↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 115 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
KiZiBi წერს:
:cp:,ჩემო კარგო ადამიანებო, მეც შემოვუერთებ თქვენთვის ყველასათვის ნაცნობ, და, ალბათ, საყვარელ ნაწარმოებს..... მე, მაგალათად, უზომოდ მიყვარს.... საკმაოდ კარგი ნოველაა.....
გამარჯობა KiZiBi , მიხარია შენი ნახვა ....

კონსტანტინე გამსახურდია

მთვარის მოტაცება

(ამონარიდები)

სილამაზეს დიდებულს ხანდახნა სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).

ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს... ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.

კეთილო ფრაუ, თქვენ ევროპელები ეგოისტები ხართ, ჩვენგან მოითხოვთ გარდავიქმნათ, ე.ი. ჩვენ არ ვიქნეთ ისეთი, როგორიც ვყოფილვართ, ან ვართ. ე.ი. თქვენ დაგემსგავსოთ. და ეს თქვენ მოგდით, კეთილო ფრაუ, არა ჩვენის სიყვარულით, არამედ იმისთვის, რომ თქვენთვის უფრო ხელმარჯვე იქნება, რომ ყველანი თქვენა გგავდეთ. თქვენ ბევრი ხართ, ჩვენ ცოტა, თქვენ გინდათ იგივე უფლებით ჩაგვყლაპოთ, როგორითაც ცვარს ყლაპავს ზღვა და ლიფსიტას ვეშაპი. მაშინ თქვენ აღარ დაგჭირდებათ ჩვენი ენების შესწავლა, ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული სახელების დამახსოვრება, ჩვენი თავისებური სახელისა და გვარის გამოთქმა, თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ყველას არზაყანის, კეგვას, თარაშის ნაცვლად ჯონი, ჟანი და ჰანს გვერქვას.
თქვენ ის გირჩევნიათ, ჩვენ ჩვენი ენა დაგვავიწყდეს, თქვენ ენაზე გადავიდეთ, თქვენთვის უთუოდ აჯობებდა თქვენს ქარხნებში გაკეთებული საქონელი მოერგოს ჩვენს ტანს, თქვენს ავტომობილებს შევეჩვიოთ, თქვენი მანქანები ვიყიდოთ, თქვენი წიგნები და გაზეთები ვიკითხოთ და ჩვენზე ხელი ავიღოთ, თქვენი ღმერთები ვიწამოთ და ჩვენსას მივაფურთხოთ. თქვენი ლოცვები ვთქვათ და თქვენმა გემებმა ჩვენს ზღვებში თავისუფლად ითარეშონ და თუ ჩვენ მათზე თავდასხმას გავბედავთ, მაშინ უთუოდ მეკობრეებს გვიწოდებთ, როგორც ძველი ბერძნები. რაც შეეხება ჩანგალს, მე მანამდის ხელით ვსჭამ, ვიდრე ჩვენსავე ქარხნებში გაკეთებულ ჩანგლებს არ მომიტანენ.
ჩანგლის ხმარებაში, კეთილო ფრაუ, არც ისე დიდი ფილოსოფიაა. ჩვენ ძველ კოლხიდაშიც გვცოდნია ფიწლის ხმარება. ვინც ამას მიხვდა: ხელით მობოჭვას თივისას, ფიწლით აღება რომ სჯობია, საჭირო რომ ყოფილიყო, უთუოდ იმასაც მიხვდებოდა, ხელით ჭამას, ჩანგლით ჭამა რომ სჯობია.

რუხის ციხესთან ომი ყოფილა ოდესღაც. გაღმა ქართველები მდგარან, გამოღმა აფხაზები და თათრები. დიდხანს უტრიალეს თურმე ქართველებმა რუხის ციხეს. მერმე ფალავნურ ბრძოლაზე გადასულან. ქართველებს ვინმე ჩოლოყაშვილი გამოუშვიათ, აფხაზებს ვიღაც ემხვარი. ჩოლოყაშვილი ჭაღარა კაცი ყოფილა, ემხვარი უწვერული ჭაბუკი. და სწორედ იქ, სადაც ჩვენი ბორანია, შეხვდნენ ერთმანეთს თურმე ჩოლოყაშვილი და ემხვარი.
ემხვარი ეკვეთა პირველი და ხმლის ამოღება მოასწრო.
„რას უცდი, ჭაბუკო?“ - შესძახა ჩოლოყაშვილმა.
„უფროსისგან პირველ მოქნევას ველიო“.
გადახვევიან ურთიერთს და იმ დღიდან დამეგობრებულან.

ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს.

ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ჰყივიან.

ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი.

თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი.

როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined31 May 2007
Posts239
კარმა50
OFFLINEPROFILE
გაბრიელ გარსია მარკესი (ამონარიდი)
:ne:
“თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა,რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთიციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას, რასაც ვფიქრობ, მაგრამ უეჭველად ვიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ
დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულს, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია
ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს. მესმის რომ თითოეულ წუთს, როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის სამოც წამს, ვივილიდი მაშინ, როცა ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როდესაც ყველას ეძინებოდა. მოვუსმენდი, როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადი ნაყინს
ღმერთო თუ გული მექნებოდა მთელს ჩემ სიძულვილს გადავიტანდი ყინულზე და დაველოდებოდიმზის ამოსვლას, ვან გოგის ცნებებით ვარსკვლავებს დავხატავდი ბენეტესის ლექსს და სერატისსიმღერას სერენადად მივუძღვნიდიმთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა
ღმერთო ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა,,, არ გავიყვანდი არცერთ დღეს ისე, რომ ხალხისთვის არ მეთქვა რომ მე ის მიყვარს. დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი სიყვარულზე შეყვარებული ადამიანებს დავუმტკიცებდი თუ რაოდენ სცდებიან ფიქრობენ რა რომ შეყვარება არ სძალუმთ როდესაც ბერდებიან. მათ არ იციან, რომ სწორედ მაშინ ბერდებიან, როდესაც კარგავენ შეყვარების უნარს პატარა ბავშვს ვაჩუქებდი ფრთებს, მაგრამ მას მხოლოდ ფრენის სწავლის უფლებას მივცემდი. მოხუცებს დავანახებდი რომ სიკვდილი სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის. რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ხალხო... დავინახე ის, რომ ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება და არ იციან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე. ვისწავლე ისიც, რომ ახალშობილი თავისი პაწაწინა თითებით სულ პირველად ეჭიდება მამის ხელს, ეს სამუდამოა და არასოდეს გაუშვებს მას.
ვისწავლე, რომ ადამიანს აქვს უფლება უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება. რამდენი რამის სწავლა შევძელი თქვენგან, მაგრამ სინამდვილეში ბევრი აღარ გამომადგება, რადგან როდესაც მე მომათავსებენ კიდობანში, სამწუხაროდ მე უკვე მომაკვდავი ვიქნები
ყოველთვის თქვი ის, რასც გრძნობ და აკეთე ის, რასაც ფიქრობ. რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკმნელად გხედავ მძინარეს, მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს, რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე. რომ ვიცოდე, რომ უკანასკმნელად გხედავ როგორ გადიხარ სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი, რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკმნელად მესმის შენი ხმა, ფირზე ჩავიწერდი თითოეულ შენ სიტყვას, რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა. რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკმნელი წუთებია, გეტყოდი “ მიყვარხარ”,თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი.
ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული-ახალგაზრდას თუ მოხუცს . შეიძლება დღეს უკანასკმნელად ხედავ მათ, ვინც გიყვარს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს იცხოვრე დღევანდელი დღით, რამეთუ არ იცი იქნება ხვალინდელი დღე თუ არა, და მერე ნამდვილად დაგწყდება გული, რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისთვის, მოფერებისთვის კოცნისთვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე საყვარელ ადამიანს უკანასკმნელი სურვილი. გვერდიდან არ მოიშორო ისინი ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე თუ რაოდენ გჭირდებიან ისინი, გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ, დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა “ვწუხვარ” “მაპატიე” “გმადლობთ” და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რომელიც იცი.
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო, შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე მათ გამოსახატავად. უჩვენე შენს მეგობრებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თითოეული მათგანი შენთვის”
თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც იყო გუშინდელი. და თუ ამას არ გააკეთებ, არც მაგით დაშავდება რამე... დაიწყე შენი ოცნებების ახდენა. ახლა სწორედ ეს მომენტია.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
.......

"ენით ნუ იტყვი, რასაც აზრობ, ნურც შეასრულებ.
შეუფერებელს აზრსა რასმე. იყავ ყოველთვის
თავაზიანი, თავს კი ნურავის ნუ გაუყადრებ.
ვინც კი მეგობრად მიგაჩნია, გამოგიცდია,
ფოლადის ჯაჭვით მიიჭედე; მაგრამ იცოდე,
ხელს ნუ გაისვრი იმისთანა ახალგაზრდებთან,
რომელთ დედის რძე ჯერ ტუჩებზედ არ შეშრობიათ.
შფოთს მოერიდე, მაგრამ თუკი მოგიხდა სადმე,
მოიქეც ისე, რომ შენ სხვანი გერიდებოდნენ;


ბევრი ისმინე, მაგრამ ცოტა ილაპარაკე,
ყური მიაპყარ სხვების აზრსა, შენი დაჰფარე;
ტანისამოსი შეიკერე ჯიბის შესაფერ
და ეცადე, რომ იყოს კარგი, მდიდრად მორთული,
მაგრამ ერიდე მობრჭყვიალე ზიზილ-პიპილებს,
ტანისამოსხედ შეეტყობა კაცს მის დიდება.


ყველაზე მეტად ეს გახსოვდეს, რომ შენსა სიტყვას
არ ურალატო, მაშინ სხვასაც არ უღალატებ-
ეს მართალია ისე, როგორც ღამეს დღე მოსდევს."


უილიამ შექსპირი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
გულო ჩადექ საგულესა,გუგულო შენს ბუდესა.ქვიშავ წყალსა,ვარსკვლავნო ცასა,შენ შენსას,მე ჩემსას.არწივო მთასა,მწყერო ყანასა,მაყაყო ტბორსა,ეშმაკნო მძორსა.
ავდარმა,დარმა,მეწყერმა,წყალმა,თოვლმა,ქარმა,ზვავმა,ქალმა-რამ შეგაშინა რამა?
გულო ჩადექ საგულესა!გრძნობავ სადავესა,სულო სათავესა.მზეო მზეწვია,სტუმრად გეწვია,გონება შეგირყია,თვალი აგირია,არც ისე ადვილია.თვალო ქვასა,ენავ წყალსა,სიბნელევ ხრამსა,ბოროტო ხევსა,მეხო ხესა,გველო ხვრელსა,ობობავ ქსელსა,ბალახო ველსა,ლანდებო სხვენსა.შენ შენსას,მე ჩემსას...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined25 May 2007
Posts434
კარმა54
OFFLINEPROFILE
CQNAPA წერს:
გულო ჩადექ საგულესა,გუგულო შენს ბუდესა.ქვიშავ წყალსა,ვარსკვლავნო ცასა,შენ შენსას,მე ჩემსას.არწივო მთასა,მწყერო ყანასა,მაყაყო ტბორსა,ეშმაკნო მძორსა.
ავდარმა,დარმა,მეწყერმა,წყალმა,თოვლმა,ქარმა,ზვავმა,ქალმა-რამ შეგაშინა რამა?
გულო ჩადექ საგულესა!გრძნობავ სადავესა,სულო სათავესა.მზეო მზეწვია,სტუმრად გეწვია,გონება შეგირყია,თვალი აგირია,არც ისე ადვილია.თვალო ქვასა,ენავ წყალსა,სიბნელევ ხრამსა,ბოროტო ხევსა,მეხო ხესა,გველო ხვრელსა,ობობავ ქსელსა,ბალახო ველსა,ლანდებო სხვენსა.შენ შენსას,მე ჩემსას...
მაგარია :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
კ ე ნ ტ ი
ქალაქის ბაღის ყრუ კუთხეში დაჯდება მარტო,უსმენს მუსიკას,კრიალოსანზე ითვლის წარსულ წელიწადებს,ქარვასავით დაბინდულს იგონებს მეგობრებს.ხშირად ჩამოეძინება ცარიელ სკამზე და სიზმარივით ესმის სიცილი,კაბების შრიალი.
დაბინდდება,გაჩუმდება მუსიკა,ხალხი წავა,უგულო გაჰყვება განათებულ ქუჩებს,არ უნდა ადრე დაბრუნება ცივ ოთახში,არავინ დახვდება,არავინ მოეფერება!...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
*****
შენთვის უცხოა უყვარდე ვინმეს...ეს იყოს ქალი,არც ძლიერ უშნო,მაგრამ არც მხდალი.იქნებ არც იცი?ქალია ქარი...ზოგჯერ გრიგალი,შმაგი და ავი,ხანაც ნიავი მშვიდი და წყნარი.შენთვის ძნელია გიყვარდეს ქალი,რომელიც გეძებს დღითაც და ღამით.დარდია ქალი,ლანდია ღამის...ქალი ნისლია,დილის ბინდია...შენთვის უცხოა,შენ არ გინდია...
შენთვის უცხოა ცრემლები ქალის,ტკივილი ღამის და მოგონება გარდასულ ჟამის.შენ ვერ გაიგებ რად შფოთავს ქალი.იქნებ ყველაფერს აბრალებ ამინდს?..გაივლის ხანი,ჩადგება ქარი,გამოიდარებს აპრილის დარით და ვერ მიხვდები ვერაფერს მაინც,რისთვის ბრუნდება ფრინველთა ჯარი...
შენთვის უცხოა უყვარდე ვინმეს...ეს იყოს ქალი...ქალი...ჰო,ქალი!...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Feb 2007
Posts609
კარმა97
OFFLINEPROFILE
*******
შენ მონატრებას ყველაზე წმინდა ცრემლები მივუძღვენი,სევდანარევი მოგონება და ეს წაუკითხავი წერილი,იმედი,რომ ოდესმე წაიკითხო იქნებ.მთელ სამყაროზე არავინ არსებობს ასეთი ნაღვლიანი,როგორიც მე დამტოვე.ასე უხმოდ,ჩუმად,მოულოდნელად წახვედი და წამართვი ყველაფერი,დავცარიელდი,დავმუნჯდი და აღარც გელოდები.ვერც წარმოვიდგენ თუ როდესმე მიგიღებ ისევ.გადასატანი მარტომ გადავიტანე,ალბათ გაივლის ყველაფერი და აღარც შენ დაგჭირდები.ასეთ სიურპრიზს არ ვიმსახურებდი და არც ველოდი.შენთან ბედნიერი ვიყავი,შენი სურვილებით ვცხოვრობდი,შენი სიამოვნება იყო ჩემთვის ერთადერთი საფიქრალი,შენი თვალები ულამაზესი იყო ჩემთვის და მეც მისით ვუყურებდი მზეს,დილას,მთვარეს,ზაფხულის ვარსკვლავიან ცას.გმადლობ ამისათვის და მშვიდობით!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
მადლობ მამალო რომ ჩემზე იზრუნე და ეს აქ ჩამიწერე,აი ასე მოიქეცი ხოლმე.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
შენთვის ვილოცებ.
მინდა რომ შენ დამესიზმრო...რომ იცოდე რამდენს ვფიქრობ შენზე,მართლამოვყვებოდი ამაღამდელ სიზმარს,თუ ამაღამ დამესიზმრები აღარ გადავღლი ფიქრებით ღამეს და მცირე ხნით მაინც დავუთმობ ძილს ჩემს გატანჯულ სულსა და გულს.თუ შენ გაჩნდები ჩემ სიზმარში,სიხარულით ვივლი ხვალ ქუჩებში...თუ დამესიზმრები,მარტო შენ გაგიმხელ რატომ ბორგავენ და ვერ ჩერდებიან ერთ ადგილზე ტალღები ზღვისა.მარტო შენ გამოგიტყდები მზე და მთვარე რამ დააშორა,ან მოკიაფე ვარსკვლავები რატომ ქრებიან ცისკრის ჟამს.გიამბობ რაზე ჩურჩულებენ ასე დაუსრულებლივ ფოთლები,ან ეს წყარო ვის ამბავს ყვება,ანდა ზეციდან წამოსული სპეტაკი ფიფქი რატომ ისწრაფვის ასე მიწისკენ.მარტო შენ გეტყვი დადუმებულ ზართა გულისთქმას და მოგიყვები გაფრენილ ჩიტთა დარდზე.მერე გიჩვენებ მოხეტიალე ქარი სად ბუდობს,ან რატომ დაძრწის ამ ქვეყანაზე სიკვდილი და რა აცოცხლებს ამ სიცოცხლეს.ანდა ვიღაცა ყველას დაუკითხავად სულში რატომ შემოდის,ან ბილიკის ეს გზა სად მიგიყვანს,სად დამთავრდება...შენთვის გავამხელდი სიხარულისა და მწუხარების დიდ საიდუმლოს...მოგასმენინებ ვრცელ მელოდიას ამ ცხოვრების ზღაპარზე,და თუ შენ მოხვალ ჩემს სიზმარში,ნუ გეშინია არ მოგეფერები,რათა არ დაგაფრთხო,მერე კიდევ რომ გამეღვიძოს,თვალს არ გავახელ,სუნთქვას შევწყვეტ ისე გავუძლებ მართლა თუ ისურვებ ჩემ სიზმარში ყოფნას.ოღონდ მოდი ჩემთან სიზმარში და თუ გინდა წამართვი ის თბილი სუნთქვა მე რომ მაცოცხლებს...არ შეგეშინდეს!..მე გადავრჩები,დავრჩები და ვიარსებებ ამ ქვეყნად მაინც,ვიჩქარებ მარტო იმისთვის გავახილო ამ ქვეყნად თვალი რომ,დაგინახო და მერე...მერე კი იცი?..დაღამებამდე ვინებივრებ იმ თეთრ ღრუბლებში და ცისფერ ცაზე...ყველა კენჭს ავყრი წყლის ფსკერიდან,ავაცეკვებ იმ სწრაფ ტალღებზე,და მე დავკოცნი ნიავს,ქარს,სიოს,მაგ სუნთქვის ნაცვლად.მერე შევივლი სადმე ტაძარში და მწუხარე ფრესკებთან შენზე ვიჩურჩულებ,შენთვის ვილოცებ,ყველა სანთელს ერთად აგინთებ და მერე შეიძლება გავყვე კიდეც იმ მოცახცახე ალს სადღაც უხმაუროდ...ეს არ ინანო!მერე რა მოხდა.საქმე ის არის,ნეტავ თუ მართლა დამესიზმრები!...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
gamea,bnela,magram ise ara rogorc mis sulshi.mis sulshi ufro bnela vidre mzis sistemidan yvelaze shor planetaze,iq ufro bnela vidre okeanis yvelaze grma adgilas, sadac mzis sxivs dedamiwis gachenidan ar chaugwevia.ar vici am ukunet sibneleshi rogor fetqavs guli,sheizleba mogonebebit fetqavs,sheizleba ocnebebit magram me mgonia ufro grznobit fetqavs, albat jer kidev ar momkvdara siyvaruli, albat guli fiqrobs tan imxnevebs tavs, ra uyot rom bnela sulshi, gana ar amboben siyvaruli brma ariso? hoda tu brma aris raga sachiroa sinatle tuki mainc ver davinaxav mas. mxolod erti ragac ver gaugia, ratom chamobnleda sulshi,ara sadgac ki xvdeba magram ar unda rom sjerodes am fiqris, cudi araferi gauketebia am suls, ubralod taviseburi sulia, masshi ar devs pirvelobis survili arc gamochenis an sxvaze uket yofnis da amnairi ragaceebis,icis es gulma magram ar unda daijeros rom am, swored am taviseburobis gulistvis chamobnelda sulshi.is fiqrobs -kimara ratom, gana siyvaruli am ragaceebze meti araa? marto ameebze kiara yvelaferze meti araa? netav ratom ar esmit?sheizleba imitom rom yruebi arian, me im grznobit vfetqav romelic brma aris da albat kidev arsebobs iseti grznoba romelic yru aris, albat sxva gulebi am grznobit fetqaven,albat amitomac ar esmit.....
eh araushavs marto me xom ar vfetqav am brma gznobit, sxva gulic iqnba am grznobit mfetqavi,da iqneba gavigono misi xma.... ho iqneb gavigono da gavanateb isev am suls,da tu siyvaruli martlac sibrmaves moitxovs araushavs me tvalebs davxuchav...
ho ese fiqrobs is guli vici,vici imitom rom chemi gulia........

g.s.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
gaga წერს:
gamea,bnela,magram ise ara rogorc mis sulshi.mis sulshi ufro bnela vidre mzis sistemidan yvelaze shor planetaze,iq ufro bnela vidre okeanis yvelaze grma adgilas, sadac mzis sxivs dedamiwis gachenidan ar chaugwevia.ar vici am ukunet sibneleshi rogor fetqavs guli,sheizleba mogonebebit fetqavs,sheizleba ocnebebit magram me mgonia ufro grznobit fetqavs, albat jer kidev ar momkvdara siyvaruli, albat guli fiqrobs tan imxnevebs tavs, ra uyot rom bnela sulshi, gana ar amboben siyvaruli brma ariso? hoda tu brma aris raga sachiroa sinatle tuki mainc ver davinaxav mas. mxolod erti ragac ver gaugia, ratom chamobnleda sulshi,ara sadgac ki xvdeba magram ar unda rom sjerodes am fiqris, cudi araferi gauketebia am suls, ubralod taviseburi sulia, masshi ar devs pirvelobis survili arc gamochenis an sxvaze uket yofnis da amnairi ragaceebis,icis es gulma magram ar unda daijeros rom am, swored am taviseburobis gulistvis chamobnelda sulshi.is fiqrobs -kimara ratom, gana siyvaruli am ragaceebze meti araa? marto ameebze kiara yvelaferze meti araa? netav ratom ar esmit?sheizleba imitom rom yruebi arian, me im grznobit vfetqav romelic brma aris da albat kidev arsebobs iseti grznoba romelic yru aris, albat sxva gulebi am grznobit fetqaven,albat amitomac ar esmit.....
eh araushavs marto me xom ar vfetqav am brma gznobit, sxva gulic iqnba am grznobit mfetqavi,da iqneba gavigono misi xma.... ho iqneb gavigono da gavanateb isev am suls,da tu siyvaruli martlac sibrmaves moitxovs araushavs me tvalebs davxuchav...
ho ese fiqrobs is guli vici,vici imitom rom chemi gulia........

g.s.

სჰენტვის მინდოდა დამეცერა და ესჰმაკებსჰი დავცერე ვააა მაგარია მომეცონა ზალიან

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts559
კარმა52
OFFLINEPROFILE
შემოდგომაა...ამინდი მშვიდია!ვხედავ როგორ მიხვეტავს ქარი ტყეებიდან ზაფხულის სიცილს.მენატრები და მეჩვენები!სული კი ქარში მობიბინე სანთელივით იწვის...უცნაურია ეს სექტემბერი_მწიფე და მძიმე,როგორც მტევანი,მაგრამ ზაფხულის სუნი და ფერი ფეხდაფეხ მომდევს.დრო საოცარი სისწრაფით კივის,აღარ იცდის,დრო უღვრთოდ გარბის,მე კი მენატრები და მეჩვენები!ალბათ გავგიჟდები,ჰო ასეა მაგრამ,მე მიყვარხარ ასე გიჟივით,არ მეგონა ასეთ სიყვარულს თუ შევძლებდი.მენატრები,მეჩვენები და ისე გეფერები.მერე ქრება ეს წარმოსახვა მაგრამ,დროებით.მერე გელოდები დაუსრულებლად უხმოდ ვივსები.მე მხოლოდ შენით ვარ ბედნიერი.ეს ერთგულება და სიყვარული რკინის უღლით დამაქვს.ვის რაში უნდა ეს აღსარება?მაგრამ შენ ვიცი გამიგებ ამას.ნუ ჩამითვლი ბანალურ ხმებად შენთვის მოწერილ მოწყენილ სტრიქონებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined31 Mar 2007
Posts620
კარმა49
OFFLINEPROFILE
CQNAPA წერს:
შემოდგომაა...ამინდი მშვიდია!ვხედავ როგორ მიხვეტავს ქარი ტყეებიდან ზაფხულის სიცილს.მენატრები და მეჩვენები!სული კი ქარში მობიბინე სანთელივით იწვის...უცნაურია ეს სექტემბერი_მწიფე და მძიმე,როგორც მტევანი,მაგრამ ზაფხულის სუნი და ფერი ფეხდაფეხ მომდევს.დრო საოცარი სისწრაფით კივის,აღარ იცდის,დრო უღვრთოდ გარბის,მე კი მენატრები და მეჩვენები!ალბათ გავგიჟდები,ჰო ასეა მაგრამ,მე მიყვარხარ ასე გიჟივით,არ მეგონა ასეთ სიყვარულს თუ შევძლებდი.მენატრები,მეჩვენები და ისე გეფერები.მერე ქრება ეს წარმოსახვა მაგრამ,დროებით.მერე გელოდები დაუსრულებლად უხმოდ ვივსები.მე მხოლოდ შენით ვარ ბედნიერი.ეს ერთგულება და სიყვარული რკინის უღლით დამაქვს.ვის რაში უნდა ეს აღსარება?მაგრამ შენ ვიცი გამიგებ ამას.ნუ ჩამითვლი ბანალურ ხმებად შენთვის მოწერილ მოწყენილ სტრიქონებს.

ეჰ შენც ჩემსავით ყოფილხარ ოდესღაც დამწვარი :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 May 2007
Posts625
კარმა57
OFFLINEPROFILE
ეხ რას გვიშვება ეს სიყვარული. :ke:

lol lol

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 115 posts ] 
დესპანი