↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საკვები განსჯისათვის - გაჭირვება საქართველოში


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 11 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined09 Nov 2007
Posts8
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე როგორც ვხედავ ერთერთი ყველაზე მთავარი თემა (საბაბი), რომლის გარშემოც აგორდა 2 ნოემბრის მოვლენები მოსახლეობის სიღატაკე და სოცილური დაუცველობაა. აქ, ამ ფორუმებზე გამოთქმული ამბოხების გამამართლებელი მსჯელობებიც სწორედ ამ თემის გარშემოა გაშლილი.

ხომ არ აჯობებდა უკმაყოფილების გამოხატვისას ცოტა მეტი არგუმენტები დაგვერთო თან?

ჯერ კიდევ 2005-ში, როდესაც თბილისს ვეწვიე, მამაჩემი აღშფოთებას გამოთქვამდა იმის გამო რომ მთავრობამ ვერ მოახერხა (წელიწადნახევრის განმავლობაში) საარსებო მინიმუმის ოდენობის პენსიის გაცემა. როდესაც გაკვირვებულმა შევეკითხე თვითონ რას გააკეთებდი ამ პრობლემის გადასაჭრელად მეთქი. მიპასუხა - ეგ რა ჩემი საქმეა, რაც უნდა ის გააკეთოს, პრეზიდენტია და მისი მოვალეობაა პრობლემა გადაჭრასო.

მარტო პრობლემის ძიებით და დასახელებით, ჯიბრში ჩადგომით, გარემოებების გაუთვალისწინებლობით, ალტერნატივის უქონლობით, მაგრამ მაინც ლანძრვით და წუწუნით ვერც თავს ვარგებთ და ვერც სხვას წავახალისებთ.

მიმაჩნია რომ თუ ვინმეს აკრიტიკებ რაიმე პრობლემის გადაუჭრელობის ან არასწორად გადაჭრის გამო, უხეში კონცეფცია მაინც უნდა გაგაჩნდეს იმის შესახებ თუ როგორ უნდა იქნას ეს პრობლამა გადაჭრილი და რა ვადებში. ხოლო იმ შემთხვევაში თუ პრობლემის გადასაჭრელად არანაირი კონკრეტული წინადადება თავად არ გაგაჩნია, სხვა კი ამ მიმართულებით (ავად თუ კარგად) მუშაობს, უნდა აცადო იმ სხვას რომ მისი გეგმა ბოლომდე განახორციელოს.

პირველ რიგში ერთი მთავარი რამე უნდა გავაცნობიეროთ ყველამ. სახელმწიფოს ფუნქცია იმაში არ მდგომარეობს რომ ხალხს უშუალოდ აჭამოს ან საწარმოები ააშენოს. სახელმწიფოს შესახებ ასეთი წარმოდგენები ჩვენ სოციალიზმის პერიოდიდან გამოგვყვა და დროა ამ ძილბურანიდან გამოვერკვიოთ. სახელმწიფოს დანიშნულება ის არის რომ შეგვიქმნას ხელსაყრელი გარემო, რათა ვხნათ, ვთესოთ და მოსავალი მოვიყვანოთ და არა ის რომ პირდაფჩენილი ბარტყებივით საკვები გვაწოდოს პირში.

ასე მაგალითად, როდესაც ჩვენ მთავრობას ვაგინებთ იმის გამო რომ ჯერჯერობით ქვეყანაში არ შეიქმნა საკმარისი სამუშაო ადგილები, თუ წარმოგვიდგენია რა არის საჭირო იმისათვის ეს სამუშაო ადგილები შეიქმნას? მთავრობა ხომ ვერ ააშენებს საწარმო ქარხნებს?
მთავარი რაც მთავრობას შეუძლია გააკეთოს მეწარმეობის განვითარებისთვის არის ის რომ შექმნას ხელსაყრელი, უსაფრთხო და სტაბილური სამუშაო პირობები. კერძოდ აღმოფხვრას ბანდიტობა და დანაშაული, შექმნას მოწესრიგებული საღმრიცხველო-საგადასახადო სისტემა, ხელი შეუწყოს განათლებას, მოიზიდოს და გზა გაუხსნას ქვეყანაში კაპიტალის შემოდინებას, დანარჩენი კი დროის საქმეა და შესაბამისი ვადების გარეშე არაფერი გამოვა.
ნუთუ დაგვავიწყდა რომ ეს ქვეყანა 15 წლის განმავლობაში მეთოდურად ინგრეოდა და ყოველკვირა \"მე-9 ბლოკი ფეთქდებოდა\". მე მაგალითად ვერ წარმომიდგენია მართლაც რომ სიპ ქვაზე მოსულ მთავრობას როგორ უნდა მოეხერხებინა სამ წელიწადში უფრო მეტის გაკეთება და ხალხის მასიურად დასაქმება. აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე რომ, მო როგორც ვიცი, ყველა ზემოთხსენებული მიმართულებით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები და სწორედ ამ მიმართულებებით წააწყდა მთავრობა მრისხანე კრიტიკასა და წინააღმდეგობას (გავიხსენოთ \"საკასო აპარატები\", \"გაივსო ციხეები\" და \"გაიყიდა საქართველოს\" მოთქმა გოდება).

როდესაც ვაყენებთ მოთხოვნას რომ პენსიები დღესვე საარსებო მინიმუნმის ზღვრამდე გაიზარდოს, თუ ვფიქრდებით იმაზე თუ როგორ შეიძლება მოხერხდეს ამის გაკეთება. სულ ერთით მეტი ნაბიჯი რომ გადავდგათ პრობლემის სიღრმეში ხომ დავინახავთ რომ იმისათვის რომ ეს მოხდეს თითოეული პენსიონერის თვიური ანაზღაურება მიახლოებით 80 ლარით უნდა გაიზარდოს და შესაბამისად, პატარა საქართველომ დღესვე უნდა გამონახოს ბიუჯეტისტვის თვეში მიახლოებით 80 000 000 ლარით მეტი. კი მაგრამ საიდან?! ასეთი რესურსები სად უნდა მოვიპოვოთ და თუ მოვიპოვეთ და ეს თანხები უბრალოდ კუჭში ჩავუძახეთ, ხვაინდელი დღე რითი ვაშენოთ?

ამის შესახებ, სახელდახელოდ, ერთი პატარა იგავი ვუთხარი მამაჩემს:
ერთ წვრილშვილიან, ღარიბ ოჯახში ოჯახის უფროსმა სოფელი შემოიარა და სამი ტომარა ხორბალი ისესხა. ტომრები სახლში მოზიდა და ცოლს უთხრა, აი შენ ეს ერთი ტომარა დაფქვი და ბავშვებს ვაჭამოთ, როგორმე ვიმყოფინოთ, ორს კი დავთესავ, მოსავალს მოვიყვან, ოჯახს სიდუხჭირიდან ამოვიყვან და ვალსაც გავისტუმრებო. რას ამბობ კაცო! უპასუხა კაპასმა და უტვინო დედაკაცმა, ერთი ტომარა რას გვეყოფა, ხომ შიმშილით ამოვწყდებითო? უყურეთ შვილებო, მამათქვენს სასიკვდილოთ ემეტებითო შეუძახა შვილებს, ატახა და აატირა უგნური ბავშვები. ახლავე სამივე დაფქვი თორემ სახლში მოსული არ დაგინახოო. გააგდეს სახლიდან ერთადერთი შემომტანი, დაფქვეს სამივე ტომარა და მაძღრადაც ჭამეს სანამ ეყოთ. მაგრამ მალე დაუმთავრდათ ფქვილი, ზამთარიც მოვიდა, აღარც მომდურებულ მეზობლებთან მიესვლებოდა შტერ ქალს და შიმშილით ამოწყვიტა ბავშვები.

კარგად მიმოვავლოთ თვალი და დავინახავთ იმ კაპასი დადაკაცის მაგვარი რამდენი იჩემებს შვილების სიყვარულს, დავფიქრდით დღევანდელი \"პოპულისტობით\" ვინ ცდილობს ოჯახის უფროსობას და სად მიგვიყვანენ თავიანთი უგეგმობით.

ისე ცნობისათვის, მამაჩემი ხელწამოსაკრავი კაცი არავის ეგონოს:) წინა თაობისთვის კარგად ცნობილი, ერთერთი უძლიერესი ფინანსისტია. მაგრამ ეხლა მოხუცი და ვალომოხდილი ტელევიზორთან არის მიმჯდარი და ისიც ანგარიშმიუცემლად აჰყვა განუწყვეტელ ავის ქადაგებას. მაშ იმ ხალხს რაღა უნდა მოვთხოვოთ ვიასაც საქმეში ღრმად ჩახედვა არ შეუძლია.

სწორედ ამიტომ, ვისაც ხელგვეწიფება, ვიფხიზლოთ, ავის ქადაგების აყოლას, საკუთარი და აღელვებული ხალხისთვის გულის დაფხანას კი ნუ ვეცდებით (ფხანა ქეცმა იცისო, ოთარაანთ ქვრივისა არ იყოს), არამედ თავი უფრო შევიწუხოთ, პრობლემის სიღრმეებზე და მის გადაჭრაზე ვიფიქროთ და როცა საჭიროა ისიცა ვთქვათ რისი გაგონებაც შეიძლება ყველას არ ეამება.

ვისაც შეგიძლიათ, იქნებ საქმიანად და თანმიმდევრულად ჩამოაყალიბოთ კერძოდ რას აფუჭებს ან რას არ აკეთებს მთავრობა და თქვენ რას გააკეთებდით სიღარიბის პრობლემის გადასაჭრელად ან რა ვადებში. გაგონილს, ყურმოკრულს ან სახელდახელოდ თითიდან გამოწოვილს კი ნუ იტყვით, არამედ ისეთი თქვით რაზეც გიფიქრიათ და რისი ფაქტებიც გაგაჩნიათ

Giorguka

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამოიღეთ ხმა ოპოზიციონერებო და გაეცით პასუხი გიორგუკას: \"თქვენ როგორ მოიქცეოდით\"?

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
ნამდვილად არ ვთვლი თავს არც ოპოზიციონერად და არ პოზიციონერად,არც გეგმები მაქვს შემუშავებული,(ასე დავარქმევდი:პროგრამა)თუ როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან,ამას დაფიქრება ,გააზრება,აწონ-დაწონვა სჭირდება,მართალია კოსმეტიკურად მართლაც ბევრი რამ გაკეთდა სასიკეთო,მაგრამ ხალხი მეტ სითბოს ელოდება გულიდან წამოსულს,არ არი საჭირო ერთ დღეს დაპატიმრებული ხალხი მეორე დღეს სპეციალურად დადგმულ სპექტაკლზე მიიყვანო და ხალხს აჩვენო ვითომდა დღეს როგორ იჭერ(ზუსტად და სწორად გაიგო ხალხმა რას ემსახურებოდა ეს შოუ,და არაერთი)საზოგადოებაში შიშის ფაქტორთან ერთად ინსცენირების ავტორთა მიმართ აგრესიამაც დაისადგურა.მაინტერესებს საშინლად მოთამაშე ფასები საქართველოში სხვადასხვ პროდუქტებზე მართლა რითი არის გამოწვეული,ადგილობრივ მაცხოვრებლებს ეუბნებიან რომ მსოფლიო ბაზარზე იწევს ფასები და შესაბამისად საქართველოშიო.მე ვიმყოფები უცხოეთში მაგრამ ნამდვილად არ მინახავს დღეს პური 50 ცენტი ღირდეს,ხვალ 70 და ა.შ(მაგალითისთვის მომყავს)ეხება სხვა პროდუქტებსაც,პირიქით გაიაფებული კი უფრო ხშირად არის(არა ვადაგასულობის გამო)მწყინს ტყუილი მთავრობისგან რომ ამბობენ:რა გასაკვირია ფასების ზრდა,პენსიებიც ხომ იზრდებაო.(უმტკიცებ თეთრი შავია და გინდა თუ არა უნდა დაიჯეროო)გული მწყდება როცა თავს უტოლებენ განვიათრებულ ქვეყნებს პირადი ფუფუნების მოწყობაში(იმ ქვეყნების მაცხოვრებლებს ელემენტარული(თუ ამას ელემენტარული ჰქვია) პრობლემები მოგვარებული აქვთ და ამიტომ არ აინტერესებთ მთავრობის წევრების ფუფუნება.ყველაზე მეტად მთავარი და აუცილებელია არ მოწყდე ხალხს თანამდებობის მერე.(იტყვით ახლა სულ ხალხში ტრიალებსო)ვგულისხმობ ყოველ წუთს უნდა გაითვალისწინოს რომ როგორც თვითონ აიწყო ცხოვრება ისევე იზრუნოს ხალხზე.ძალიან საინტერესო პროგრამა წარმოადგინა გამყრელიძემ პარლამენტში თუ არ ვცდები ეხებოდა დახმარებას ბავშვებზე გარკვეულ ასაკამდე,მრავალშვილიანი დედებზე და ა.შ.არ დაამტკიცეს.მწარედ მეცინება კიდევ ერთ საზიზღარ ტყუილზე თურმე მეთვრამეტე ადგილზე ვყოფილვართ ეკონომიკის განვითარების მხრივ.მოიტყუე ბატონო შენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მაგრამ შენს ხალხს რა უნდა მოატყუო.ვფიქრობ თუ პასუხისმგებლობა აიღე საკუთარ თავზე,ნუ ეცდები გამოიყენო პირადი მიზნებისთვის.პირველ რიგში რადგან პრეზიდენტი ხარ (გაითვალისწინე რომ ხარ ნახევრად გადემოკრატებული,ჯერ ისევ ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტი)თავს უფლება არ მისცე ისარგებლო ისეთი ფუფუნებით როგორც სხვა მართლა განვითარებული ქვეყნის პრეზიდენტები.ეგ თანხები მოახმარე ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას და ხალხის კეთილდღეობას.გამდიდრდი ხალხთან ერთად.ეს უბრალოდ ჩემი ფიქრის ნაყოფია მეტი არაფერი, ვინმემ გულთან არ მიიტანოთ,ცოტა პრიმიტიულად და არაპროფესიონალურად დავწერე მაგრამ ზოგჯერ ხომ უბრალო ენაზეც ვმეტყველებთ.პატივისცემით

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined27 May 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
პირველ რიგში მივესალმები GIOრGUKA-ს და კონსტანტირებას ვუკეთებ იმ ფაქტს,რომ მისი ნააზრევი საქართველოში შექმნილ სოციალ-პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად საყურადღებოა და გონიერი ადამიანის აზრთა კონცენტრაციას გავს.თუმცა თავშივე აღვნიშნავ, რომ მის მოსაზრებებს არ ვეთანხმები.ვიდრე ჩემს აზრს მოგახსენებდეთ მინდა GIOრGUKA-ს მორიდებით მივმართო, ნააზრევიდან გამომდინარე არა მგონია გაუნათლებელი და პროფესიის არ მქონე იყოთ, არც ის მგონია კარგად გრძნობდეთ თავს უცხო ქვეყანაში, სადაც სავარაუდოთ მრავალი ჩვენგანივით \"ფულს შოულობთ\" (ბოდიშს ვიხდი თუ ვცდები და თქვენ თქვენი პროფესიით მუშაობთ ან სწავლობთ).თუ კი საქართველოში ის დროა, სადაც შეიძლება თავი ადამიანმა პატრონად შეიგრძნოს და თავისი შესაძლებლობები გამოავლინოს- რატომ არ ბრუნდებით საქართველოში.უჭკუოს არ გავხართ, რატომ ვერ მოახერხებდით მცირე ბიზნესის წარმოებას,თუ კი როგორც თქვენ ამბობთ ამისათვის პრაქტიკულად ჯანსაღი გარემოა?
ახლა იმ მოვლენების თაობაზე რაც უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარდა.უპირველესად შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი საქართველომ იმ პროგრამის შესაბამისად აირჩია, რომელშიც მკვეთრად იყო ჩამოყალიბებული ყველა ძირითადი სოციალ-ეკონომიკური მიმართულებები,რომელიც უპირველესად ხალხის ცხოვრების დონის გაჯანსაღებას ითვალისწინებდა.რასაკვირველია გაკეთდა ბევრი რამ, რაც ქვეყნის გარეგნული იერ-სახის ცვლილებას ეხება და შესაბამისად უცხო თვალისათვის უფრო მიმზიდველად იქცა \"დასანაწილებელი\" საქართველო.მოხერხდა ისიც,რომ დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა სპილენძისა თუ 100 ლარი ქრთამის ამღებ ადამიანებს, ჰოდა გაივსო კიდეც ციხეები.ერთია მხოლოდ სერიოზულად კორუმპირებული ადამიანები ციხეების მიღმა დარჩნენ მეტად სოლიდური გირაოების წყალობით.მერე რა სამაგიეროდ ქვეყნის მოღალატე და მტერი ირაკლი ბათიაშვილი ციხეშია?!!!სამაგიეროდ ქვეყნის პრეზიდენტს პასუხი არ გაუცია მის მიმართ არსებულ ბრალდბებზე (არ ჩამოვთვლი).პრეზიდენტს არც ის ჩაუთვლია საჭიროდ მრავალათასიანი მიტინგის პირობებში საკუთარი ხალხისთვის მიემართა,მოფერებოდა და ცინიზმით აღსავსე ბოკერიასა და ნადირაძის კომენტარების ნაცვლად საზოგადოებისთვის დაენახვებინა, რომ ის მათი პრეზიდენტიცაა და პრიორიტეტად ხალხზე ზრუნვა აქვს გახდილი.ევროპულ მოდელებზე ნუ ვიკამათებთ.თქვენ ამბობთ მორჩა ის დრო როცა ქვეყანა ზრუნავდა. ზოგადად: ახლა ჩვენ უნდა გავანძრიოთ ხელიო! სწორად ევროპული მოდელია ის, რომ ადამიანებს სახელმწიოსაგან ზრუნვა არ აკლიათ არც ბავშვობისა და არც მოხუცებულობის ასაკში. რატომ არ უნდა ყოფილიყო ეს პრიორიტეტი ჩვენთან?-ფული საიდანო?საიდან ჩნდება ფულები ამდენი აურზაურისა და ხალხმრავალი ღონისძიებებისათვის, გნებავთ ჯარისათვის(არ ვთვლი რომ საჭირო არ არის),ბოლოს და ბოლოს თავად პრეზიდენტის რეზიდენციის მშენებლობისათვის...
ხვალინდელი დღისათვის საკვების დათესვის აუცილებლობაზე ქართველი გლეხი ჭკუის საკითხავად არსად მიდის, სწორედ ამით უდგას სული,თორემ ზედმეტ პროდუქტს რომ მოიყვანს ,როგორ ზრუნავს სახელნწიფო წლევანდელი რთველიდანაც ჩანს. ფულს გაზაფხულზე მისცემენ.. მერე რა..
ასე ჩემო კარგებო, ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვტკივა, გვინდა,რომ მალე დადგეს ფეხზ და იმიტომ ვკამათობთ.არა მგონია ის რაც მე ვთქვი თქვენც არ გაწუხებდეთ.სწორედ ისაა სიმართლე შენს ქვეყანაში პირველ რიგში შენმა ერმა იდღესასწაულოს.მე მინდა ჩემი ქვეყნის პატრონი ჩემი ხალხი იყოს და ახალდაბადებული 10 ბავშვიდან 9 და 8 ქართველი იყოს და არა ისე როგორც ეხლა მითხრეს ერთ-ერთ სამშობიარო სახლში ერთ საღამოს 10 დაბადებული ბავშვიდან 8 ჩინელიაო...
მე ბოდის ვიხდი თუ \"როგორ გამოვიდეთ სიღარიბიდან\"-კონცეფცია არ შემოგტავაზეთ?!ეს ჩვენი უბრალო ადამიანების საქმე ნამდვილად არაა.კონცეფციები და პროგრამები ყველა პოლიტიკურ პარტიასა და თვით პრეზიდენტს მეტად შთამბეჭდავები აქვთ. მთავარია ძალისხმევა მათი რეალიზაციისაკენ მიმართონ.და კიდევ ერთი თქვენმა ნატქვავმა ჩემო GIOრGUKA ჭაბუა ამირეჯიბი გამახსენა \"...ადამიანს საქიელს თუ დაუწუნებ ისიც უნდა უთხრა რაა უკეთესი...\" რაა უკეთესი..კი იტყვის კაცი მაგრამ გაიგებს ვინმე...

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined07 Oct 2007
Posts7
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქართული მენტალიტეტის უგულებელყოფა,ქართველისთვის და ევროპულზე გადასვლა,უხერხულობას იწვევს.თუ გავიხსენებთ ჩვენს წინაპრებს.მათ თავდადებას,ერთგულებას,მათ შემართებას.მოღალატეები ამ მხრივ განა არა გვყავდნენ,მაგრამ ისევ ქართული იმარჯვებდა და საქართველო ყოველთვის უბრუნდებოდა თავის ჩვეულ ცხოვრებას.აი,მაშინ ამოვისუნთქავდით ხოლმე ნამდვილად.ქალი ქალს ჰგავდა და კაცი კაცს.იყო ერთობა და ვერავინ ვერ გვერეოდა.ნამდვილი ქართული ოჯახები იქმნებოდა,სადაც კაცი,როგორც ყოველთვის გლობალურად აზროვნებდა და ქალი(ამბობენ სასულიერო პირები,რომ ქალი სულიერად განათლებული იბადებაო) გზას აძლევდა კონკრეტულს,რასაც მშვენივრად იტაცებდა მამაკაცი და ხორციელდებოდა ის, რაც უნდა განხორციელებულიყო.ასეთი მყარი ოჯახები იყვნენ სწორედ,რომლებიც ამრავლებდნენ და აერთიანებდნენ ქართველ ერს.არსად არ გამიგონია,ისეთი მოკრძალებული და ამავე დროს თავმოყვარეობის გამომხატველი სიტყვა-პასუხი და ქცევა,რაც დარბაისელი ქართველისთვის არის დამახასიათებელი(გნებავთ ნაციონალური ტანსაცმელი და თუნდაც ნორმალური ჩაცმულობაც).ჩვენ ვერასოდეს ვერ შევურიგდებით გლობალიზაციას,როგორც დღეს ბევრი მსჯელობს და აპირებს კიდეც მსოფლიო გლობალიზაციის განხორციელებას.ეს არა ქართულია,ნამდვილად,და იმიტომ...
ქართველს უყვარს საქართველო და არ გაყიდის მიწას,სადაც თავისი შვილები უნდა დაასახლოს.ვერ შემოიყვანს ოჯახში ჩინელს და თავისი შვილისთვის გათვალისწინებულ საცხოვრებელს ვერ და არ მისცემს.
ამას წინებზე ერთმა ჩემმა მეგობარმა აღარ მახსოვს,რომელი სოფელი ახსენა, თბილისიდან არც თუ ისე შორს.
...სახლს ყიდიდნენ.ასულან სანახავად და ეზოში იმდენმა ჩინელმა მოიყარა თავი განცვიფრებულან.რა გინდათ,აქ რას აკეთებთო,უკითხიათ. ჩინელებმა არც აციეს და არც აცხელეს,უპასუხეს-აბა ხომ უნდა ვიცოდეთ,ვინ იქნება ჩვენი მეზობელიო. განა ეს საკმარისი არ არის სხვა ბევრი,რომ არაფერი ვთქვა, დღევანდელი მდგომარეობის გამოსახატავად...

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined15 Mar 2007
Posts587
კარმა52
OFFLINEPROFILE
Giorguka wrote:
ციტატა:
პირველ რიგში ერთი მთავარი რამე უნდა გავაცნობიეროთ ყველამ. სახელმწიფოს ფუნქცია იმაში არ მდგომარეობს რომ ხალხს უშუალოდ აჭამოს ან საწარმოები ააშენოს. სახელმწიფოს შესახებ ასეთი წარმოდგენები ჩვენ სოციალიზმის პერიოდიდან გამოგვყვა და დროა ამ ძილბურანიდან გამოვერკვიოთ. სახელმწიფოს დანიშნულება ის არის რომ შეგვიქმნას ხელსაყრელი გარემო, რათა ვხნათ, ვთესოთ და მოსავალი მოვიყვანოთ და არა ის რომ პირდაფჩენილი ბარტყებივით საკვები გვაწოდოს პირში.

Giorguka

გაიხარე, მართალი ხარ ყველაფერში :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined27 May 2007
Posts22
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემო მაია შენ არავინ შეგაკამათება, შენი აზრის ჭეშმარიტებას არ ვეწინააღმდეგებით, ჩვენ კონკრეტულად საქართველო გვქოდა მხედველობაში. შენ თუ თვლი იმას, რომ ჩვენმა ხელისულებამ სწორედაც ,რომ შექმნა ხელსაყრელი გარემო და ახლა ყველაფერი ჩვენზეა, წავსულვართ აბა საქართველოში.... =ae=
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined18 May 2007
Posts117
კარმა50
OFFLINEPROFILE
რატომაც არა. მე წავალ საქართველოში და უსაქმურადაც არ გავჩერდები. ჩემს ჩაფიქრებულ ბიზნესს მოვკიდებ ხელს.
ნანანო, შენ რომ ამბობ, რომ არსად პროდუქტი არ გაძვირდაო, ეგ სწორი არ არის. ევროპაში რძის პროდუქტები და ფქვილეული გაძვირდა. ბენზინს და გაზს ნუღარ იტყვი. და ა.შ.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2615
კარმა95
OFFLINEPROFILE
გაძვირდა და მორჩა.ყოველდღე არ ძვირდება

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
სუდენტი მეზობელი
სუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts39
კარმა51
OFFLINEPROFILE
Giorguka-ს მთლიანად ვეთანხმები, ვეთანხმები იმაში, რომ ყველაფერს მთავრობა ვერ გააკეთებს! ხალხმა უნდა შეასრულოს დიდი როლი დოვლათის შექმნაში. ქვეყნის დოვლათის შექმნა კი მოსახლეობის შრომით უნდა მოხდეს. ამ ძირეულ საკითხებზე კომენტარების უფლება კი აქვს მხოლოდ იმათ, ვისაც აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება თუნდაც მცირე მმართველობისა, ვინც იცის თუ რა არის თუნდაც სამი ბატის მწყემსვა, ვინც იცის რას ნიშნავდა ბიზნესის წარმოება დაქცეულ სქართველოში, სადაც მძვინვარებდა სახელმწიფო რეკეტი და არავინ არ იყო პასუხი გაეცათ მოძალადეებისათვის! ქვეყანას ფაქტიურად მართავდა სულ სხვა (შავბნელი) ძალა. არავითარი კანონის დაცვა და არავითარი კანონის დამცველი არ არსებობდა! ამის შესახებ ზოგიერთ დესპანელს ან არ გაუგია, ან ძალიან სწრაფად დავიწყნია!
იმ \"შავბნელი\" საკითხების გადაჭრა არის მთავრობის გადასაწყვეტი, დოვლათი კი ხალხმა უნდა შევქმნათ მეგობრებო!

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
OFFLINEPROFILE
სოციალური პრობლემების მოუგვარებლობა ყოველთვის გადიზრდება ხოლმე პოლიტიკურ დეატაბილიზაციაში.ვისურვებდი, საქართველოს მთავრობას უფრო დიდი ტემპით შეეძლოს ამ საკითხების გადაჭრა.მაგრამ ერთიც გაითვალისწინეთ:შეცდომები მარტო იმას არ მოსდის, ვინც არაფერს აკეთებს და გამკეთებელს დაჰკივის და აქილიკებს.გიორგუკას ნააზრევმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა.ყოჩაღ გიორგუკა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 11 posts ] 
საკვები განსჯისათვის - გაჭირვება საქართველოში
დესპანი