შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
Re: კანონის უზენაესობა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის#16160
სუდენტი მეზობელი
Joined18 May 2007
Posts39
კარმა51
mima ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ მოდი ახლა ეგ შენი აზრები დაუკავშირე დრევანდელ პოლიტიკურ ალიაქოთს და სწორედ მაგ კანონის უზენაესობიდან შეაფასე მოვლენები.იქნება ამით რაიმე შედეგს მივაღწიოთ
Re: კანონის უზენაესობა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის#16694
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1345
კარმა182
მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოთა გერბებზე იმიტომაა გამოსახული ძლიერების სიმბოლოები, მაგალითად ლომი, არწივი, გველეშაპთან მებრძოლი წმ.გიორგი და არა ვთქვათ ციყვი, ან ბაჭია, რომ სახელმწიფომ მთელი სიმკაცრითა და ძლიერებით უნდა დაიცვას კანონები.ეს ხშირად ძალისმიერი პროცედურებითაც გამოიხატება, მაგრამ შედეგი ბრწყინვალეა:სახელმწიფო და ხალხი დაიცავს კანონს,_კანონი დაიცავს სახელმწიფოსა და ხალხს.
Re: კანონის უზენაესობა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის#16921
ექსპერტი დესპანელი
Joined25 Oct 2007
Posts240
კარმა51
მთავრობის წევრები ხალხის მიერ დაქირავებული მოსამსახურეები არიან და მათ უნდა მიიღონ არა ისეთი კანონები,როგორიც თვითონ აწყობთ,არამედ ხალხის და სახელმწიფოს საკეთილღეოდ.უმჯობესია ჯერ საკუთარ თავებში დაამყარონ წესრიგი და მერე ილაპარაკონ კანონის სახელით
Re: კანონის უზენაესობა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის#16927
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2988
კარმა111
სხვათაშორის მახსოვს ეგებ თქვენც ნახეთ ერთ- ერთ პარლამენტის სხდომაზეარ ვიცი გამყრელიძე იყო თუ ვინ აღარ მახსოვს რომ უთხრა მაჭავარიანმა ; შენიგულისთვის შევცვლი მაგ მუხლს და თუ არ გაგებინებ პასუხს ან სად გაიქცევი ვნახავო; როგორ მოგწონთ დღევანდელი საქართველოს კანონმდებლობა გადასახედია და საკმარისად ბევრიც შესაცვლელია .ქვეყანაში ძალიან ბევრი უსამართლობა და უკანონობაა რაც საშუალო და დაბალ ფენაზე ხორციელდება. კანონი თუ არის გლეხი ერი ბერი პრეზიდენტი პარლამენტარი და მინისტრი ერთნაირად უნდა აგებდეს პასუხს და არა ისე როგორც ეს დღეს ხდება საქართველოსი.
Re: კანონის უზენაესობა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის#51521
არალეგალი მეზობელი
Joined05 Mar 2008
Posts2
კარმა1
ეს ალბათ ის კვანძია, რომელზეც ქართველებს ფეხი უცდებათ.
რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ეს ჩვენთვის, კულტურა თანაშობილია ამ შემთხვევაში და მას ერის გენეტიკურ ფესვებში უნდა ძიება. ანუ ქართველი და საქართველო რუსეთთან კავშირის შემდეგ აფსოლუტურად შეიცვალა როგორც ერი და როგორც ნაცია. ამის ნათელი მაგალითია - თანამედროვე ქართველი, ის ფლობს გენიალურ ნიჭს, წესრიგის გარეშე, რიგის გარეშე ანუ დაუმსახურებლად მიაღწიოს რამეს და ამისთვის მას საზოგადოება მხარს უჭერს. კანონის დაღვევა ითვლება \"მოხერხებულობად\" და ვინც \"პატიოსნად\" ცხოვრობს ის საზოგადოპების აზრით ბევრს ვერაფერს მიაღწევს. აქედან გამომდინარე ქართველს არც წითელზე გადასვლის, არც სიგარეტის და ნაგავის ქუჩაში დაგდების რცხვენია, პირიქით ის ამაყობს ამ საქციელით, თითქოს მოწესრიგებულ სამყაროს შინაგან პროტესტს უცხადებდეს. ერთერთ ძალიან საინტერესო წიგნში, რომელიც სწორედ ამ თემას ეხება, მოყვანილია პლანეტაზე არსებული ქვეყნების განვითარების გზები. ერები გაყოფილია იმის მიხედვით თუ ვინ ააშენა სახელმწიფო და ვინ დარჩა ქვეყანად. იყო ნაცია არ ნიშნავს ფლობდე უნარს სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის. ევროპელებს ეს სისხლში აქვთ. აქ თითოეულს სჯერა რომ თავისი მოწესრიგებული ცხოვრების წესით ხელს უწყობს სახელმწიფოებრივ ძლიერებას, ისინი მორჩილად იხდიან გადასახადებს, ასრულებენ უამრავ წესებს და ეს წესრიგის სიყვარული აძლევთ იმის გარანტს, რომ ისინი არასასიამოვნო მოულოდნელობებისაგან დაცულნი არიან და მშბიდად ცხოვრობენ. ეს უდიდესი სიამოვნებაა, როცა შენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გჯერა და იცი რომ, ის დაგიცავს, მაგრამ ეს მოდის იქედან რომ შენ თვითონ ქმნი მის სახელმწიფოებრიობას.
საქართველოს წესრიგის და კანონის უზენაესობის, როგორც უმნიშვნელოვანესი ფენომენის გაცნობიერების სურვილი არა აქვს და არც უნარი და მოთხოვნა ნუბებისაგან, ამიტომ მე მეეჭვება რომ ოჯახიდან და სახლემწიფოდან დაწყება რაიმეს მოგვიტანს.
საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს თითოეულმა, იმის შემდეგ როცა ამის აუცილებლობას იგძნობს, აუცილებლობის დასანერგად უნდა შემუშავდეს იდეოლოგია, პროპაგანდა ამ ფენომენის აუცილებლობის, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით ინიციატივის გარეშე არსებობს.
Re: კანონის უზენაესობა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის#51528
კარენოი დესპანელი
Joined06 Dec 2007
Posts451
კარმა87
ლილუსია-ნეტავ, შენნაირად ბევრი ქართველი აზროვნებდეს და მერე მოქმედებდეს ისე, როგორც შენ ჩამოაყალიბე ეს ყველაფერი,რაც შენ დაწერე ეხლა.ეს მიუღწეველია ჩვენთვის დღეს-დღეობით. ყველამ,თითქმის ყველამ ძალიან კარგად იცის სად არის გამოსავალი,მაგრამ..................... ჩვენ ხომ ვართ ყველაზე მაგრები? ვაართ?
Re: კანონის უზენაესობა და მისი მნიშვნელობა ჩვენთვის#51758
არალეგალი მეზობელი
Joined05 Mar 2008
Posts2
კარმა1
მადლობთ ჩემო ელჩო :-) ეგ ჩვენი \"ყველაზე მაგრობა\" უცხოეთში უფრო კარგად გავაანალიზე. ისე მეტკინა, ვიფიქრე ან სამშობლო დავკარგე ან ჩემი თავი დავუკარგე მას-თქო.
შინაგანად მაინც რაღაცის მჯერა, ალბათ მეც იმ მითში გავიზარდე \"საქართველო გაბწყინდება\" რომ ჰქვია.
იქნებ როგორმე რაღაც ვიღონოთ იმ ადამიანებმა ვინც ამ პრობლემებს კარგად ხვდება და რაღაცის შეცვლა შეუძლია.