ინსტიტუტში იაპონურ ენას ვსწავლობდით. ჰოდა, ახალ სიტყვებს გავდივართ. იაპონურად რინგო ნიშნავს ვაშლს, რენგო კი აგურს. ჰოდა,მე ეს ორი სიტყვა ყოველთვის მეშლებოდა. ლექციაზე შემოდის ჩვენი მდივანი ქალი და რაღაცას გვეუბნება, მე ერთხელ შევეკამათე, მეორედ, მესამედ და ბოლოს იაპონურის მასწავლებელმა ვერ მოითმინა და მითხრა. ზარანდია, შენ კი საერთოდ გაჩუმდი აგურს ვაშლისგან ვერ ანსხვავებო.

ჰო, კიდევ რამე ტექსტს რომ ვყვებოდი იაპონურად, მასწავლებელი მეუბნებოდა (რუსი იყო): პირველად მესმის იაპონური ქართული აქცენტითო.
