... დეე, რამდენი ხანია ძველებურად გულში არ ჩაგხუტებივარ. მომენატრე დე, უკვე დიდი გგონივარ??არაფერიც ისევ ის პატარა , ცელქი ნებიერა ვარ, მინდა მომეფერო, გულში ჩამიკრა, მინდა შენს კალთაში თავი მედოს თმებზე მეფერებოდე და შენი ღუღუნა ხმით ზღაპარს მიყვებოდე , მე კი თავი იმ ზღაპრულ პრინცესად წარმომედგინოს.დე, მიდა ისევ შენ მაძინებდე, ისევ თბილად მიღიმოდე ძილის წინ, მინდა ისევ ერთად ვყვებოდეთ ლოცვას :
\"დავწვბი დამეძინება, პირჯვარი დამეწერება , ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავთითა დამესვენება,. ჯვარიც მწყალობს ჯვარცმულიც, მე რას მერჩის მაცდური, მწყალობს წმინდა გიორგი ჯვარი პტიოსანი\" ლოცვის დამთავრების შემდეგ შუბლზე მკოცნიდე და მეუბნეოდე, ახლა ტკბილად დაიძინე დედი, სულ ანგელოზები დაგესიზმრებაო\"
დე , დედიკო ,დედუნა...მალე მოდი რა, მალეეე რამდენი დრო დამიკარგავს, მაპატიე დე, რა სულელი ვარ არა?! ამდენი დრო სად გამეპარა, ამდენ ხანს როგორ ვერ მოგეფერე, დეეე, მიყვარხარ, მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!!!..მოდი რააა?! ძველებურად უნდა ჩაგეხუტუნოოოოოო!!!

თქვენ? თქვენ, რამდენი ხანია არ მოფერებიხართ თქვენს დედიკოებს????

ძალიან კარგია მართლა ტირილი მომინდა და ვიტირე კიდეც:( გაიხარე მე ჩემ დედიკოს 2წელია არ მოვფერებივარ და ძალიან მიჭირს მის გარეშე.გაიხარე ქეთა კარმა ჩემგან=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 Oct 2006
Posts227
კარმა75
OFFLINEPROFILE
*qeta* wrote:
ციტატა:
ჩვეული ტემპით დავბორიალობ ოთახში, ათასი პრობლემა მიტრიალებს თავში. სარკესთან დავჯექი საკუთარ მეს გავუღიმე და თვალი მოვავლე ოთახს. ჩემი დედიკოს ხალათი... მივედი ჩამოვხსენი და ნაცნობი სურნელი ხარბად ჩავისუნთქე.....დეეეეე, რა უცნაურია ცხოვრება, ამდენი პრობლემებით ყოველდღიური ცხოვრების ტემპით ისე ვარ გაბრუებული , რომ არც დავფიქრებულვარ რამდენი ხანია არ მოგფერებივარ.... დეე, რამდენი ხანია ძველებურად გულში არ ჩაგხუტებივარ. მომენატრე დე, უკვე დიდი გგონივარ??არაფერიც ისევ ის პატარა , ცელქი ნებიერა ვარ, მინდა მომეფერო, გულში ჩამიკრა, მინდა შენს კალთაში თავი მედოს თმებზე მეფერებოდე და შენი ღუღუნა ხმით ზღაპარს მიყვებოდე , მე კი თავი იმ ზღაპრულ პრინცესად წარმომედგინოს.დე, მიდა ისევ შენ მაძინებდე, ისევ თბილად მიღიმოდე ძილის წინ, მინდა ისევ ერთად ვყვებოდეთ ლოცვას :
\"დავწვბი დამეძინება, პირჯვარი დამეწერება , ცხრა ხატი ცხრა ანგელოზი თავთითა დამესვენება,. ჯვარიც მწყალობს ჯვარცმულიც, მე რას მერჩის მაცდური, მწყალობს წმინდა გიორგი ჯვარი პტიოსანი\" ლოცვის დამთავრების შემდეგ შუბლზე მკოცნიდე და მეუბნეოდე, ახლა ტკბილად დაიძინე დედი, სულ ანგელოზები დაგესიზმრებაო\"
დე , დედიკო ,დედუნა...მალე მოდი რა, მალეეე რამდენი დრო დამიკარგავს, მაპატიე დე, რა სულელი ვარ არა?! ამდენი დრო სად გამეპარა, ამდენ ხანს როგორ ვერ მოგეფერე, დეეე, მიყვარხარ, მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!!!..მოდი რააა?! ძველებურად უნდა ჩაგეხუტუნოოოოოო!!!

თქვენ? თქვენ, რამდენი ხანია არ მოფერებიხართ თქვენს დედიკოებს????

ქეტა დიდი მადლობა ასეთი ლამზი თემისთვის. ჩემ დედას მე დიდი ხანია უკვე ტელეფონით და კომპიუტრერით ვეფერები და 1 პროსენტითაც ვერ ვკმაყოფილდები. ძალიან მენატრება ჩემი დედიკო, რომელიც დახლილია ჩემი ლოდინით და იმდენად ძლიერია არც მაგრძნობინებს. და კიდევ მენტრება როცა ჩემა შვილებმა პირვლად \"დედია\'\" დამიძახეს. =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts696
კარმა63
OFFLINEPROFILE
აკაკი წერეთელი-დედის სიმღერა

ცხრა თვეს მუცლით დატარებდი,
\"ვაით\"გშობე,\"უით\"გზარდე,
და რად გიკვირს ყოველ ქალზედ
უფრო დედას რომ უყვარდე?
ქალი მამას ქმარში გაცვლის,
ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება;
მაგრამ დედას შვილის ტრფობა
სამარეში თან ჩაჰყვება!
ახლოს გული მისთვის უძგერს,
შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება:
უფიქრელად თავს შესწირავს,-
დედა თვის შვილს ენაცვლება!..
მაგრამ შვილი ხშირად დედას
გასცვის ხოლმე სიყვარულში!..
არ იცის,რომ მოტყუებულს
სხვისი სატრფო რჩება ხელში!..
მაგრამ ნება ბუნებისა
ეს არის და ასე იყოს:
დედამ უნდა შვილისათვის
თავის-თავი დაივიწყოს!..
რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ
შავი ფიქრი გულს მიბურავს...
ვაჰ,თუ გშია!ან გწყურია!
ან გცივა და არა გხურავს!
ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,
გულს გასვია მტრის ისარი
და,რომ წყლული შეგიხვიოს,
დედა -შენი არსად არი!..
ვაი, თუ შენს ლამაზ თვალებს
ყვავი ჰკორტნის და ყორანი,
და უნაგირთ უპატრონოდ
დაგხვიხვინებს თავს მერანი!..
ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა
ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?
მაშინ დედა_შენიც ჩიტად
გადაიქცეს,შენსკენ ჰფრენდეს!..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts641
კარმა58
OFFLINEPROFILE
დედის გული ზღვა არის სიყვარულისა. რომ უთხრა, შვილი რომ
უკვდებოდეს, ორი დღის სიცოცხლე კიდევ მიემატება შენს შვილსაო, ოღონდ სული
საუკუნო ჯოჯოხეთს მიეციო, _ დედა მაგას იქს,
შვილმა კი დედისათვის რომ ეგაქნას, დედა იწყენს
ილია ჭავჭავაძე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined05 Dec 2007
Posts479
კარმა50
OFFLINEPROFILE
შენი სუნთქვა მენატრება, შენი ღიმილით და სიყვარულით გაბრწყინებული თვალები, შენი გამოხედვა იმედიანი და ტკბილი.
მოვდიოდი და შენს სურათს ვეფერებოდი,ქვა ცივია მაგრამ სურათიდანაც კი შენს სითბოს ვგრძნობდი,ახლა მხოლოდ სიზმარში გხედავ. მენტრება შენს სურათთან დაჯდომა და საუბარი.შენი სითბო და ალერსი, შორს ხარ ძალიან შორს,მხოლოდ ფიქრებით ვარ ახლოს.
მენატრები და ეს მონატრება მძიმეა იმითაც რომ შენს საფლავსაც ვეღარ ვეფერები. მაპატიე დედა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
მოდით რა,აქაც დავწერ ჩემს ლექსს დედაზე და ყველა დესპანელის დედას ვუძღვნი ჩემი დედიკოს თამადობით! ღმერთმა დიდხანს და ჯანმრთელად გიცოცხლოთ მშობლები!

დედა

როცა ქვეყანას მოვევლინე,ვიყავ პაწია,
დაბადენიდან დედის სითბოს უხვად ჩვეული,
ფეხის ადგმამდე ბზის აკვანი მარტომ არწია,
დედამ აღმზარდა მე ბევრისთვის გამორჩეული!
როცა ლოგინში ვკანკალებდი მე ხან სნეული,
არ მცილდებოდა,სევდიანი მითევდა ღამეს;
როცა ხანდახან მტკივდებოდა სული,სხეული
ჩემთან კვნესოდა და მიწმენდდა ცრემლიან თვალებს!
დედის კალთასაც მისეული სურნელი ასდის,
ვით გაზაფხულის აყვავებულ ალუბლის რტოებს,
ნუ დაეცემი ქვეყანაზე,როცა ღმერთი გცდის,
დედის ლოცვა ხომ ცხოვრებაში არასდროს გტოვებს!
დედის ძუძუსთან გატარებულ თითოეულ წამს,
ჩემთვის სიცოცხლის სიხარულის მოაქვს წადილი,
ზრუნავს სიზმრებშიც არ მშორდება,დამტრიალებს თავს:
_\"როგო გეძინა?\" \"ხომ არ გცივა?\" \"ჭამე სადილი?\"
დედის ნაზი ხმა,უჩვეულო ხელების სითბო
და იავნანის აჟღერება ჩემს სასთუმალთან,
ბედნიერია ის არსება,ვონც ამას იგრძნობს
და გაატარებს ტკბილ ბავშვობას მხოლოდ დედასთან!
წმინდაო ღვთისა მშობელო და ქალწულო დედავ,
მუხლმოდრეკილი შენს წინაშე ვედრებას ვბედავ:
გემუდარები,დამიფარო მე ის არსება ,
რომლის თვალებსაც ყოველ ღამე სიზმრებში ვხედავ!

ხატია ფაცია =tavfx= =tavfx= =tavfx= =tavfx= =tavfx=
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined06 Nov 2007
Posts2589
კარმა103
OFFLINEPROFILE
დეეეე...დღეს გელაპარაკე ტელეფონში...როცა გელაპარაკები,ვცდილობ ისევ ისეთი მხიარული და უდარდელი ხმით გესაუბრო და ამით მსურს დაგაჯერო,რომ ისევ ისეთი მხიარული და ბედნიერი ვარ,როცა შენს გვერდით ყოფნის დროს ვიყავი,თუმცაღა... შენი უნაზესი ხელეფით მოფერება და შენი ლამაზი,ზღვისფერი თვალების თბილი შემონათება მენატრება!.. შენი სურნელი...შენი სუნთქვა...შენი ჩემზე ზრუნვა მენატრება !
გუშინ სერიოზული პრობლემები შემექმნდა რაღაცასთან დაკავშირებით და დილით,სანამ დაგირეკავდი მომწერე :\"ხომ კარგად ხარ ,გული ცუდს მიგრძნობსო!..\" ამან ხომ საერთოდ გამაგიჟა... შენ ყოველთვის გრძნობ ,როდის მიხარია და როდის მიჭირს!..
მიყვარხარ დედიკუნა და მაპატიე ,ისეთი შვილი თუ არ ან ვერ ვარ,როგორსაც შენნაირი დედა იმსახურებს! მაინც ვეცდები,რომ ყოველთვის იამაყო ჩემით! ეხლა ალბათ გძინავს,იქ ხომ უკვე ღამეა...მინდა სიზმარში მოვიდე შენთან და ძალიან ბევრი მოგეფერო და გითხრა თუ როგორ ძალიან მიყვარხარ! ჩემი სუნთქვა ხარ!გკოცნი და გეფერები უსასრულოდ ბევრს!
რედაქტირებულია

ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 61 posts ] 
ისევ სიყვარულზე: დედა
დესპანი