|
2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პირობების შესახებ რეკომენდაციები საქართველოში 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პირობების შესახებ
პოლიტიკური თავისუფლება: 1. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდეს სს საქმეები ოპოზიციის ლიდერების და 7 ნოემბრის მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეების მიმართ;
2. ჩატარდეს 7-8 ნოემბრის მშვიდობიანი აქციების, აგრეთვე ტელეკომპანია `იმედი\"-ს დარბევების და შემდგომი რეპრესიების მიუკერძოებელი გამოძიება ხელისუფლების, ოპოზიციის და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით; 3. გამოძიებულ იქნეს ოპოზიციის ლიდერებზე (კობა დავითაშვილი და სხვ.) და აქტივისტებზე თავდასხმისა და ზეწოლის ფაქტები; 4. გამოძიების დასრულებამდე ჩამოცილებულ იქნენ თანამდებობრივი უფლებამოსილებების განხორციელებისაგან გენერალური პროკურორი, შს მინისტრი და სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნები; სიტყვის თავისუფლება: 5. დაუყოვნებლივ განახლდეს ტელეკომპანია `იმედის\" მაუწყებლობა; 6. ცესკომ განახორციელოს კონტროლი მედიაში წინასაარჩევნო კამპანიის წესების დაცვაზე, ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული სარეკლამო კლიპების მოხსნაზე. 7. უზრუნველყოფილ იქნეს პოლიტიკური დებატები ტელეეთერში; საარჩევნო კანონმდებლობა: 8. ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდეს პარიტეტის საფუძველზე (6 - ხელისუფლების და 6 ოპოზიციის წარმომადგენელი); 9. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების, მოადგილეების და მდივნების კანდიდატურები გადანაწილდეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის; 10. გაუქმდეს დამატებითი სიები (კენწისყრის დღეს ამომრჩეველთა დამატება ამომრჩეველთა სიაში); 11. საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საპლებისციტო კითხვა ჩამოყალიბდეს ნათლად და სამართლიანად: \"თანახმა ხართ თუ არა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს 2008 წლის გაზაფხულზე?\"; საარჩევნო კამპანია: 12. ჩამოცილებულ იქნენ თანამდებობიდან ის პირები, ვინც კანონის დარღვევით მონაწილეობს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში, მ.შ: ქ. თბილისის მერი - გიგი უგულავა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - მაია მიმინოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი - პეტრე ცისკარიშვილი, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი - კობა სუბელიანი; ინფორმაცია საქართველოში 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პირობების შესახებ
პოლიტიკური თავისუფლებების ხელყოფა:[/b] წინასაარჩევნო კამპანიის მანძილზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი აქვს ზეწოლას ოპოზიციური კანდიდატებზე და მის მომხრეებზე:
1. თავდასხმები ოპოზიციის წევრებზე და ოფისებზე: • 1 დეკემბერს ნიღბიანმა ადამიანებმა გაიტაცეს გარდაბნის შტაბის ხელმძღვანელი თემურ აფრასიძე, რამდენიმე ხნის შემდეგ იგი სასტიკად ნაცემი იპოვეს ქუჩაში. მეორე დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს თემურ აფრასიძის ძმა - ქვემო ქართლის საექსპერტო კრიმინალური განყოფილების ექსპერტ-კრიმინალისტი. • 1 დეკემბერს დაახლოებით დილის 7 საათიდან 8 სააათამდე დაარბიეს ლევან გაჩეჩილაძის წყალტუბოს რაიონული საარჩევნო შტაბი, ოფისიდან წაღებულია მხოლოდ კომპიუტერის პროცესორი; 2. უკანონო დაკავებები: • 26 ნოემბერს ჩოხატაურში საპატრული პოლიციამ დააკავა რესპუბლიკური პარტიის წევრი გოჩა ჯიქია. წაუყენეს ბრალი ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შენახვა, ხოლო მოგვიანებით გაათავისუფლეს გირაოს გადახდის პირობით (2.000 ლარი); • 1 დეკემბერს საპატრულო პოლიციამ დააკავა ხალხის პარტიის თავჯდომარის კობა დავითაშვილის ცოლის ძმა, დავით ბიწაძე, თითქოს იგი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მართავდა ავტომანქანას. ოპოზიციის პროტესტის შემდეგ დ. ბიწაძე გაათავისუფლეს; • 3 დეკემბერს ბათუმში საზღვაო აკადემიასთან `ერთიანი სახალხო მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მიერ გამართული აქციის დარბევის დროს პატრულის თანამშრომლებმა და ასევე უფორმო ადამიანებმა (თვითმხილველების თქმით ეს უფორმო ადამიანები იყვნენ ის ხალხი ვინც აწარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის - ასლან აბაშიძის პერიოდში `აწარის რევოლუციის” დროს არბევდა მოსახლეობას) დააკავეს კონსერვატიული პარტიის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე – რუსლან მამედოვი და ორი წევრი: გარიკ კამარიანი და გელოდი ბერიძე, ასევე `ხალხის პარტიის “ახალგაზრდული ორგანიზაციის ორი წევრი: მინდია ჯაიანი და გოგიტა თავართქილაძე. ხუთივე მათგანი გადაყვანილი იქნა ბათუმის შს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, თითოეული მათგანი დააჯარიმეს 100-100 ლარით, ასევე დააკავეს `ხალხის პარტიის” აწარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ჯუმბერ თავართქილაძე და დააჯარიმეს 400 ლარით; 3. ზეწოლა ოპოზიციის წევრებზე: • 27 ნოემბერს ხარაგაულის სუბსიდიების სააგენტოდან დაითხოვეს ომარ გაგოშიძე 2 ნოემბერს გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე ყოფნის გამო; • 2 დეკემბერს საღამოს 17:00 სთ-ზე წალკის რაონულ შტაბში შევიდა კრიმინალური პოლიცია და მოითხოვა შტაბის თანამშრომლების სრული სია. პროტესტის შემდეგ მათ ოფისი დატოვეს; • 3 დეკემბერს დილით `მოძრაობა სვანეთის” ლიდერის, კახა ფანგანის, სახლში შევიდა შს სამმართველოს 2 თანამშრომელი. მათ თავიდან განაცხადეს რომ იყვნენ გაზის ინკასატორები, ხოლო როდესაც კარი გაუსხნეს მათ ყოველგვარი საბუთების გარეშე დაათვალიერეს მთელი სახლი და მხოლოდ გასვლისას განაცხადეს თავიანთი ნამდვილი ვინაობა, იმავე დღეს საპატრულო პოლიციის მიერ გაჩერებული იქნა კ.ფანგანის ავტომანქანა, რომელსაც მართავდა მძღოლი. მანქანის გაჩერების შემდეგ მძღოლს შეკითხვები დაუსვეს უკვე სხვა მანქანიდან (კერძოდ შავი ფერი BMწ-უნომრო, რომელის ხშირად არის შემჩნეული კ.ფანგანის საცხოვრებელ სახლთან) გადმოსულმა ადამიანებმა, რომელთაც აინტერესებდათ კახა ფანგანის ადგილმდებარეობა, ვინაიდან 7 ნოემბრის შემდეგ კახა ფანგანი ვეღარ მიდის საკუთარ სახლში, რადგანაც მიმდინარეობს თვალთვალი მისი დაკავების მიზნით, მანამდე 6 ნოემბერს დაკავებული იქნა მისი ძმა – კობა ფანგანი. 4. მიმდინარეობს ზეწოლა უძრავი ქონების მესაკუთეებზე, რათა მათ გააუქმონ იჯარის ხელშეკრულებები პოლიტიკური პარტიის ოფისებთან: • ამბროლაურის პოლიციაში გამოიძახეს რესპუბლიკური პარტიის რეგიონალური ოფისის მესაკუთრე, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა მოითხოვა ფართის დაცლა; • 30 ნოემბერს ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ – ილია ბაბნიძემ და თბილისიდან ჩასულმა უცხო პირებმა გამოიძახეს ქარელის საარჩევნო შტაბის ფართის მესაკუთრე შოთა გოგიჩაიშვილი და მოსთხოვეს ერთი დღის ვადაში ფართის დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ მისი და მისი ოჯახის წევრების დაპატიმრებით; • 2 დეკემბერს თეთრიწყაროს პოლიციამ დაიბარა თეთრიწყაროს რაიონული შტაბის ხელმძღვანელი Mმერაბ ძირიკვაძე, მას შესთავაზა პერსპექტიული სამსახური მაღალი ანაზღაურებით თუ ის დატოვებდა ოპოზიციის რიგებს. იმის შემდეგ რაც ძირიკვაძემ უარი განაცხადა შეთავაზებაზე, ისევ დაუკავშირდა პოლიციის თანამშრომელი, პოლიციის უფროსის თემურ დალაქიშვილის სახელით და მოსთხოვა შტაბის დაცლა. 5. მიმდინარეობს თვალთვალი ოპოზიციის ლიდერებზე, ასევე მათ მომხრეებზე და ოფისებზე, კერძოდ: • კონსერვატიული პარტიის ოფისზე თვალთვალს ახორციელებენ ავტომანქანები ნომრებით - KAN 120-დან 126-მდე. • გია ხუხაშვილის (ბ. პატარკაციშვილი ერთ-ერთი ახლო პარტნიორი) საცხოვრებელ სახლთან მიმდინარეობს თვალთვალი, კერძოდ: მორიგეობს 4 ავტომანქანა (\"ფოლკსვაგენი\" BBB 630 შავი ფერის, “ფოლკსვაგენი” QUთ 137 მწვანე ფერის, “ოპელი” GIO 653 ვერცხლისფერი ფერის, “ოპელი” ILO 715 მწვანე ფერის), საარჩევნო კანონმდებლობა: 6. `საარჩევნო კოდექსში” ცვლილებები შეტანილი იქნა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე 41 დღით ადრე, გაერთიანებული ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, ხოლო 29 ნოემბერს (37 დღით ადრე) ინიცირებული იქნა საარჩევნო კოდექსის კიდევ ერთი ახალი ცვლილებების პროექტი; 7. ცესკოს და საუბნო საარჩევნო კომისიის 13 წევრიდან 7 წევრს ნიშნავს ხელისუფლება და მმართველი პარტია, 6 – ოპოზიციური პარტიები. გადაწყვეტილება (მ.შ. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებისა და საარჩევნო უბანში კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ) მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით – ანუ 7 ხმით, რაც ნიშნავს რომ მხოლოდ მმართველი პარტიის ხმები საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად (მუხლი 27); 8. ხელისუფლების 7-კაციანი ქვოტა შედგენა 6 ე.წ. `პროფესიული ნიშნით” დანიშნული პირისაგან და ერთი მმართველის პარტიის წარმომადგენელისაგან. თუმცა 6-ვე პირი, რომელიც ინიშნება პრეზიდენტის მიერ რეალურად წარმოადგენს ხელისუფლების ბიუროკრატიას და არა დამოუკიდებელ და პროფესიულ კანდიდატს. კერძოდ: • თავმჯდომარე – ლევან თარხნიშვილი – დანიშვნამდე მუშაობდა სახელმწიფო ტელევიზიის სამეურვეო საბწოს თავმჯომარედ; • დავით კირთაძე – დანიშვნამდე მუშაობდა ქ. თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის რევიზორად; • ლუხუმ ბურჯალიანი – დანიშვნამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტში; • ემზარ ფაჟავა – დანიშვნამდე მუშაობდა სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილედ; 9. საოლქო საარჩევნო კომისიებში საერთოდ არ არის დაშვებული ოპოზიციის მონაწილეობა, კომისიის 5-ვე წევრს ნიშნავს ხელისუფლება; 10. 22 ნოემბრის ცვლილებებით ხელახლა იქნა შემოღებული ამომრჩველთა \"დამატებითი სიები”, რაც \"ვარდების რევოლუციის” დროს გახდა მთავარი დავის საგანი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ამიტომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (XI.2003), 2005 წლის 11 ივლისის ცვლილებებით დამატებითი სიები გაუქმდა. გაუგებარია რიგგარეშე არჩევნების დროს ამ ინსტიტუტის აღდგენის მოტივაცია, თუ არ ჩავთვლით იმას რომ ამ გზით შესაძლებელია ყალბი პირადობის მოწმობის საფუძველზე ამომრჩეველმა რამოდენიმე სხვადასხვა უბანზე მისცეს ხმა (მუხლი 1297); 11. 27 ნოემბერს ცესკომ მიიღო განკარგულება საარჩევნო უბნების შექმნისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ, რომლის თანახმადაც უბნების რაოდებობა იზრდება 3052-დან 3440-მდე, ასევე იცვლება საარჩევნო უბნების საზღვრები, რაც გამოიწვევს სერიოზულ ქაოსს, ამომრჩეველი მიაკითხავს ძველ ტრადიციულ უბნებს, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს ამომრჩევლის დაბალ აქტივობას (მუხლი 1296-4); სიტყვის თავისუფლების ხელყოფა: 12. 2007 წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 20.50 საათზე მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების დისლოკაცია ტელეკომპანია ,,იმედის\" ტერიტორიაზე. მათ ალყაში მოაქციეს შენობა და საშუალება არ მისცეს ზემოაღნიშნული დაწესებულების თანამშრომლებს დაეტოვებინათ ტელეკომპანიის ტერიტორია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს ტელეკომპანიის ხელმძღვანელი პირებისათვის არ აუხსნიათ, თუ რის საფუძველზე მოხდა შენობაში მათი შეწრა და არ წარმოუდგენიათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით შესაბამისი ხასიათის იურიდიული დოკუმენტი. სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა ჟურნალისტები იარაღის მუქარით აიძულეს დაწოლილიყვნენ იატაკზე, ჩამოართვეს მობილური ტელეფონები, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დალეწეს აპარატურა, რის შემდეგაც მაუწყებლობა შეწყდა. ზემოაღნიშნული ქმედებები შეიცავს საქართველოს სსკ-ის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა), 156-ე (დევნა), 161-ე (შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფა), 222-ე (ტელემაუწყებლობის ბლოკირება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5 წლამდე; 13. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 28 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრებს ტელეკომპანია ,,იმედის\" მფლობელი კომპანიის - ,,ნიუს კორპორეიშენის\" ვიცე-პრეზიდენტ პომპადურთან რამდენიმე დღის წინ გამართული შეხვედრის დეტალები გააცნო. ლადო გურგენიძის განმარტებით, \"ის ჟურნალისტები, რომლებიც ადრე პოლიტიკაში მოღვაწეობდნენ, ჟურნალისტიკას უნდა ჩამოშორდნენ და პოლიტიკაშივე უნდა დარჩნენ\". რაც შეეხება საქართველოს უშიშროების საბწოს მდივნის – ალექსანდრე ლომაიას განცხადებებს, მისი გადმოცემით, \"ნიუს კორპორეიშენის\" ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მთავრობამ სამი პირობა შესთავაზა: ,,ტელეკოპანია ,,იმედის\" ფინანსური შემოწმება კვარტალში ერთხელ, მის მიერ ,,იმედის\" ერთპიროვნული მმართველობა და ეთიკური პირობების დაცვა. მისივე თქმით, ,,რეკომენდაციები, რომლებიც ორი წლის წინ არის შექმნილი, თავის დროზე რომ ამუშავებულიყო, არ იქნებოდა ის სავალალო შედეგი, რაც ტელეკომპანია ,,იმედის\" შემთხვევაში მოხდა. ხელისუფლების ორივე წარმომადგენლის განცხადებებიდან აშკარად ჩანს, რომ ტელეკომპანია დაიხურა არა სისხლის სამართლის ბრალდებების, არამედ ჟურნალისტური კორპუსის მიუკერძოებლობის და რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო; 14. 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ეთერში დარჩა მხოლოდ სახელისუფლებო კერძო ტელეარხები. საგანგებო მდგომარეობის დროს და მისი გაუქმების შემდეგ ყველა არხი მუშაობს უმკაცრესი ცენზურის პირობებში, დარღვეულია დროის პარიტეტი. მაშინ, როდესაც პირდაპირ ეთერში საათობით გადაიცემა საქართველოს პრეზიდენტის, გენერალური პროკურორის მოადგილის და ხელისუფლების სხვა პირების ჩართვები, რამდენიმე წუთი აქვს დათმობილი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ზოგადად, ოპოზიციური აზრის გამოხატვას. 17 ნოემბერს, ორი ტელეკომპანიის მონიტორინგის შედეგებმა გვაჩვენა შემდეგი სურათი: \"საზოგადოებრივი მაუწყებელი\" - ხელისუფლების წარმომადგენლები – 52 წუთი და 58 წამი, ოპოზიციის წარმომადგენლები – 2 წუთი და 13 წამი. ტელეკომპანია ,,რუსთავი 2\" - ხელისუფლების წარმომადგენლები – 48 წუთი, ოპოზიციის წარმომადგენლები – 8 წუთი და 12 წუთი (დანართი ). იმავდროულად მიმდინარეობს ისტერია ოპოზიციის რუსეტთან კავშირის შესახებ. 20 ნოემბერს, სახელისუფლებო ტელეკომპანიების ,,რუსთავი 2\" - სა და ,,მზე\" - ს ეთერში გაშვებული იქნა დოკუმენტური ფილმი სათაურით \"ნოემბრიდან ნოემბრამდე\", სადაც საუბარი იყო ოპოზიციის ლიდერების თითქოსდა რუსეთის ფედერაციის აგენტურულ ქსელთან კავშირზე. ფილმში არსად იყო წარმოდგენილი იურიდიულად დასაბუთებული ბრალდებები, არსად ჩანდა ოპოზიციის წარმომადგენლების კომენტარი, რაც შეიცავს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საქართველოს სსკ-ის 373-ე მუხლით გათვალისწინებული ცრუ დასმენის ნიშნებს. ზემოაღნიშნული ფილმის ჩვენებით, ქართულმა ტელემედიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოქმედებს სახელისუფლებო შეკვეთების პირობებში და მათი უმკაცრესი ცენზურის ქვეშ. 15. წინასაარჩევნო პერიოდში არ შემდგარა არც ერთი სატელევიზიო დებატები საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არც ერთ სატელევიზიო არხზე, ხელისუფლება კვლავ ბოიკოტს უცხადებს ერთადერთ არაკონტროლირებად ტელეკომპანია `კავკასიას”; წინასაარჩევნო კამპანის წესების დარღვევა: 16. მიხეილ სააკაშვილი გადადგომის მიუხდავად რეალურად ინარჩუნებს ხელისუფლების სადავეებს: 3 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აწარაში ჩავიდა, მანNდავალება მისცა იუსტიციის მინისტრს საქართველოს მოქალაქეობა მიენიწებინა მოლდოველი ქალბატონისთვის, რომელსაც ჰყავს ქართველი ქმარი.
ზ/ა ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლ ნაწილს, რომელიც ადგენს კანდიდატების თანასწორუფლებიანობას; 17. პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ მთავრობის წევრები, კერძოდ: • 28 ნოემბერს ქ. თბილისის მერიის შენობაში განთავსებულ დარბაზში შედგა პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ამომრჩევლებთან (დევნილებთან). აღნიშნულ შეხვედრაზე პრეზიდენტობის კანდიდატი ახორციელებდა წინასაარჩევნო კამპანიას შეხვედრაზე მყოფ ამომრჩევლებთან, იძლეოდა წინასაარჩევნო დაპირებებს. პრეზიდენტობის კანდიდატი შეძვედრაზე წარმოდგენილი იყო ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან და ქ. თბილისის მერთან გიგი უგულავასთან ერთად. გარდა ამისა მათ პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილისაგან მიიღეს დავალება, რომ ერთი კვირის მანძილზე უზრუნველყოფილი იქნებოდა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა იმ საცხოვრებელი ფართის დაკანონება, რომლებშიც დევნილები კომპაქტურად არიან ჩასახლებული. • 3 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აწარაში ჩავიდა, მან დავალებები და შენიშვნები მისცა სოფლის მეურნეობის მინისტრს – პეტრე ცისკარიშვილს ციტრუსის ჩაბარების საკითხებთან დაკავშირებით. • 3 დეკემბერს პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაზიაზე ქ.თბილისის მერმა ღიად მოუწოდა მოსახლეობას ხმა მიეცათ მიხეილ სააკაშვილისთვის. ზ/ა ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილს, რომლის მიხედვითაც აკრძალულია მინისტრების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა; საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევა მედიაში: 18. მიმდინარე წლის ნოემბრიდან ტელეკომპანიების ეთერში ყოველდღიურად გადის ბიუჯეტის მიერ დაფინანსებული სარეკლამო რგოლი შეშის ვაუჩერთან დაკავშირებით. Aამ რეკლამის მიხედვით შეშის ვაუჩერი არის პრეზიდენტის საჩუქარი და ხდება მოსახლეობის მომარაგება საქართველოს პრეზიდენტის პროგრამის ფარგლებში. რეკლამაში აქცენტი კეთდება წინა საარჩევნო პერიოდში იმ პრეზიდენტის დამსახურებებზე, რომელიც ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატია; ზ/ა ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-15 ნაწილს, რადგან არ არის მითითებული `ფასიანი პოლიტიკური რეკლამა” და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან;
კახა კუკავა კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი საქართველოს პარლამენტის ფრაქცია `დემოკრატიული ფრონტის” თავმჯდომარე
|