შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
MacDill მაგას რათქმაუნდა შევეხები მაგრამ სანამ ვაჭრობას განახორციელებ სულ ცოტა ელემენტარული წარმოდგენა მაინც უნდა გქონდეს თუ რასთან გაქ საქმე ისე ვერ ივაჭრებ და დარწმუნებული ვარ რომ მტელ დეპოზიტს დაკარგავ. ხოლო რაც შეეხება ფულის მოხსნას დზალიან მარტივად ხდება გადმორიცხვით შენს პირად ანგარიშზე 3 სამუშაო დღეში.
ialbuzi მე არ ვიცი შენს მეუღლის ძმას რა სისტემა აქვს ანუ რა პრინციპით თამაშობს მაგრამ რახან როგორც ამბობ ღამეები არ ძინავსო გამომდინარე აქედან ვგრძნობ რომ სისტემა არ აქვს და იმიტომაც ნერვიულობს. რაც შეეხება ბანკის პროცენტებს, არამგონია რომელიმე ბანკმა გადაგიხადოს ყოველთვიურად დეპოზიტის მინიმუმ 15-20% შენი საქმისა შენ იცი რათქმაუნდა და მართლაც გისურვებ წარმატებებს
მომდევნო პოსტში გავაგრძელებ ახსნას, და გავამარტივებ ყველაფერის, მოკლედ ავხსნი ტალღების სტრუქტურას, და არ მოვყვები (თუ რათქმაუნდა არ იქნა ამის სურვილი) რომელი ტალღის შემდეგ რანაირი ტალღა უნდა წამოვიდეს, და ყველა იმ წყალქვეშა ქვებზე რომელებიც გავლენას ახდენენ ფასების რყევების პროგნოზზე. შემდეგ კი მოგიყვებით მარტივ ვაჭრობის სისტემაზე რომელსაც მე ვიყენებ, შევეხები იმ საკითხებს თუ სად და როგორ უნდა გახსნათ ანგარიში, როგორ უნდა მოხსნათ მოგება და ასე შემდეგ, ასევე შემოგთავაზებთ ყოველდღიურ პროგნოზებს სხვადასხვა ვალიუტის შესახებ.
წინა პოსტებში შევეხე ფასთა მოდზრაობის სრულ ციკლს, და შემოგთავაზეთ სურათი ამ ციკლთან დაკავშირებით. მოდით ეხლა ეს სურათი უფრო დეტალურად განვიხილოთ.
სურათზე ხედავთ რომ ეს ციკლი შედგება პატარა ზომის ანალოგიური ფასთა მოდზრაობის ციკლებისაგან. ხედავთ რომ დომინირებული მოდზრაობა (ტრენდი) ყოველთვის შედგება 5 ტალღისგან ხოლო კორექცია ყოველთვის შედგება 3 ტალღისგან.
რათქმაუნდა ტრენდის ტალღებს და ასევე კორექციის ტალღებს აქვთ თავისი მახასიათებლები მაგრამ ამაზე თუ ვინმეს დააინტერესებს მაშინ მას აუხსნი დეტალურად. აქ კი ავგჰნიშნავ მხოლოდ იმას რომ
დომინირებულ ტრენდში
1) ყოველთვის არის 5 ტალღა
2) მე_2 ტალღა არასდროს არ ცდება პირველი ტალღის დასაწყისს და ყოველთვის პირველ ტალღაზე მოკლეა
3) მე_3 ტალღა არასდროს არაა ყველაზე მოკლე უფრო მეტიც მე-3 ტალღა თითქმის ყოველთვის არის ყველაზე გრძელი
4) მე_4 ტალღა არასდროს არ ცდება 1ირველი ტალღის ბოლოს (მწვერვალს), მე_4 ტალღა არასდროს არაა მე_3 ტალღაზე გრძელი
5) მე_5 ტალღა ყოველთვის ამთავრებს ფასთა დომინირებულ მოძრაობას, რის შემდეგაც იწყება ფასთა საპირისპირო მოძრაობა (კორექცია)
კორექციულ ტალღებში
1) ყოველთვის არის სამი ტალღა
2) კორქცია ყოველთვის მთავრდება დომინირებული მოდზრაობის ან 38% ან 50% ან 61,8% ან 78% რის შემდეგაც იწყება ახალი ტრენდი ნებისმიერი მიმართულებით.
სურათზე დომინირებული ტრენდის ტალღები ნაჩვენებია ციფრებით ხოლო კორექციული ტალღები კი ასოებით
ქეშ, ტქვენ ჩემი იუმორი ცუდად არ მიიღოთ, გთხოვთ! პირიქით, მე პირადად დიდ მადლობას მოგახსენებთ ახალგაზრდებზე მაგალითის მიცემაში. რა თქმა უნდა, ეს საინტერესო და ამავე დროს ცოტა რთული თემაცაა. იმასშიც გეთანხმებით, რომ ჩემს წლიურ 12%-ს თვიური 10-20% სჯობია. უბრალოდ მე არა ვარ დაინტერესებული ბორსით. სხვათა შორის, ჩემი რამოდენიმე მეგობარი, მაგით ცხოვრობს და კარგი შემოსავალიც ააქვთ.
1.1 სანამ სისტემაზე მოვყვებოდე მსურს მოგიყვეთ ჩემი ისტორია ამ საქმიანობასთან დაკავშირებით.
5 წლის წინ მე პირველად მომეცა საშვალება მონაწილეობა მიმეღო ვაჭრობაში. გავხსენი ანგარიში 2000 დოლარის დეპოზიტით და..... აქ ითქვა \"ჩემი მეუღლის ძმა ამით ცხოვრობს და ღამეები არ ძინავსო\"-- სწორედ ასეთ დღეში ვიყავი, გავხსნიდი პოზიციას დაღამეები არ მეძინა, ვნერვიულობდი ვაი არ წავაგო, უი არ დავარდეს ფასები, ნეტა არ აიწიოს ფასებმა და ასე შემდეგ რამაც საბოლოო ჯამში მიმიყვანა სრულ კრახამდე მთელი დეპოზიტი წავაგე. თუმცა ამ გადმოსახედიდან უკვე არ ვნანობ ამას, რადგანაც ვიფიქრე რატომ არ შემილია მე მოვიგო როდესაც სხვები დიდ ფულს შოულობენ? რატომ არ შემილია მე მივაღწიო სასურველ შედეგს როცა მთელი ამერიკის ეკონომიკა ბირჯაზეა დამოკიდებული? რა არის მიზეზი ჩემი კრახისა? დავიწყე ლიტერატურის მოძიება, სწავლა დემო ანგარიშებზე პრაქტიკა. ნელნელა ყველა ჩემს კითხვას პასუხი ეცემოდა და ბოლოს ნათელი გახდა ჩემთვის ის მიზეზები რამაც განაპირობა ჩემი მარცხი. არ ჩამოვთვლი აქ მიზეზებს უბრალოდ ვიტყვი მხოლოდ ერთს მთავარს: მე არ გამაჩნდა სისტემა სისტემა რომელიც მოიცავს ყველა იმ მიზეზს რამაც განაპირობა მარცხი.
როგორც კი შევიმუშავე უფროსწორედ ავიღე ერთერთი სისტემის მაგალითი და შემდეგ მას გაუკეთე ოპტიმიზირება, განვაახლე, დავხვეწე და მიუსადაგე დღევანდელ მარკეტს, შედეგმაც არ დააყოვნა, სულ რაღაც 150 დოლარად (მეტი არ მქონდა) 4-5 თვეში ამოვიღე ადრე წაგებული თანხა 2000 დოლარი, დავიწყე ღამით მშვიდი ძილი, სულ დღეში ორი საათი მჭირდება კომპიუტერი მარკეტზე შესასვლელად მარკეტის ანალიზისთვის და ორდერების (პოზიციების) წამოყენებისათვის, ხანდახან მთელი დღეც არ შევდივარ მარკეტზე არაა საინტერესო და იმიტომ (გვერდულად მიდის მარკეტი \"ფლეტ\"-ია). დღეს-დღეობით ჩემი დეპოზიტი შეადგენს 20 000 ევროს და უკვე გადასულივარ ვაჭრობის არააგრესიულ სტილზე, სტაბილურად ვიღებ დეპოზიტიდან თვეში ცუდ შემთხვევაში 15-20% და კარგ შემთხვევაში 20-25% საშვალოდ თვეში 4000 ევროს, მყოფნის აბსოლუტურად ყველაფრისთვის და ამასთან ერთად მაქვს უამრავი დრო გართობისათვის.
იმისათვის რომ თქვენი ვაჭრობის სისტემა იყოს ეფექტური და რაც მთავარია მომგებიანი საჭიროა:
1) ზუსტად გქონდეთ განსაზღვრული თუ რამდენის წაგების უფლება გაქვთ, ანუ კარგათ გქონდეთ ასახული სისტემაში თქვენი რისკის ფაქტორი, რისკის მენეჯმენტი.
მაგალითისთვის: ვთქვათ თქვენ გაქვთ 100 დოლარიანი დეპოზიტი. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა ითამაშოთ არაუმეტეს 0.1 ლოტისა ანუ ფასთა ცვლილების 1 პუნქტი უნდა შეადგენდეს არაუმეტეს 10 ცენტს. ამასთან თუ თქვენს მიერ გახსნილი პოზიცია მიდის თქვენს საწინააღმდეგოთ თქვენ არ გაქვთ უფლება წააგოთ 10 დოლარზე მეტი. ჯობია აიღოთ წაგება და დახუროთ წამგებიანი პოზიცია ვინემ დაელოდოთ იმას თუ როდის შეტრიალდება მარკეტზე სიტუაცია.
2)სისტემა მოითხოვს თქვენს დისციპლინას, ანუ მკაცრად უნდა მიყვეთ სისტემის სიგნალებს, მაშინაც კი თუ დარწმუნებული ხართ იმაში რომ სისტემამ შეცდომით მოგაცოდათ სიგნალი პოზიციის გახსნაზე და იცით რომ წამგებიანი იქნება ყიდვა ან გაყიდვა თქვენ უნდა დაემორჩილოთ სისტემას.
3) არანაირად არ უნდა აყვეთ ემოციებს, უნდა შეინარჩუნოთ სიმშვიდე, თუკი რამოდენიმე პოზიცია ზედიზედ მოგებით დახურეთ არ გათამამდეთ, არ გაზარდოთ ლოტები თუკი ამის შესაძლებლობას არ გაძლევთ თქვენი რისკის მენეჯმენტი.
4) ვაჭრობის დროს იყავით ფხიზელი, არ ივაჭროთ ან ნასვამმა ან მითუმეტეს რაიმე ნარკოტიკის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა
არა, აქ საბოდიშო არაფერია! პირიქით. ალბათ არ იყო აქ ხუმრობა საჭირო. როგორც ზემოთ მოგახსენეთ: მე პირადად, როგორც ქართველი, კიდევ მადლობას გიხდით. თქვენ ცდილობთ ახალგაზრდობას დაეხმაროთ და ეს მართლაც კეთილი საქმეა. საბოდიშო კი, ნამდვილად არაფერი გაქვთ! ამასაც დავამატებ, რომ ჭკვიანი ადამიანი მოგებული ფულით თავის კაპიტალსაც შექმნეს პარალელურად. ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს!
წინა პოსტებში შევეცადე მოკლედ ამეხსნა ფასთა რყევების სრული ციკლის თაობაზე ავხსენი ტუ რამდენი და რანაირი ტალღებისგან შედგება ეს ციკლი. ეხლა გთავაზობთ სისტემას რომელიც ამ ციკლზეა აწყობილი.
სისტემის მთავარი მიზანია დომინირებული ტრენდის მიმართულებით პირველ ტალღაზე გავხსნათ პოზიცია (ვიყიდოთ ან გავყიდოთ) დაუმატოთ პოზიცია მე_4 ტალღის დამთავრებისთანავე, დავხუროთ პოზიციები მე-5 ტალღის დამთავრების თანავე და ასევე დროულად გავხსნათ პოზიცია კორექციის დაწყებისთანავე.
ამისათვის დავიხმაროთ რამოდენიმე ინდიკატორი: 1) DMA და 2)Elliott Oscillator
DMA-ასახავს დიაგრამაზე საშვალო ფასს N პერიოდის მანძილზე Elliott Oscillator-ეს ინდიკატორი განეკუთვნება ოსცილატორთა რიგებს.
Elliott Oscillator-ის მეშვეობით დიაგრამაზე ვპოულობთ დივერგაციებს
დივერგაცია- ეს ის შემთხვევაა როდესაც დიაგრამაზე ფასმა გააკეთა ახალი მინიმუმი ან მაქსიმუმი ხოლო ინდიკატორმა (ამ შემთხვევაში Elliott Oscillator-მა) ვერ გააკეთა ახალი მინიმუმი ან მაქსიმუმი.
იმის შემდეგ რაც დივერგაცია მოხთა ველოდებით თუ როდის გადაკვეთავს ფასი DMA-ს და ეგრევე ვხსნით პოზიციას.
უფრო ადვილი და მარტივი გასაგები რომ იყოს, აქ გთავაზობთ როგორც დივერგაციის ასევე პოზიციების გახსნის ამსახველ სურათებს.
თეორიის ძირითადი პრინციპი მდებარეობს იმაში რომ თითოეული იმპულსური ტალღა შედგება 5 პატარა ტალღისაგან ხოლო ტიტოეული კორექციული ტალღა შედგება 3 ტალღისაგან მეორე სურათზე ეს კარგად ჩანს. ასე მაგალითად: მეორე სურათზე პირველი ტალღა შედგება ხუთი პატარა ტალღისაგან რადგანაც ის არის იმპულსური (ქმედითი) ტალღა და შეადგენს ტრენდის ნაწილს.
თეორიის თანახმად ყველაზე დიდ ციკლს ეწოდება სუპერციკლი რომელიც შედგება 8 ტალღისაგან რომლებიც ასევე იყოფიან უფრო პატარა 8 ტალღისგან შექმნილ ციკლებად და ასე შემდეგ. მეორე სურათზე წარმოდგენილია სამი ძირითადი ციკლი, შეგილიათ შეამჩნიოთ იმპულსური ტალღებისა და კორექციული ტალღების პროპორციულობა. რაც უფრო ძლიერია იმპულსური ტალღა მით უფრო ძლიერია კორექციაც.
თუ კარგად დააკვირდებით მეორე სურათს შეამჩნევთ რომ სურული ციკლი შესდგება 2 გრძელი ტალღისგან, 8 საშვალო ტალღისგან და 34 პატარა ტალღისგან, ანალოგიურად თუ განვიხილავთ დათვის ტალღას დავინახავთ რომ ის შედგება 1 დიდი ტალღისგან 5 საშვალო ტალღისგან და 21 პატარა ტალღისგან, შესაბამისად ხარის ტალღა შედგება 1 დიდი ტალღისგან 3 საშვალო ტალღისგან და 13 პატარა ტალღისგან.
მოკლედ სულ ესაა რაც მინდოდა მომეყოლა და ეხლა უკვე შემილია გადავიდე ყოველდღიურ პროგნოზებზე ორშაბათიდან შემოგთავაზებთ 4 ძირითადი ვალიუტის ყოველდღიურ პროგნოზს.
თუკი ვინმე მოინდომებს დეტალურად შეისწავლოს ყველა ნიუანსი და სერიოზულად მოეკიდოს ამ საქმეს მომწერეთ, შემეკითხეთ მზად ვარ დაგეხმაროთ ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გაკეთებაში.
HI კეშ მე მართლაც დაინტერესებული ვარ ტრეიდინგით თუმცა ახლახან დავიწყე და ჯერ რამოდენიმე დღეა დემო ანგარიში მაქვს გახსნილი,ჯერ სიმართლე გითხრა ცოდნა არ მყოფნის ისე რამდე ხანი დაგჭირდა შენ სანამ ამ ყველაფერს შეისწავლიდი დაამუღამებდი და გახსნიდი პირველ რეალურ ანგარიშს?