mancho2007 wrote:ციტატა:
ქალბატონო ,,ბარბი\'\'!(ნიკიც კი ამ დროს ამერიკული წარმოშობის გაქვთ) არ დავიზარე და თავიდან ბოლომდე გადავხედე ამ თემაზე დაწერილ ყველა კომენტარს. არა, მეხსიერება დარწმუნებული ვარ არც მღალატობდა, მაგრამ ხომ გაგიგიათ გამნეორება ცოდნის დედააო, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თქვენი კომენტარის არაკორექტულობაში. რატომღაც ბრალი დამდეთ, რომ მე ყოველთვის არაადექვატურ შეფასებას ვუკეთებ თქვენს კომენტარებს,ხომ ვერ მიმინიშნებდით კონკრეტულად რომელ კომენტარზე გაგეცით პასუხი ერთის გარდა? არ გეკადრებათ მსგავსი ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, არც ის ცინიზმია თქვენგან მისაღები რასაც ანთხევთ ამ საიტზე, ეხლა კი ვხვდები რატომ გაგიჭირდათ სამსახურის პოვნა. მეორე ის მინდა შეგახსენოთ , რომ თიკეის ერთი შვილი ყავს, შვილებზე მე ვსაუბრობდი, მესამე ის ,რომ თუ ჩემი დაოჯახების ,,სტაჟი\'\' გაინტერესებთ, 20 წელს ითვლის უკვე, ასე რომ როგორც ნახეთ არც ზურიკელასავით აქ არ მიპოვია გულის სწორი. ანდა რატომ გგონიათ ,რომ თუ ვინმე ნამდვილად აქ ეწია ბედნიერებას და ნამდვილი ქართული ოჯახი შექმნა (მე ბევრი ვიცი მსგავსი) ის თქვენი გასაქილიკებელია? არც მე ჩემს წინა კომენტარში სხვა არაფერი მითქვამს იმის გარდა , რომ თქვენ არანაირი უფლება არა გაქვთ გაკიცხოთ ვინმე,ასე აუგად არ უნდა მოიხსენიებდეთ ქართველ ქალებს, თქვენი თქმით პატივაყრილებს. ამას არა აქვს მნიშვნელობა ისინი რა რჯულის ხალხს ემსახურებიან, პირველ რიგში ყველა თავის ოჯახს ემსახურება. რაც შეეხება ,,შვილიკოებს\'\' მეც მყავს ამერიკელი ,,შვილიკო\'\' მერე.... ამით რისი თქმა გსურთ? ვენაცვალე ყველა იმ ქართველს თავის ტრადიციას , ჯიშს და მოდგმას რომ არ დაივიწყებს, აქაური ქართველები გმირები არიან, შეხედეთ ქართული ცეკვის ანსამბლს შექმნილს ამერიკაში, ბავშვები ყოველი გამოსვლით ცეცხლს ანთებენ სცენაზე, რა არის პატარა შვილიკოებში ცუდი? თუნდაც აქ იყვნენ დაბადებულნი? პირიქით ჩემი აზრით უნდა უხაროდეს ყველა ნორმალურ ქართველს ,რომ ნახულობენ აქაური ქართველი დედები იმის ძალას, აქაც ქართული სულისკვეთებით აღზარდონ შვილები. და ბოლოს ისევ დუმბაძის სიტყვებით მინდა გიპასუხოთ: ზემოთ ციტირებული გქონდათ ზურიკელას ლექსის შემდგომ ილიკო, ილარიონის დიალოგი, მე კი მინდა ფრაზა დაგიმთავროთ .თქვენი კომენტარები ცოტა ხმამაღლაა დაწერილი, ისე მაგას კი ეშველება ხმადაბლა წაიკითხავს კაცი მაგრამ , თქვენ.....
მე მგონი გასაგებია. თქვენგან განსხვავებით მე მსგავს კომენტარებზე სმაილიკები არ მჭირდება, თქვენი კომენტარები ისედაც სმაილიკებია თავიდან ბოლომდე.
ეჰ მანჩო,აქ ზოგიერთ ქალბატონს ისე აქვს\" კალამი\"ალესილი,რომ ნამდვილად პირად შეურაცხყოფაზე გადადიან.წარმოგიდგენია LIVE-ში რას გვიზამენ?არა უშავს,მაინც ყველა მიყვარს და მათგან განსხვავებით სხვის აზრსაც პატივს ვცემ .ისე ბარბიმ კარგი გამახსენა,წავედი ჩემი დიპლომები გავამზეურო.=ko=