↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყური იმიტომ არ იზრდება, რომ ბევრის გამგონიაო.
ყურით ვისმენ და ძაღლი არა ვარ, კუდი რომ გავაქანოო.
ყურმა სთქვა, უცხო ამბები რომ მესმის, იმიტომ არ ვიზრდებიო.
ყურმოჭრილი ყმა და ბრმა ერთრიგად უნდა იყვნენო.
ყურძნის ქურდი იანვარში დაიკვეხებსო.
ყურძნის სიყვარულით ღობეს ჰკოცნიდნენო.

შაბათს გადაწმენდილი, კვირა სადილობამდეო.
შაბაშ სიტყვა, შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე მისგან ქმნილი.
შავ ღორს თუნდა აღმა აფხანე, თუნდა დაღმა დაფხანე, მაინც ისევ ღორია.
შავ ღორს შავტუხა არ დაელევაო.
შავი გული და თეთრი კბილიო.
შავი კანის ჩენასა, შავი ფარატინის აფარება სჯობია.
შავი ტანი და თეთრი ტანი აბანოში გამოჩნდებაო.
შავი ქვა და ნაცარი ცხელიო.
შავი ცხვარი ბანვით მოჰკლეს, თეთრი - დაუბანლობითო.
შანილის აშლა სჯობდა მაგის აშლასაო (ბავშვზე ითქმის).
შარი ხეირად გადაექცაო.
შარშან ჩემი შვილი ცხენს აჭენებდა, წელს კარზე ვერ გადიარსო.
შარშან მამიდა მომიკვდა, წრეულს ახავაგლახმეო.
შაშვმა სთქვა: \"ქალს იმას დაუძახებ, ვინც ახალწელიწადს წიწილის ამოპურებას მომასწრებსო\".
შეაქეს მურია და შეაჭამეს მგელს.
შეგნებულ კაცს მონა გაუხდი და შეუგნებელ კაცს საყვარელ კაცადაც ნუ გაუხდებიო.
შეგნებულთან ომი სჯობია, შეუგნებელთან პურის ჭამასო (ლხინსაო).
შეგნებული მტერი გირჩევნოდეს, შეუგნებელ მოყვარესო.
შეემატოს მღვიძარესო, შემოაკლდეს მძინარესო.
შემოდგომაზე ბუზები მწარედ იკბინებიან.
შენ გძინავს, ვალი იზრდება.
შენ დაუკარ, მე მიამა, მე დაუკარ, შენ გიამა.
შენ იმისი გეშინოდეს, ვისაც შენი ეშინია.
შენ მოკეთეს სამჯერ მოსწიე, თუ არ მოვიდეს, - ჰკარ, უკუ და გააგდე.
შენ რას იკვეხი მამულო, ყანა ამინდის შვილია.
შენ რომ გგონია ერბო - ქონია, რომ მოადუღებ - ღორის ქონია.
შენ რომ დიდი ტანი გქონდეს, ჩემი შეიდიშისა რა ბრალია.
შენ რომ სასწავლოდ მიხვიდოდი, მე ნასწავლი მოვდიოდი.
შენ შენს ფუშრუკს მოურიეო.
შენ ხილი ჭამე, მებაღე რას გეკითხებაო.
შენახულს შემნახავი უნდა სჯობდეს.
შენგან არ იკვირს?!
შენზე დადგა შენი გვარი, შენ დადექი მეწისქვილედ.
შენი ბატონი ხიდად რომ გაგედვას, ზედ ნუ გაივლიო.
შენი გამზრდელი ეშმაკი ჩემი გამოზრდილიაო.
შენი გულის პასუხს მიჰხედე, ის გეტყვის თუ კი ჰკითხავო.
შენი გოჭის ხუთშაბათი შენს პაიჭებს ეტყობაო.
შენი ენა მოლს მოსწვავსო.
შენი თავი თოროზას გუდაში.
შენი თუ არ იცოდე, სხვისი უნდა დაიჯეროო.
შენი კარი გააღე, სხვისიც ღია დაგხვდება.
შენი მეზობელი შენს სხვენზეაო.
შენი მტერი, ვისაც მოჰხვდება მჭედლის კვერი.
შენი სვი და შენი სჭამე, ჩემსას ჯვარი დამიწერე!
შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდება.
შენი ჯაგლაგი აჭენე სხვის ბედაურის ჭენებასა.
შენს მოტყუებულს კიდევ მოტყუილება სჭირია.
შენს მტერს თუ ხელთ აქვს ისარი, ნურც შენ გიჭირავს - ფიცარი.
შენს მუცელში ქორწილია, ჩემში ნიშნობაც არ არის.
შენს რას იკვეხი, მოხუცო, ყანა ამინდზე ჰკიდია.
შენს სულგრძელობას ჩემი დღეგრძელობაც უნდა.
შენსას ვარახელა, ჩემსას არაფელა!
შენც გინდოდა, მეც მინდოდა, მოციქული რად გვინდოდა?
შენც იგი უყავ სხვასაო, რაც ირგებს თავსაო.
შენც წახდი, მეც წამახდინე.
შეუვლით შვილი არ შეიქმნებაო.
შეუცოდავი მამაცი გულოვნად გამბედავია.
შეშინებული ძაღლი ერთი წელიწადი ბუჩქს უყეფდა.
შეცოდება თუ შეგიძლია, მონანიებაც შეიძელიო.
შეძახებულიო, წყალწაღებულიო.
შეძლეული პური ძაღლმა არ შესჭამაო.
შვიდ მაისს რომ შვიდი ღერი ყანა იდგეს, ნურც აქებ და ნურც აძაგებო.
შვიდ სადილზე შეესწრო, შვიდი ლუკმა აიღო.
შვიდი ჭურის ამდუღებელიო.
შვიდწელიწადს მერმე დედმამას შვილის ცოდვა არ ეკითხებაო.
შვიდჯერ თვალი გადაავლე, ერთხელ ხმალი გადაავლე.
შვილი მამასა თამაშს ასწავლიდაო.
შვილი მამისაო, მოსწიე გვარისაო.
შვილი მოგიკლა, თუ სიცრუე მოგიგონოო? - შვილი მომიკალიო.
შვილი, მომდურე დედისა, ურჩია თავის თავისა.
შვილი მოჯალაბისას მიაბარე და გამოიზრდებაო.
შვილი მტრულად გამოზარდე, მოყვრულად გამოგადგებაო.
შვილი სიყვარულს შუა ჰყოფსო (ცოლ-ქმარს შუა).
შვილი ჩემია, მაგრამ ჭკუა თავისი აქვსო.
შვილი ჩვენი გვიყვარს, ცოლი კი - სხვისიო.
შვილის გაზრდას ათი კოდი ფეტვის დახვრეტა სჯობიანო.
შვილის მიზეზით დედა ძღება ხოლმე (რამე მოუნდება და შვილს მოიმიზეზებს, ამას უნდაო).
შვილის სიკვდილი მირჩევნიან ცილის დაწამებასაო.
შვილმა გული გაიარა, შვილისშვილმა - გულის წვერი.
შვილმა რომ დედის გულისთვის ხელის გულზე ერბო-კვერცხი მოიწვას, მაინც დედის ამაგს ვერ გადაიხდის.
შვილს დედმამა ხაზინა ჰგონია.
შინ გარიგებული საქმე გარედ არ გამოდგება.
შინ მიტანილი ქვაც ქადააო.
შინ მოუსვლელი და მკვდარი ერთიაო (გინდ მკვდარი, გინდ შინ მოუსვლელი).
შინ მშვიდობა, გარეთ გამარჯვება.
შინ მცემენ, კარში ვერ მითქვამს, კარში მცემენ, შინ ვერ მითქვამს.
შინ შვილები გიტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდაო.
შინაური ქალი ელამია.
შინაურ ხარს მოზვერს ეძახიანო.
შიშველი ას კაცთ ძარცვეს, ძარცვეს და ვერ გაძარცვეს.
შიში თავს ზევით არ წავა.
შიში მიჩვენე და მუხლს გიჩვენებო.
შიში სიკვდილისგან (გადამდებისგან) ვერ იხსნისო.
შიშით ღვთის წყალობა ვერავის უთქვამს (ბოროტისათვის).
შოლტი ისე უნდა მოიქნიო, რომ შენვე არ მოგხვდესო.
შორეულ ცხენოსანს ახლობელი ვიროსანი სჯობიანო.
შორს მოუარე და მშვიდობით დაბრუნდიო.
შრომა ბედნიერებააო.
შუა ბაზარში მტრისა არ ეშინიანო (მხდალზე იტყვიან).
შუა კაცის გული ჩალვათიაო (ხსნილიაო).
შუაღამემდის ქმარი ეხვეწებოდა, შუაღამის მერე ცოლიო.
შუაღამისას დათვი მზეს ეფიცებოდაო.
შური ფრინავს ჰაერში, სიკეთე კი - მთლად ერში.
შურიან კაცს მეზობლის ვარდი თვალში ეკლად ესობოდაო.
შურიანები იხოცებიან, შური კი ისევ რჩებაო.
შფოთისა მტერსა მიუშვი გამოცდილების მდინარე, შემოირეცხე მთლად მწიკვლი, მტრისაგან გასაცინარე.
ჩავვარდი საგონებელსა, ვითარც კამეჩი მორევსა.
ჩავლილი ბევრი მინახავს, ამოვლილი კი - არა.
ჩათრევას ჩაყოლა სჯობიანო.
ჩამავალი მზე ამომავალ მთვარეს განზე უყურებსო.
ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე ვინ ილაპარაკებსო.
ჩანჩალა კაცი წინ ვერ წავაო.
ჩაწიხლე წაქცეულიო.
ჩემი ავლადიდება კატას აეკიდება.
ჩემი ავლადიდება კურდღელს აეკიდება.
ჩემი არ გითხრა, გული რით დაგწყვიტო?
ჩემი გაჭედილი ხატის ამბავი მე უკეთ ვიციო.
ჩემი ენა ტიტია, ყბაში კარგა მიტკიცა.
ჩემი ენა - ჩემი მტერი, იგივ მეგობარი ჩემი.
ჩემი ვირი კი მოკვდა და ეს ქალაქი რიღას ქალაქიაო.
ჩემი კაბის სახელიო - ჩემი ჟიი საფერიო. სადაც წაველ, სულ თან წამყვა ჩემი ძველი სახელიო.
ჩემი მტერი ჩემი სვინდისიაო.
ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია.
ჩემი სამართალი თოფის პირზე მაქვსო - უთქვამს აჭარელს.
ჩემი სამართალი ჩემი ხანჯალია.
ჩემი სიცოცხლე რომ სულ სახლი ვაგო, შიგ როდისღა შევიდეო?
ჩემი ურგები ქოთანი ქვასა, და მაწონი - ძაღლსაო.
ჩემი ურგები შვილი წყალსაო.
ჩემი უსიამოვნო - მარჯვენა ხელიც არ მინდა.
ჩემი წყევლა ტალივითა, მეზობლისა - წყალივითა.
ჩემი ხელი შენ ხომ არ მოგეხმარება!
ჩემი ხნის კაცს სიზმარიც დაეჯერებაო.
ჩემმა დაჭედილმა ჯორმა წიხლი ისევ მე მესროლაო.
ჩემმა თავმა ქვა მარტყა.
ჩემო ბამბის ტომარაო, ყურთა გესმის თუ არაო? მე რომ ჯოხი მოგაბარე, მოიხმარე თუ არაო?
ჩემს არამკითხე შვილსა რასაც არა ვკითხავდი, იმას ატრაკუნებდაო.
ჩემს ბაღში ხილს არავის მოვაწყვეტინებო.
ჩემს თავზე მარტო წისქვილი არ დატრიალებულა.
ჩემს თეთრ თუღუნს არვინ გასცვლის შენს შავს არაბზეო.
ჩემს იქით თოფი გინდა კუნძს მოხვდეს და გინდ კაცსაო.
ჩემს მუნიან თავზეც შემოჯდება მწყერი.
ჩემს შვილს ისე მეზობლის ჯავრზე ძირს ვერ დავახეთქებ, რომ მეზობლის ქათამს საკვერცხე გაუსკდესო.
ჩვენებიანთ ჭაკი ვირი გაძღება და გაგორდება.
ჩვენთვის არ გათენებულა და არც გათენდება.
ჩვენი გოგიტა ქართველი ახირებული კაცია: სიმშილით კუჭი უხმება, სტუმარს დაუკლა ვაცია.
ჩვენი თხები თქვენ თხებთან ვერა სძოვენ.
ჩვენსა მოხვალ - ღვინოს ყლუჭავ, თქვენსა მოვალთ - თვალებს ხუჭავ.
ჩვენსა ყლაპე, ყლაპე!. თქვენსა კაპე, კაპე!.
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
ჩვეულებამ პანღური ამომკრაო.
ჩიკორა ცემით მოკლეს, რატომ ძმა არა გყავსო.
ჩიტი ეკალს შეეხიზნა და ტოროლა - კურცხალსაო.
ჩიტი მთაში გაიზარდა, მთას შეაკვდაო.
ჩიტი ნარს შეეხიზნა, წვიმა მომიფარეო.
ჩიტი ნეხვზე იჯდა და ბოლოს არიდებდაო.
ჩიტი სჭამდა გოგრასაო, ვაი ამ დროს მოყრასაო.
ჩიტი ფერხულში ჩაება და იძახდა: \"ფეტვი, ფეტვიო\".
ჩიტი ფრთითაო, ქალი ქმრითაო.
ჩიტი წიწკნად არა ღირდა.
ჩიტის ნანახი კანაფი არ გაიხარებსო.
ჩიტმა თავის ბუდე იცის.
ჩიტს აფრენა უნდოდა და აფრთხობას ელოდაო.
ჩიტს სადაც უნდა, ბუდეს იქ გაიკეთებს.
ჩიჩიც მინდა, ბაბაც მინდა, კაკა ყველას მირჩევნიაო.
ჩიჩხვინა კაცი ბევრ კურდღლებს გააქცევსო.
ჩონგურს როგორც დამიკრავ, ისე დაგითამაშდებიო.
ჩუმჩუმათობა ოჯახის დამქცევიაო.
ჩქარი კაცი სიტყვისა, საქმეში ბევრგან წააგებსო.
ჩჩვილ ბავშვს დღეში იმდენჯერ სჭირია დაძუძურება, რამდენსაც ხარი კუდს გააქნევსო.
ჩჩვილი ყველაზე დიდი ბატონიაო.
ჩხავანა კატა მახეში გაბმულ თაგვზე გაიმარჯვებსო.
ჩხირი კედელს!
ჩხუბს თავლაფიანობა მოსდევს.
ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომ შერიგებაში შეგრცხვესო.
ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს ეწეოდა.
ცა მწყალობდეს, თვარემ ღრუბელი ვერას დამაკლებსო.
ცა ქუდად არ მიაჩნია, დედამიწა ქალამნადო.
ცაი ფეხით მოვაო (დიდ წვიმაზე იტყვიან).
ცალ-ცალკე მომჩივანი ბატონს მართალი ეგონაო.
ცალთვალა ხარს ორთვალა ხარის ნამუშევარი თავისი ეგონაო.
ცალი ხელით ტაში არ დაიკვრება.
ცარიელ კაცს საბაჟოზე მიუხაროდაო.
ცარიელ ქოთანში თითს არავინ ჩაჰყოფს.
ცარიელ ჯამს ხელს არავინ ჰკრავს.
ცარიელი კაცი ქვაზე მაგარია.
ცარიელი ტომარა ფეხზე ვერ დადგება.
ცარიელმა თითმაო პირი გამომქლიტაო.
ცას არავინ შეაბერდება.
ცას ქვეშ რაც კაცია, ყველა სიკვდილისააო.
ცაცი ძირს ვერ დადიოდა - ხეზე დაბაჯბაჯებდაო.
ცდა ბედის მონახევრეა.
ცელს ნუ მთხოვ და ცოლს გათხოვებ.
ცენტერაძის მოლოზანი ქვეყნის სატირალს ტიროდაო.
ცერცვი კედელსა, სწავლა რეგვენსა.
ცეტისთვის სულ აღდგომაა.
ცეცხლზე წყალი რად დამისხი (რად მიმტერეო)?
ცეცხლი და ნავთია.
ცეცხლი ვთქვი, ენა არ დამწვა.
ცეცხლი ისე გააქრე, რომ ბოლი არ აუვიდეს.
ცეცხლიდან გაქცეული წყალში დაიხრჩოო.
ცეცხლის პატარა ნაპერწკალი დიდ ხორას გადასწვავსო.
ცეცხლო შენ ხელი დამწვიო, შორს გივლი გული მტკივაო.
ცეცხლს ნუ ეხუმრები, წყალს ნუ ერწმუნები.
ცეცხლს ხელს ვკიდებდი და გულსა მწვავდაო.
ცვარი ცვარსა ჰკარ, ზღვათ იქცევაო.
ცვარი წვიმა კი არ არის, მაგრამ მისებრ მარგებელიაო.
ცვარში დახრჩობას ზღვაში დახრჩობა სჯობიანო.
ცვილი რკინად არ გამოდნების.
ციება კაცს სიცოცხლეში თუ არა - მკვდარს მაინც გაუვლისო.
ცივი ღომი კარზე, ხინკალი მთაზე.
ცინგლიანი კაცის მიზეზი ავი დარიაო.
ცის ელვა და დედაკაცის მუცლის ტკივილი ერთიაო.
ცისარტყელას დარი მოსდევსო.
ციციაანთ დავა გახდაო.
ციციაანთ სუფრა ხომ არაა (თუ სუფრაზე პური ცოტაა).
ციცინათელის შუქი მისდევს.
ციციშვილის ნასუფრალი ამირაჯიბის სადილიო.
ციცხვიც ვიცი და კოვზიცაო.
ციხე ვისიც არის, მინდორიც იმისიაო.
ციხე შიგნიდან გატყდებაო.
ციხეს კარი უნდა, კარს უკან კაცი.
ცოდვა გამჟღავნებული სჯობიაო.
ცოდნა გონების ფარია, თუ რომ არავინ არია.
ცოდნა სამოთხეა და არცოდნა - ჯოჯოხეთი.
ცოდნას ფულზედაც დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია.
ცოდო კაცს არ დააყენებს.
ცოდო - პატარძალია.
ცოდო შვილისშვილამდისო.
ცოლი შევირთო ლამაზი, ვაჰ, თუ არ შემიყვაროსა! სამეზობლოდ რომ წავიდეს, ულვაშ-კოკობი ნახოსა, მას გაუშალოს ბუმბული, მე ჩალა გამიქექოსა, სხვას შეუწვას ერბო-კვერცხი, მე მხალი მომინახოსა.
ცოლი შერთეს უნდილასაო, ეგრე იყო უწინაცაო.
ცოლი, ცხენი და ღვინო ბევრს ახალგაზრდას უსპობს სიცოცხლეს.
ცოლის ნამზითვს კვირის სადილი მირჩევნიაო.
ცოლმა თუ ქმარს გადააჭრა, ცხრა უღელი ხარის ღონე აქვსო.
ცოლ-ქმრის ამბავი მხოლოდ ლოგინმა უნდა იცოდესო.
ცოლქმარის ჩხუბი რეგვენს გაყრა ეგონაო (ან მართალი ეგონაო).
ცოლს ნუ უწევ ღაზობასა, არ მოგაკლებს ბრაზობასა.
ცოტა და კარგი ნახნავი სჯობს ბევრსა ხარჯებიანსა.
ცოტა მოთოხნე, ცოტა მოხოხნე.
ცოტას მხვნელ - მთესველი ღმერთს ემდურებოდაო.
ცოტა რამ კვერის დამკვრელის ხელშიაც არის.
ცოფიან ძაღლს, სადაც მოჰკლავენ, იქვე დამარხვენო.
ცოცხალი რომ არ გიყვარდი, მკვდარს რაღას შემეფერები.
ცოცხლებმა იკითხონ, თორემ მკვდარს აბა, რა უჭირსო.
ცრუ და მავნე შეიყარა.
ცუდა კაცი ხელში მახათს იყრიდაო.
ცუდა, უსაქმურა კაცი სულ მშიერი იქნებაო.
ცუდად სიტყვას ნუ დახარჯავ, ვერ შეიგნებს ბრიყვი კაცი.
ცუდათ ჯდომას, ცუდათ შრომა სჯობიან.
ცუდაობა და უსაქმურობა კაცისთვის დიდი ჭირიაო.
ცუდი სიტყვა ხანსა გრძელსა, ვერ გაივლის - უთქვამს ბრძენსა.
ცუდი ჩვეულებისთვის ჭკვიანსაც სულელს დაუძახებენ.
ცუდია, ცუდი სოფელი, ცუდი აკვანი ირწება, ზოგსა აქვს ლხინის ქორწილი, ზოგი სიმშილით იწვება.
ცუდს არ მაკადრიანო, კარგს არ მაღირსიანო.
ცუდსა მეთევზეს შერჩება უბრალოდ წყალთა მღვრევანი.
ცული პატარაა, ხელი დიდ ხეს მოსჭრის.
ცულს ტარი შიგნითგან დაეგებაო.
ცუნცრუკი ამ წამს ნათქვამს იმ წამს გადათქვამსო.
ცხარე მუშა თავის თავს შეაფშვნეტსო.
ცხარე ქოთანი თავის თავს გაჰხეთქს.
ცხარე ძმარი ჭურჭელს გაჰხეთქს.
ცხენ დავარდნილ კაცს შინ მშვიდობის მეტი რა ეთქმისო.
ცხენი გვარით გაიქცევაო.
ცხენი ვნახე, კვალი - ვერა.
ცხენი თუ არ ამუშავე - ბატონია.
ცხენი მწოლიარე, ხარი მდგომიარე.
ცხენიდან ჩამოვარდნილს, ვირიც არ შეისვამსო.
ცხენის მოლოდინით კაცი სიარულით არ დაიღლებაო.
ცხენის სიკვდილი ძაღლის დღესასწაულიაო.
ცხენის სისხლში კაცის სისხლიც ურევიაო.
ცხენიც კი არ წავა უმათრახოდ.
ცხენმა და ვირმა სთქვეს: \"შვიდ წლამდი მადროვე და მერე მე მკითხეო\".
ცხენს ვერ მოერიენ და უნაგირს ამტვრევდენო.
ცხენს კუდს მოედანზე ნუ მოსჭრი, ზოგი გრძელს იტყვის, ზოგი მოკლეს და დაგიმახინჯებენო.
ცხენს მისივე ფეხები იპარავს.
ცხვარი ბატონსა და ძროხა ანტონსაო. (იმერელ თავადიშვილ ნიჟარაძეს ჰყოლია მოურავად ვინმე ანტონ ჩიქოვანი. ერთ გლეხს დიდი საქმე დასჭირებია ბატონთან. მოურავს უთქვამს: მე გავაკეთებ მაგ საქმეს ბატონთან, მხოლოდ ქრთამად საჭიროა ერთი ცხვარი და ერთი ძროხაო. ხვალვე მოიყვანე, მხოლოდ ცხვარი ბატონს მიართვი და ძროხა კი - მეო. თანაც დაბეჯითებით რამდენჯერმე გაუმეორებია: არ დაგავიწყდეს, ცხვარი ბატონსა და ძროხა - ანტონსაო).
ცხვარი კლდეში გადავარდა - თხამ გაიცინა - რა გაცინებსო? უკანარი გამოუჩნდაო. შენ მუდამ აწეული გაქვს და გიჩანსო, მაგრამ ვინ იცინისო.
ცხვარი სიმშილითა კვდება, თხა კიკინით გამოვიდა.
ცხვარი უთხოდ არსად წავა.
ცხვარი ცხვარია, და, თუ გაცხარდა, ცხარეაო.
ცხვარმა თხას სთხოვა ნაპარსი.
ცხვარმა სთქვა: \"ქვეყანა რომ მოვიარო, ვერ გავძღები, მაგრამ მწყემსი მეცოდებაო\".
ცხვარო! ვისი ხარ? და ვის კარზედაც დავიბღავლებო.
ცხვარს უთქვია: ღმერთო, ჩემს პატრონს ისე ნუ გააღარიბებ, რომ შემოდგომაზე მუცელი გამიპარსოსო, და ნურც ისე გაამდიდრებ, რომ გაზაფხულზე არ გამპარსოსო.
ცხვირი რომ შუაში არ იყვეს, თვალები ერთმანეთს მოსთხრიდნენო.
ცხვირს მოიწმენდენ და არა მოიგლეჯენ.
ცხვრის დუმას არა სჭამს - უკან აბიაო.
ცხოვრება მოლიპული გზაა, ვინც თავდაჭერილი სიარული არ იცის, კისერს მოიტეხს.
ცხრა მარტს ცხრა მტკაველა თოვლი მოვიდა, შიგ ჯოხი დაფლეს და საღამომდე წაიქცაო.
ცხრა მექოთნეს ერთმა მტეხელმა აჯობაო.
ცხრა ქალის ჭკუა ერთ კაკლის ნაჭუჭში ჩაიდებაო.
ცხრაასი წელი, ვითარცა ერთი წამიო, - უთქვამს ნატუსალას*.
ძალა აღმართსა ხნავს.
ძალა ერთობაშია.
ძალა მოვიდა და სამართალი ერდოში აძვრა.
ძალა მდევის, გახტომა - ფურ-ირემის.
ძალად ბედს ვერავინ იშოვნის.
ძალად გალამაზება არ იქნება.
ძალად გატანებული ძაღლი ცხვარს არ არგია.
ძალად მიტევებული მწევარი კურდღელს ვერ დაიჭერსო.
ძალად ნურც რას იტყვი და ნურც სხვას ძვირს ათქმევინებო.
ძალას რიგზე მოხმარება უნდაო.
ძალით და ფულით განგებას ვერას გზით დაემალები.
ძაღლი დასაქმეს და მანაც თავის - კუდიო.
ძაღლი გაკრიჭეს და პატრონი გამოუჩნდაო.
ძაღლი ვინც მოჰკლას - იმანვე უნდა გაათრიოსო.
ძაღლი ისე ვერ დაწვება, რომ მუცელი არ გამოუჩნდეს.
ძაღლი იყეფებს, იყეფებს ბოლოს მაინც დადგებაო.
ძაღლი ლეკვობისას გამოიზრდება.
ძაღლი მყავდა ახარაო, მე მრცხვენოდა, მას არაო.
ძაღლი პატრონსა მორჩილებს ერთგულებისა წესითა, მშიერი ეზოს დაიცავს სიმშილითა და კვნესითა.
ძაღლი რაც უნდა დასწრთვნა, მაინც ყეფას არ დაიშლისო.
ძაღლი რომ ყანიდან კუდით ჩხერგს გადაათრევს, მუშას იმითაც მოეხმარებაო.
ძაღლი, სადაც სალაფავსა სვლეპავს, იქავე ჰყეფავსო.
ძაღლი სამჭედლოდან რას გაიტანს?
ძაღლი საყასბოს არ მოშორდება.
ძაღლი ფერხულში ჩაება, ფეხი აიწყვიტაო.
ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო.
ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაჰხევს.
ძაღლი ძაღლობას, გველი გველობას არ მოიშლის.
ძაღლი ხსენებაზედაო.
ძაღლი ჯობოსანს (ქლიბი) ლოკავდა, ენიდან სისხლი გასდიოდა, ასე ეგონა სისხლი ჯობოსანს გასდისო.
ძაღლი ჰყეფს, ქარავანი მიდის.
ძაღლის ერთგულებას არაფერი ედარებოდაო.
ძაღლის კუდი ცხრა წელიწადი კალაპოტში იყო, ამოიღეს და ისევ გამრუდდა.
ძაღლის ნაკბენივით დაგიმახსოვრებ.
ძაღლის სამარე მგლის მუცელიაო.
ძაღლის ხათრი თუ არა გაქვს, პატრონს მაინც დამხათრეო.
ძაღლისა ყეფააო.
ძაღლისაგან კრავი ვის უნახავს?
ძაღლმა თუ ურემს დაუწყო დევნა, მარხილსაც გაჰყვებაო.
ძაღლმა მეტი სიხარბით ბრმა ლეკვები დაჰყარა.
ძაღლმა რომ შინ კუდით რაიმე მიიტანოს, ისიც ხეირიაო.
ძაღლს დიდი ყბა აქვს, დაე იყეფოს თუ დაიღლება, თავი იტეხოს.
ძაღლს თავის კარზე დიდი გული აქვს.
ძაღლს მიულაქუცე, ჯოხს კი ხელიდან ნუ გააგდებ.
ძაღლს რომ გააძაღლებ - გიკბენსო.
ძაღლს რომ კუდის განძრევა არ ეზარებოდეს, ყველა მეძებარიაო.
ძაღლს უჯერიდნენ და მღვდელს არაო.
ძაღლს ძაღლი იცნობს და კაცს - კაციო.
ძაღლს ძვალი არც ეხვროდა, არც ეთმოდა.
ძაღლსა სცემდნენ, რძალს ასმენდენო.
ძელი რომ წყალში ჩააგდო, იცოდე არ დასძირავსო.
ძერამ წიწილი წაიღო და მელა ნაშოვარ სადილს გაეკიდა.
ძეძვში ფულის ჩამყრელსა აკრება გაუძნელდება.
ძვალი პავლიასა და რბილი კი კოლიასაო.
ძველთაგან ნაამბობია, ღონესა ხერხი სჯობია.
ძველი გზა და მეგობარი სულ ადვილად იკარგება.
ძველი თივა ცეცხლია, ძველი ბზე - ვერცხლია.
ძველი კაცის ნათქვამიო, ხშირად არის მართალიო.
ძველი ფიცარი ლურსმანს ვერ დაიმაგრებს.
ძველი ქალამნის პატრონი, გაძლებას ლაპარაკობდაო.
ძველი ჩოხა და ნაბადი ზამთარში მოგეწონებაო.
ძველმა ახალი იცის.
ძიგურამ სთქვა: \"როცა არ ვიჭმები (გაზაფხულზე), მაშინ მჭამენ და როცა ფურბერწის ხორცს ვჯობივარ (ზაფხულში), მაშინ არაო\".
ძილი ძილის პურის ცომია (ხაშია); ანუ ძილი ძილს მოჰგვრის.
ძილმა მოპარვა იცის.
ძილს სასთუმალი არ უნდა, სიმშილსა შეჭამადიო.
ძლიერ სიყვარულს ძლიერი სიძულვილი მოსდევს.
ძმა თუ არ გყავდეს - სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა.
ძმა ძმისთვისა, შავ დღისთვისო.
ძმა ძმობილსა რითი სჯობს? - ძმა ძმაც არის და ძმობილიცო.
ძმამ ძმას ანგარიში უყო და ისევ ძმები დარჩნენო.
ძმამ ძმას თოფი დაუმიზნა და უთხრა: \"ძმაო, თოფი კი უნდა გესროლო, მაგრამ ნამუსი (ე.ი. საიდუმლო) ნამუსად დარჩესო\".
ძმამ ძმის ხორცი ლოღნა და გვამმა არ ჩაუშვა.
ძმას შეხედო - პატარა ლუკმა ჩაიდვე, ქმარს შეხედო დიდი ლუკმა ჩაიდეო.
ძმაო, შენ წისქვილში წაბძანდი, მე ქორწილში წავეთრევიო.
ძმებს სიმინდი რომ შემოელევათ, მაშინ გაიყრებიანო.
ძმობილი ძმა არის, ძმა კი ძმარიო.
ძმობილმა უთხრა დობილსა, აქ ჩამიგორდი ლოგინსა.
ძნა იწოდა და ულო იცინოდა, - მოიცა ულო, შენთანაც მოვაო.
ძროხა ტალახში წაიქცა, ვირმა ასტეხა ყვირილი.
ძროხა ხბოს იგებდა, მოზვერს შიშით გული უსკდებოდა.
ძროხამ სთქვა: დასაბმელი მიშოვნე და საწოლს მე ვიშოვნიო.
ძროხას მარილი ატყუებს, კაცს - ენა.
ძროხის კუდს დანა მიატეხესო.
ძროხის მოზიარენიც მოყვრები არიანო.
ძუნწი კაცის ჯამში ლუკმა არ დასველდებაო.
ძუნწის ოქრო - მემკვიდრესო.
ძუნწობა სჯობს გაროქვასა.
წაბაძულობით ვაცი დამაკდაო.
წადი-მოდის ჭკუისაო, ეშმაკივით სტყუისაო.
წავალ-წავალა სტუმარი სახლის მომგდებია.
წავიდა ბაზაზი, მოვიდა ყაზაზი.
წაიქცა ჯირკვი მოეხვია ჭიანჭველა.
წამით სიცოფე ბრაზი არ არის.
წამალს გველიც არწყევს.
წარამარათ მავალსაო, მუცელი ატანს ძალასაო.
წართვის სუფრაც მობეზრდება კაცს.
წაქეზებით მურია მგელს შეაჭამესო.
წახდა მამულის პატრონი და არა შვილის პატრონიო.
წელიწადმა მოიტანა, პეპელები წაიკიდნენ.
წვერის დაგლეჯა სჯობია ავი ცოლის ხელთყოფნასა.
წვიმიან დღეს ქათამი ბევრ წყალს დალევს.
წვიმიანი ამაღლება - ყანა მაღლა ამაღლდება.
წვიმის შეკავება უფრო ადვილია, ვიდრე გასათხოვარი ქალისაო.
წვინტლიან კაცს ავდარი მიზეზად მოჰქონდაო.
წითელი ცხენი წითელ ტყავში მოკვდებაო.
წითელო ვაშლო, შენ გესვრი, თეთრო, შენ ჩამოვარდიო.
წითელო ხარო, ვერ შესძლებ შავ კამეჩთან ბრძოლასა.
წინ მავალი უკან დარჩებაო.
წინ მდგომი მტერი სჯობია უკან მდგომ მეგობარსაო.
წინ წასული ურემი უკან მოღრიჭინებდაო.
წინ წყალი და უკან - მეწყერი, - შუაში შენი თავიო.
წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო.
წინანი უკანა და უკანანი წინაო.
წინდა სიპატარავემ გაცვითა და პაჭიჭი - სიდიდემაო.
წინიდან სარკეა ზოგი კაცი და უკნიდან სამართებელი.
წირვის უწინ ნაწირავი არ მიიცემაო.
წისქვილი ორ ჩანახს ფქვავდა და სამ ჩანახსა სჭამდაო.
წისქვილის ქვები ერთმანეთს რომ არ ეხმარებოდეს, ერთმა რამდენიც არ უნდა იბრუნოს ვერას დაფქვავს.
წიწაკის თავს ვინ სჩივის, როცა თესლიც მწარე აქვსო.
წიწილებს შემოდგომაზე დასთვლიან.
წიწმატივით რას წიწმატობო.
წკავწკავა ძაღლი მგელს მოყვრობას ვერ გაუწევსო.
წლის მოსავალი ყველას უნდა ჰხვდესო.
წლის საფიქრებელი და წამის საკეთებელიო.
წმიდა გიორგის ცხვრისათვის მგელს თვალები უდგებოდა.
წმინდაო კოროხტინეო, მშვიდობა მოახდინეო.
წყალ ბერძულ ლობიოს წყალ ბერძული წყალი მოხარშავსო.
წყალი ნაყეს, ნაყეს და ისევ წყალი დარჩაო.
წყალი პირველად პატარასაო.
წყალი რომ დაგუბდება, აყროლდება.
წყალი რომ შენ არ მოგყვეს, შენ მიჰყევიო.
წყალი საგუბარში ჩადგებაო.
წყალი სათავით მონახე.
წყალი ყველაფერს გარეცხს ნამუსის გარდა.
წყალი ძელსა არ დასძირავს, რადგან მისი გაზრდილია.
წყალი წყალია და იმასაც მოტანა უნდა.
წყალი წყაროსთან სჯობიან სათორნესთან გადატანილსო.
წყალმა სთქვა: მე მხოლოდ მცურავს დავახრჩობო.
წყალნი წავლენ და წამოვლენ - ქვიშანი დარჩებიანო.
წყალს საყდარშიც გაიყვანენო.
წყალსა ჰკითხეს: შენი გზა საით არისო, საითაც თავდაღმართიაო, ქარსა - საითაც აღმართიაო.
წყალსაც დაზოგვა უნდაო (მოსატანია).
წყალში დამხრჩვალი - წყლისკენ მიიწევდაო.
წყალში დაუსველებლად თევზი არ დაიჭირება.
წყალში რომ ჩავარდები, მშრალად ვეღარ ამოხვალ.
წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო.
წყევლა მაწყევარსა.
წყევლა უწყევარი არ არის და ლოცვა - ულოცველი.
წყევლამ სთქვა: გზა მასწავლე, ჯაგი აიღე გადავიდეო.
წყევლამ სთქვა: \"გზა მიჩვენე, თორემ ცხვირში შეგივალო\".
წყევლამა სთქვა: სწორე გზაზე დამაყენე, თორემ ისევ შენთან მოვალო.
წყლულის გულის წამალი გულშივე არისო.
წუნიას აკლდებოდაო.
ჭამა ერთი დღისა და საყვედური ასი წლისა.
ჭამა ქონებაზე ჰკიდია.
ჭამა - ჭაპი-ჭუპია, სიტყვა - რახი-რუხია.
ჭამაზე ძაღლიც არ გაილახება.
ჭამამ რა ჰქნა, ლოკვამ რა გააწყოსო.
ჭამაში გამარჯვებული - საქმეში წყალწაღებულიო.
ჭამით უნდა გაძღე და არა გასკდეო.
ჭამის საზღვარი - გაძღომააო.
ჭანდარი მაღალი იზრდება, მაგრამ ნაყოფს კი არ იძლევა.
ჭაში ჩახედვით თავს ვერ დაინახავ.
ჭეშმარიტება იმისთვის არის ხანგრძლივი, რომ კაცი იშვიათად ხმარობსო.
ჭეშმარიტი სიტყვა არასოდეს არ არის სასიამოვნო, სასიამოვნო სიტყვა კი - იშვიათად მართალი.
ჭიანჭველა რა არის და იმის თირკმელი.
ჭიანჭველა რომ გველს წაეზმანება, გაწყდებაო.
ჭიანჭველა ფეხზე დაისვი - თავზე ავაო.
ჭიანჭველას აეკიდებაო.
ჭიანჭველას თვალები არა ჰქონდა და ღმერთს ეხვეწებოდა წამწამი გამომასხიო.
ჭიანი კბილი კაკალს ვერ გასტეხსო.
ჭიას უთქვამს: ისე პურს ვერ მოჰმკიო, რომ ჩემი სამყოფი არ დარჩესო.
ჭინჭალას რომ ღმერთი გაუწყრება, ხის წვერში შემოჯდებაო.
ჭინჭალას შავარდენი გამოუვიდაო.
ჭინჭარი ჭირის ჭირია, სატაცური ბალღამია, სვინტრი ყველას წამალია.
ჭინჭრაქა გულაღმა დაწვა: ცა რომ ჩამოინგრეს, ფეხებით დავიჭერო.
ჭინჭრაქა წამოდგაო, თავისი ჭირი წამოაგდოვო.
ჭინჭრაქას ახედ-დახედე და პოზანი (ბარკალი) ისე აართვიო.
ჭინჭრის ძირზე ჭინჭარი ამოვაო.
ჭირვეულობა რიგით არის.
ჭირი მართალსაო.
ჭირი სიდედრსაო, ლხინი პირ-თეთრსაო.
ჭირი შედის ურმობითა და გამოდის მისხლობითა.
ჭირი ჭირს გაართობსო.
ჭირისუფალი არ ტირის - მოტირალს რა ეტირება?
ჭირიც კი აღარ მობრუნდება მეორედ.
ჭირო მეზობლისას წადი, ოღონდ მე მომშორდიო.
ჭირს დაძლევა უნდაო.
ჭირში ეძმე შენსა გვარსა, შენსა ერსა, მერმე დაშნსა.
ჭკვიანი რომ შესცდება - ბრიყვზე უარესია.
ჭკვიანი ჩიტი ორთავე ფეხით გაება მახეშიო.
ჭკვიანურ სიტყვას რეგვნის ყურში სძინავსო.
ჭკუა უნდა გონებასო, მოხმარება ქონებასო.
ჭკუა ყველას აქვს, მაგრამ მოხმარა უნდაო.
ჭკუა ხანში კი არა, თავშიაო.
ჭკუა ჰკითხე ახალგაზრდას, მოსწრება - ბერიკაცსაო.
ჭკუავ, გიყიდი ფასადა, თუ მიგიღებდა ვაჭარიო.
ჭკუამ მოჭამა სოფელი, ვერც ხმალმა ამოღებულმაო.
ჭკუას რომ არიგებდნენ - არ დასწრებიაო.
ჭკუიანი ბუზი დოს დააჯდება, ქალაქს გაჰყვება, უჭკუო ბუზი ჯიგარსა სოფლად გაჰყვება.
ჭკუიანისაგან ძაგება გიჯობს სულელის ქებასა.
ჭორი სთქვი და მეჭორე ხელში დაიჭირეო.
ჭრელ-ჭრული გიჟის ლხინიაო.
ჭური უძღები არისო.
ჭურს არა ჰკითხავდნენ და ასკოკიანი ვარო.
ხაბაზი პურს არა სთესავს, არა მკის და არა ლეწავს, სხვისა პურსა ბევრსა აცხობს, იმას სჭამს და იმით ძღება.
ხაბაზს ერთი პური მეტი მიეცი და პური კარგად გამოაცხობინე.
ხათრი ხათაბალააო.
ხათრიანი კაცი გლახააო.
ხათრიანი კაცი სამოთხეში ვერ შევაო.
ხალხი მირბოდეს - გაჰყევი, გაჩერდეს - გაჩერდი.
ხალხი მოგცემს წარმატებას, ხალხი მოგცემს დაღმატებას.
ხალხი ქვევრივით არის, რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.
ხალხი ღმერთს ეხვეწება და წალდი კი წვერსაო.
ხამი კაცი ხამ ადგილას უცნობია და ხეთია, რაც უნდა კაი სიტყვა სთქვას, მაინს იტყვიან - ცეტია.
ხან სულ არაო და ხან სულ ვარხალალაო.
ხანდაზმულ კაცს სიზმარიც დაეჯერება.
ხარბად ნუ ითხოვ ხმოსანი, მუტრიგი ხარ, თუ მგოსანი.
ხარბი კაცი გზაშიაც სახიფათოა.
ხარბის თვალს მიწა გააძღებსო.
ხარი დანასთან მიიყვანეს.
ხარი მჭლე, ორმო მსუქანი.
ხარი ქირაზე მოკვდება, კოკა კი წყალზე გატყდება.
ხარმა სთქვა: ხარი ვერ მომკლავს, თუ მეხრე შემხვდა ღვთიანი.
ხარმა სთქვა: ხარი შემიბი, ხარულად გამაწევინე, ოღონდ ტოლს კი ნუ დამიდებ, დამკარ და გამაწევინე.
ხარმა ხარს ამოუტია და უკეთეს ბაგაზე მიაგდო.
ხარმა ხარს ურქისა და საძოვარზე მიაგდოვო.
ხარს მამობით მოსჭამენ, ფურს დედობითო.
ხარს რქები არ ამძიმებს.
ხარს რქით დააბმენ, ადამიანს - ენითაო.
ხარს უღელი მოუშვეს და ეგონა, რომ მოსძვრაო.
ხატები ახლა სწყრებიან და დეკანოზები რა ლაფსა სჭამენო.
ხატო, შემიწყალე, შორეული ვარო! - რაით შეგიწყალო, ცალიერი ხარო!
ხატს შეეპუე და თავის თავი ცხოველი ეგონება.
ხბო უნდა თებერვალისა, ციკანი-კრავი მარტისა, თუ რომ სადმე გაიზრდება, ტახი იანვარისა.
ხბომ დაგვძლიაო (როცა ვინმე თავზე წაადგებათ).
ხე ერთი შემოკვრით არ წამოიქცევა.
ხე ნაყოფით იცნობება.
ხე ფესვითა სდგას, ადამიანი მოყვრითაო.
ხელზე რა წამისვი, პირზე რა წამისვა.
ხელით ტარებას მუცლით ტარება სჯობიან.
ხელი ხელსა, გოჭი მგელსა.
ხელი ხელსა მადლი ღმერთსა.
ხელის ღონესა ჭკუა სჯობს, ყველა მას ემორჩილება. ღონით რაც უნდა დასძლიო, ჭკუა მას შეეცილება.
ხელმა ხელი დაბანა, ორივემ - პირიო.
ხელოსანი ხელოსნის მტერიაო.
ხელს თვალზე მიფარებით ფარად ვერ გახდიო.
ხელში ნაჭერი ერთი ჩიტი, გიჯობს ორ-სამ ხეზე მჯდომსა.
ხემ გამოისხა ხილიო, რაც მამაა, ისა შვილიო.
ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა.
ხეს ერთი ვაშლი ება, ისიც ჭიანიო.
ხეს რომ გააციებს, გასკდებაო.
ხეს ძირში სჭრიდნენ და ფოთოლი არ ჩამოსცვივდესო.
ხესთან ნაჭამი, სულთან ამოსულიო.
ხვავი მიწის, გემო შაქრის.
ხვალ წვიმა მოვა, დღეს ჭიამ თვალები დაითხარაო.
ხვალაც ამ თვისაა.
ხიდი წყლის ზომა უნდა იყოსო.
ხილით ხილის ხე იცნობებაო.
ხილს უთქვია: პირი რომ მქონდეს, ჩემს თავს მე თვითვე

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
ხილს უთქვია: პირი რომ მქონდეს, ჩემს თავს მე თვითვე შევჭამდიო.
ხიჩატილისა ქონასა ნუ დასჯერდება გონება.
ხმალსა არ უშლის სიმოკლე, ფეხი წინ წასდგი - გაწვდება.
ხნიერ კაცს სიზმარიც დაეჯერებაო.
ხორცი ვალალე, ვასუქე, სულს გადაუდექ მტერადო.
ხორცმა ხორცი სჭამაო, ყიამ არ გადიტანაო.
ხოსიკა - თან სთოხნიდა და თან სტკეპნიდაო.
ხოხობი თავს მალავს და კუდს არაო.
ხოჯის სახლში კაკალი ბევრია, მაგრამ დათვლილია.
ხუთ თითში ერთმანეთის ტოლი არც ერთი არ არისო.
ხუთი თითი აქვს კაცსა, ხუთივ უთანასწორო.
ხუმრობა თავს ვერ დაიჭერს.
ხუმრობა - ჭკვიან კაცს ვერ დაიჭერს.
ხუმრობაში კაცი მოკლესო.
ხუცესი უწინ წაწყმდებაო.
ხუცესმა უთხრა ხუცესსა, აღაპი არის რუსეთსა. - კი არ მეშორებაო, თუ არ მეჭორებაო.
ხუცესო და ხუთმუცელო, ხუთი დოქის გამომცლელო.

ჯავრის დედა ბოზია, აქეთაც წავა და იქითაცაო.
ჯანდაგი ვირი, თაგვებთან გმირი.
ჯანი გავარდეს ჯანიაშვილსაო.
ჯანი ჯანია, განა ბადრიჯანია.
ჯან-ღონით ცოცხლობს კაციო.
ჯარავ, ჯარავ ბზრიო, ლამბო, ლამბო წყდიო, დედამთილის საპერანგევ, ოხრად დამირჩიო. ჯარი წავიდა და თოფები მერე დასცალესო.
ჯარ-მოყვარეს ჯარ-მტერი სჯობსო.
ჯერ აკიდებულს არ უვლია.
ჯერ არ ვარგა ნავში ჯდომა, მერე მენავესთან ბრძოლა.
ჯერ არ მინდოდა შობა და მერე სიკვდილი.
ჯერ ბავშვი არ დაბადებულიყო ლაშარს არქმევდნენო.
ჯერ დედის ხსენი არ შეჰშრობია.
ჯერ ერთი მუწუკი გამოირწყე, მერე მეორე.
ჯერ თავო და თავო, მერე ცოლო და შვილო.
ჯერ ცხენი მიაბი და მერე ღმერთს მიანდე.
ჯერ ჩიტი ნახე და მერე მისი მხარბარკალიო.
ჯერ ძილი მერე სიზმარი.
ჯიშსა და ჯილაგსა - კაცი ჯინჯილით უჭირავთო.
ჯოხს რომ აიღებენ - ქურდი კატა მაშინვე გაიპარება.
ჯოჯოხეთს ერთი მუგუზალი აკლდა და ისიც დაუმატესო.
ჯოჯოხეთში ძახილია და გაგონება კი - არა.
ჯოჯოხეთში ხარი ორი კაპეიკი ღირსო.
ჰა პირი და ჰა პურიო.
ჰაი გიდი, ცხრა ნაბადზე რომ ვხტებოდიო.
ჰარამ მწყერს, ხოხობ, კაკაბსა - ჰალალი ქორი სჯობია.
ჰაჩი, ვირო, არტანელო, შეშა - მკვარის მომტანელო!
ჰაცა, ვირო, ნუ მოკვდები, გაზაფხულზე იონჯა ამოვა და მოძოვეო.
ჰკითხე ასსა - ჰქმენ გულისა.
ჰო, შენ ისე გინდა - ნემსი დასდო და სახნისი აიღო.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

საქართველოს ისტორიული ოლქები

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
კალიტრი, გაფიცებ ყველაფერს, ეგ გვარ-სახელები ნამდვილია თუ გამოგონილი?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined28 Oct 2007
Posts2980
კარმა85
OFFLINEPROFILE
აუ კალიტრი ძამია მაგრა მოგცლია . :). ისე რავა ხარ? :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

საქართველო ფარნავაზ მეფის დროს
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
პიკასო 22-ს

ნუ წაიკითხავ თუ გეზარება, მოკითხვისთვის დიდი მადლობა.
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

საქართველო 950-1000-იან წლებში

სურათი აღარ არსებობს

საქართველო დავით აღმაშენებლის დროს

სურათი აღარ არსებობს

საქართველო 1150-1220 წლებში
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

საქართველო მონღოლთა ბატონობის დროს

სურათი აღარ არსებობს

საქართველო 1330-1380 წლებში

სურათი აღარ არსებობს

საქართველოს დაშლა სამეფო სამთავროებად

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Jul 2007
Posts362
კარმა50
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

საქართველო 1520-1590 წლებში

სურათი აღარ არსებობს

საქართველო 1600-1650 წლებში

სურათი აღარ არსებობს

საქართველო 1750-1800 წლებში

სურათი აღარ არსებობს

საქართველო 1800-1850 წლებში

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined14 Apr 2007
Posts1247
კარმა67
OFFLINEPROFILE
დასავლეთ საქართველოში 30 ძროხა \"დააკავეს\"
17:08 | 28/ 11/ 2007

თბილისი, 28 ნოემბერი /\"ახალი ამბები - საქართველო\", მელსიდა აკოფიანი/. ქუთაისში ქალაქის საკრებულოს სპეციალური განკარგულების საფუძველზე 30 ძროხა დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია \"მზე\".

საკრებულოს განკარგულების თანახმად, ქალაქის ნორმალური სანიტარული მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით ქუთაისის მაცხოვრებლებს მსხვილფეხა საქონლის ქუჩაში გაშვება ეკრძალებათ.

ქუჩებში მოსეირნე ძროხები ქალაქგარეთ გაიყვანეს. \"დაკავებულთა\" მფლობელები ვალდებულები არიან ჯარიმის სახით 200-200 ლარი გადაიხადონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნახირი მოხუცთა თავშესაფარს გადაეცემა.

ქალაქის სამსახურმა დღეს რეიდი მოაწყო, რომელიც მთელ ქალაქში ახლაც მიმდინარეობს. ამჟამად უმეთვალყურეოდ მიტოვებული 30 სული მსხვილფეხა საქონელია დაკავებული. ყოველი ძროხის \"საჯარიმო სადგომზე\" შენახვისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა ყოველ დღეზე 50 ლარია, ამას დამატებული მოვლის, ტრანსპორტირების და დაცვის ხარჯები.--0--

=000= =000= =hahaa= =hahaa=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined27 Nov 2007
Posts111
კარმა50
OFFLINEPROFILE
გმერტო ცემო ალბატ მტელი დგეა ამას ცერდი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined03 Jul 2007
Posts369
კარმა50
OFFLINEPROFILE
დღევანდელი საქართველოს რუკაც დადე რა ერთი უაფხაზეთოდ და ოსეთის გარეშე.. მაგრად გვავიწროვებენ უხ ამათი !

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
CALITRI wrote:
ციტატა:
მაშ ასე პლანეტის უმდიდრესი ქართველები:

1) ბადრი პატარკაციშვილი (საქართველო) _ 12 მილიარდი
2) ბიძინა ივანიშვილი (საქართველო) _ 8 მილიარდი
3) თურგაი ჯინერი (თურქეთი) _ 7 მილიარდი
4) ტარიელ ვასაძე (უკრაინა) _
5 მილიარდი 5) ნიჰათ გოგეითი ( გოგიტიძე) ( თურქეთი) _ 4 მილიარდი
6) ისმათ აჯარი ( ,,აჯარ ჰოლდინგი”) ( თურქეთი) _ 3 მილირდი
7) თემურ სეფიაშვილი ( ამერიკა) _ 3 მილიარდი
8) დავით იაკობაშვილი ვიმბილდანი ( რუსეთი) _ 3 მილიარდი
9) თენგიზ არშბა (რუსეთი) (ევრაზ ჰოლდინგი) _ 2,5 მილიარდი
10) ზურა წერეთელი (რუსეთი) _ 2 მილიარდი
11) დათო ჟვანია (უკრაინა) _1 მილიარდი
12) ასლან აბაშიძე (რუსეთი) _ 1 მილიარდი 12) გია ჯოხთაბერიძე (საქართველო) _ 1 მილარდი
13) ანზორ კიკალიშვილი (საქართველო) _1 მილიარდი
14) სოსო ორჯონიკიძე (რუსეთი) _ 1 მილიარდი
15) კახა ბენდუქიძე (საქართველო, რუსეთი) _ 1 მილიარდი
16) ვასილ ბაღდავაძე (რუსეთი) _ 1 მილიარდი
17) თამაზ სომხიშვილი (რუსეთი) _ 700 მილიონი
18) აბრამ ნანიკაშვილი ( ისრაელი) _ 700 მილიონი
19) დავით ბეჟუაშვილი (საქართველო) _ 600 მილიონი
20) ვიკა გელოვანი (მოსკოვი) _ 500 მილიონი
21) შოთა ბოთერაშვილი (რუსეთი) _ 500 მილიონი
22) ბუთა ელიავა (რუსეთი) _ 500 მილიონი
23) Lლევან ვასაძე (რუსეთი) _500 მილიონი
24) რომან ფიფია (რუსეთი) _500 მილიონი
25) თემურ ქარჩავა ( რუსეთი) _500 მილიონი
26) Bბადრი კაკაბაძე (რუსეთი) _500 მილიონი
27) მიხეილ მირელაშვილი ( რუსეთი) _ 500 მილიონი
28) ტარიელ ონიანი (ესპანეთი) _ 400 მილიონი
29) მამუკა ხაზარაძე (საქართველო) _ 400 მილიონი
30) შოთა ბოთერაშვილი (რუსეთი) _ 500 მილიონი
31) ალექსანდრე ებრალიძე ( რუსეთი) _ 300 მილიონი
32) პანტიკო თორდია (საქართველო) _ 250 მილიონი
33) ირაკლი ოქრუაშვილი (საქართველო) _ 250 მილიონი
34) ქიბარ ხალვაში (საქართველო) _200 მილიონი
35) თემურ ჭყონია (საქართველო) _ 200 მილიონი
36) გიორგი რამიშვილი (საქართველო) _ 200 მილიონი
37) ვალერი მელაძე (რუსეთი) _ 200 მოლიონი
38) სანდრო მეჟევიძე (საქართველო) _160 მილიონი
39) კახა ოქრიშვილი (საქართველო) _ 150 მილიონი
40) ზაზა ოქუაშვილი (საქართველო) _ 100 მილიონი
41) მაია რჩეულიშვილი (საქართველო) _ 100 მილიონი
42) პაატა კურტანიძე (საქართველო) _100 მილიონი
43) ზურა კინიხაძე ( რუსეთი) _100 მილიონი
44) ლევან და სოსო ფხაკაძეები (საქართველო) _100 მილიონი
45) ვალერი გელაშვილი (საქართველო) _100 მილიონი
46) რომან ცხვირაშვილი (ამერიკა) _ 100 მილიონი
47) გოჩა ზასოხოვი (საქართველო) _ 100 მილიონი
48) ვანო ჩხარტიშვილი (საქართველო) _ 100 მილიონი
49) ფრიდონ ინჯია (საქართველო) _ 100 მილიონი
50) ზურაბ ნოღაიდელი (საქართველო) _ 75 მილიონი
51) ზაზა ნიშნიანიძე (საქართველო) _70 მილიონი
52)ლაურა ღაჭავა (საქართველო) _ 60 მილიონი
53) თემურ უგულავა (საქართველო) _60 მილიონი
54) გოგი თოფაძე (საქართველო) _ 50 მილიონი
55) კოტე გოგელია (რუსეთი) _ 50 მილიონი
56) ნუგზარ შევარდნაძე (საქართველ) _ 50 მილიონი
57) ლაშა პაპაშვილი (საქართველო) _ 50 მილიონი
58) ვანო ზოდელავა (საქართველო) _50 მილიონი
59) ილია კოკაია ( ავსტრია) _ 50მილიონი
60) ილო მოსიაშვილი (ისრაელი) _ 50 მილიონი
61) გოგი ლიპარტელიანი (საქართველო) _ 50 მილიონი
62) ელგუჯა ბუბუტაიშვილი (საქართველო) _40 მილიონი
63) თამაზ გაიაშვილი (საქართველო) _ 40 მილიონი
64) კახი კალაძე (საქართველო) _40 მილიონი
65) გია შერაძე (საქართველო) _30 მილიონი
66) ლევან პირველი (ავსტრია) _ 22 მილიონი
67) კაკო ჩხაიძე (საქართველო) _ 20 მილიონი
68) ავთანდილ წერეთელი (საქართველო) _20 მილიონი
69) გურამ ახვლედიანი (საქართველო) _ 20 მილიონი
70) ნიკა ჩიქოვანი (საქართველო) _ 20 მილიონი
71) ავთანდილ ჯორბენაძე (საქართველო) _ 20 მილიონი
72) მელორ ტყეშელაშვილი (საქართველო) _ 20 მილიონი
73) ჯემალ ინაიშვილი (საქართველო) _ 20 მილიონი
74) თემურ აფსაძე (ავსტრია) _ 20 მილიონი
75) არჩილ გეგენავა (საქართველო) _ 15 მილიონი
76) ირაკლი იაშვილი (საქართველო) _15 მილიონი
77) ზაზა სიორიძე (საქართველო) _10 მილიონი
78) ალეკო გოცირიძე (საქართველო) _10 მილიონი
79) ნიკო ლეკიშვილი (საქართველო) _ 10 მილიონი
80) ლევან გაჩეჩილაძე (საქართველო) _ 10 მილიონი
მილიონს რომ ერთი კაპიკი დააკლდეს მილიონი აღარ იქნება-\"ქეთო და კოტე\" =ninja= =ninja=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
calitri-გულმოდგინე შრომისთვის ჩემგან შექებას იმსახურებ ნამდვილად,კარმა დამსახურებულად.
სამწუხაროა რომ ხშირ შემთხვევაში ადამიანებს ავიწყდებათ ქართული ანდაზა\"სიკეთე ჰქმენ,ქვაზე დადე,გაიარე წინ დაგხვდება\".ფული ოხერია და ამიტომ მხოლოდ ჯოჯოხეთს ანათებს.

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 148 posts ] 
დესპანი