↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები

+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Jun 2007
Posts1872
კარმა179
OFFLINEPROFILE
შენ თუ მეძახდი არ მახსოვს,მე რომ გეძახდი ვიცი,
შენ თუ მეძებდი არ მახსოვს,მე რომ გეძებდი ვიცი,
გენატრებოდი?-არ მახსოვს,მენარტებოდი ვიცი,
მართლა გიყვარდი?-არ მახსოვს,მე რომ მიყვარდი ვიცი.:(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Sep 2007
Posts649
კარმა49
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
ჩემი პატარა ანგელოზი!!!!
მთელი არსებით პოეზიის ზღვაში გადავეშვი,რომელსაც მკრთალად ანათებს ღრუბლიანი მზე.აქაფებულ ტალღებს რწვით მივყვები სიღრმეში შორს,უნაპირო ჰორიზონტისაკენ და არ მინდა უკან მოხედვა..ხმელეთის მეშინია,სადაც გუშინდელი დღე დავტოვე,ამაზრზენი დღე,რომელიც მოულოდნელი,კატასტროფული ხასიათით განსხვავდებოდა სხვა ღეებისაგან.უკანასკნელი შეხვედრა იყო,ღმერთო დამიფარე საბედისწერო შეხვედრებისაგან.გადავწყვიტე,არასოდეს,არასოდეს განმეორდეს.........
ვერ გიტან მეთქი.....ეხლა მიკვირს როგორ წამოსცდა ეს უცხო აზრი ჩემს გონებას,შევკრთი მაშინ,მაგრამ უკვე ნათქვამი იყო,ის კი იღიმებოდა თავისი ჯიუტი ღიმილით..\"ასეც ვიცოდი ძვირფასო,განა გაწყენინე რამე?მე ხომ ფრთხილად გექცეოდი ყოველთვის თუმცა.....შენს გიჟურ სიყვარულს დაშორება სჯობს მაინც.......
გულში კი გრიგალი ტრიალებს,უთქმელი სიტყვების კორიანტელისაგან..რა მატირებს?უღმერთოდ მიყვარხარ!არა ხარ შენ პატარავ ჩემი უმწიკვლო სიყვარულის ღირსი!რა შესძლებია თურმე ამ საოცარ გრძნობას,დაგაბრმავებს,რაც არ შეიძლება იმას გაგაკეთებინებს....გული კვნესის,სული ღრიალებს,ნუთუ არა გაქვს გრძნობის ნამცეცი სადმე შემორჩენილი,ქალი რომელიცშენი სასთუმალის თანამოზიარეა,ეხლა შენს გვერდითაა და შენს გამო კვდება,ნუთუ ვერ ხედავ ვერაფერს,ან არ გინდა დაინახო?ნუთუ არასოდეს ამოშრება შენი სულიდან ჭაობი?
მჯეროდა წრფელი სიყვარულის,დაიმსხვრა სამუდამოდ ნაგები ბროლის კოშკები,კარგად ვიოცოდი რასაც ვაკეთებდი,შეგნებულად ვგრძნობდი ყველაფერს.სული კვნესოდა და სადღაც შორს,ვიღაც მღეროდა გედის სიმღერას.სიმღერით მონაბერი ნიავი ჰაერს არხევდა და მე საათობით გათიშული აშკარად ვგრძნობდი ამქვეყნიერების მოწამლულ ჰაერს.ვსუნთქავდი იმისათვის, რომ მეგრზნო ბედნიერების ნამცეცი ერთხელ მაინც.სიყვარული მწყუროდა კვალავ...ცეცხლიანი,ალმოდებული სიყვარული,დავმწვარიყავი და მაინც არ მეთქვა დავიწვი_მეთქი.ფერფლად ვქცეულიყავ და ჰაერთან ერთად გავფანტულიყავ სამყაროში.გავმქრალიყავ და მაინც მეარსება...
ო,ოცნებავ ნუთუ არა გაქვს დასალიერი,იქნებ გაქვს და მე ვერ მოგაგენი გზააბნეულმა.სიმყუდროვეს ნატრობს ეს ჩემი აფორიაქებული სული,მოსვენება,ყველასგან მოწყვეტა და უსასრულობაში გადაკარგვა მსურს.ჩემო დაკარგულო ხერლმწიფევ,მეუფეო ჩემო,ხომ არ გეგონა ჩვენი ადრინდელი ოცნებები მართლა ზღაპრად დამთავრდებოდა.არა,ზღაპარაი დასაწყისი იყო,მაგრამ იმდენად ლამაზი და მაგიური ძალის მქონე,რომ ვერ გავბედე მიმეტოვებინა მთავარი გმირის როლი,ზღაპარი რეალობაში გადმოვიდა და ჩვენი სიყვარულის სიმბოლოს ძეგლად ავუგე ცოცხალი ადამიანი.....
სიყვარული ერთხელ ყვავილობს თურმე სიცოცხლეში.ზამთრის სუსხს თუ გაუძლო და მაინც იყვავილა,ნამდვილი ყოფილა მაშინ,საოცრად მტკივა ეს მარადიული ყვავილობა.ტკივილი ყოფილა მარადისობის საფუძველი.მოურჩენელი ტკივილი ყოფილა სიყვარული,სხვანაირად არ მესმის მე,ესე აღვიქვი თავის დროზე და ასეა სუსხიანი ზამთრის მერეც.

ვაა დაჟე ტაკ პატარა? :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined18 Jun 2007
Posts873
კარმა79
OFFLINEPROFILE
ტერი შეეცადე დაიძინო,და გაიხარე,დონე შენ კი მადლობა კარმისათვის,გიგა დაჟე ესეც ხდება,მაგრამ ეგ ჩანახატი მე არ მეხება,პატარა ძალიან მენატრები.

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
გეხუტე შენ ჩემო შვილოოოო :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined24 Jul 2007
Posts644
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქალო ეს რა შვილი აჩუქე საქართველოს და საცოდაება არაა ეხლა ეს რომ საქართველოს ეკარგება?სად ყავს საქართველოს ასეთი შვილი დასაკარგავი?:)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
არ ეკარგება,გერმანიაში იღწვის საქართველოს მომავლისათვის,რატომ კარგავს კაცო,პირიქით ამრავლებს:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Sep 2007
Posts649
კარმა49
OFFLINEPROFILE
KHATITA26 wrote:
ციტატა:
არ ეკარგება,გერმანიაში იღწვის საქართველოს მომავლისათვის,რატომ კარგავს კაცო,პირიქით ამრავლებს:)

რას ამრავლებს კაცო არ გამაგიჟოთ ეხლა :) აქ ჩამოვა და მერე დაიწყება გამრავლება :)

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
Gi_ga wrote:

ო გიგა რა თავს იშტერებ,ქრონო ფოსტით ხომ მიიღო ის რაც საჭიროა=lol= ვახ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ninikara wrote:
ციტატა:
ჩემი პატარა ანგელოზი!!!!
მთელი არსებით პოეზიის ზღვაში გადავეშვი,რომელსაც მკრთალად ანათებს ღრუბლიანი მზე.აქაფებულ ტალღებს რწვით მივყვები სიღრმეში შორს,უნაპირო ჰორიზონტისაკენ და არ მინდა უკან მოხედვა..ხმელეთის მეშინია,სადაც გუშინდელი დღე დავტოვე,ამაზრზენი დღე,რომელიც მოულოდნელი,კატასტროფული ხასიათით განსხვავდებოდა სხვა ღეებისაგან.უკანასკნელი შეხვედრა იყო,ღმერთო დამიფარე საბედისწერო შეხვედრებისაგან.გადავწყვიტე,არასოდეს,არასოდეს განმეორდეს.........
ვერ გიტან მეთქი.....ეხლა მიკვირს როგორ წამოსცდა ეს უცხო აზრი ჩემს გონებას,შევკრთი მაშინ,მაგრამ უკვე ნათქვამი იყო,ის კი იღიმებოდა თავისი ჯიუტი ღიმილით..\"ასეც ვიცოდი ძვირფასო,განა გაწყენინე რამე?მე ხომ ფრთხილად გექცეოდი ყოველთვის თუმცა.....შენს გიჟურ სიყვარულს დაშორება სჯობს მაინც.......
გულში კი გრიგალი ტრიალებს,უთქმელი სიტყვების კორიანტელისაგან..რა მატირებს?უღმერთოდ მიყვარხარ!არა ხარ შენ პატარავ ჩემი უმწიკვლო სიყვარულის ღირსი!რა შესძლებია თურმე ამ საოცარ გრძნობას,დაგაბრმავებს,რაც არ შეიძლება იმას გაგაკეთებინებს....გული კვნესის,სული ღრიალებს,ნუთუ არა გაქვს გრძნობის ნამცეცი სადმე შემორჩენილი,ქალი რომელიცშენი სასთუმალის თანამოზიარეა,ეხლა შენს გვერდითაა და შენს გამო კვდება,ნუთუ ვერ ხედავ ვერაფერს,ან არ გინდა დაინახო?ნუთუ არასოდეს ამოშრება შენი სულიდან ჭაობი?
მჯეროდა წრფელი სიყვარულის,დაიმსხვრა სამუდამოდ ნაგები ბროლის კოშკები,კარგად ვიოცოდი რასაც ვაკეთებდი,შეგნებულად ვგრძნობდი ყველაფერს.სული კვნესოდა და სადღაც შორს,ვიღაც მღეროდა გედის სიმღერას.სიმღერით მონაბერი ნიავი ჰაერს არხევდა და მე საათობით გათიშული აშკარად ვგრძნობდი ამქვეყნიერების მოწამლულ ჰაერს.ვსუნთქავდი იმისათვის, რომ მეგრზნო ბედნიერების ნამცეცი ერთხელ მაინც.სიყვარული მწყუროდა კვალავ...ცეცხლიანი,ალმოდებული სიყვარული,დავმწვარიყავი და მაინც არ მეთქვა დავიწვი_მეთქი.ფერფლად ვქცეულიყავ და ჰაერთან ერთად გავფანტულიყავ სამყაროში.გავმქრალიყავ და მაინც მეარსება...
ო,ოცნებავ ნუთუ არა გაქვს დასალიერი,იქნებ გაქვს და მე ვერ მოგაგენი გზააბნეულმა.სიმყუდროვეს ნატრობს ეს ჩემი აფორიაქებული სული,მოსვენება,ყველასგან მოწყვეტა და უსასრულობაში გადაკარგვა მსურს.ჩემო დაკარგულო ხერლმწიფევ,მეუფეო ჩემო,ხომ არ გეგონა ჩვენი ადრინდელი ოცნებები მართლა ზღაპრად დამთავრდებოდა.არა,ზღაპარაი დასაწყისი იყო,მაგრამ იმდენად ლამაზი და მაგიური ძალის მქონე,რომ ვერ გავბედე მიმეტოვებინა მთავარი გმირის როლი,ზღაპარი რეალობაში გადმოვიდა და ჩვენი სიყვარულის სიმბოლოს ძეგლად ავუგე ცოცხალი ადამიანი.....
სიყვარული ერთხელ ყვავილობს თურმე სიცოცხლეში.ზამთრის სუსხს თუ გაუძლო და მაინც იყვავილა,ნამდვილი ყოფილა მაშინ,საოცრად მტკივა ეს მარადიული ყვავილობა.ტკივილი ყოფილა მარადისობის საფუძველი.მოურჩენელი ტკივილი ყოფილა სიყვარული,სხვანაირად არ მესმის მე,ესე აღვიქვი თავის დროზე და ასეა სუსხიანი ზამთრის მერეც.

=ko= =ko= =ko= =ko=

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
აი, მოვედი ისევ უნდა მოგწერო... როგორ ხარ თუ იცი???:)
ხო , დღეს ვერკასთან ვიყავი,გოგონებს ფართს ვაწყობ და ამოდი აუცილებლადო... როგორც ყველა ასეთი ტიპის ფართზე უამრავი შოკოლადი, ნამცხვარი, ხილი და მთელი მისი გათხოვილ-გაუთხოვარი სადაქალო იყო.რაც იქ ამბები გაირჩა ყველაზე ჭორიკანა ჟურნალებსაც გაუკვირდებოდათ :) ასეთ ფართებზე გარკვეული ფრაზების ფრქვევა აუცილებელია,მაგალითად-\"უი, როგორ გამხდარხარ\" \"როგორ გიხდება ახალი კაბა\" \"მე რომ შენი ვიყო შარვლს არ მოვიცილებდი \"--\"ეს ნამცხვარი რამდენ კალორიას შეიცავს\"-\"არა, გმადლობ ამის საჭმელად უკვე გვიანია\"\"ნუ,მაინც რა საჭიროა ეს კაცები...მათ გარეშე გადასარევად ვერთობით\" \"და საერთოდაც, მათ გარეშე ბევრად მშვიდი იქნებოდა ცხოვრება\" გოგონების ფართზე განსაკუთრებული თავისუფლებაა..რამდენიმე ჭიქა კოქტეილისა თუ მარტინის შემდეგ შეგიძლია აღარ იფიქრო ვარცხნილობაზე აღარ შეისწორო კოსმეტიკა, გაარჩიო დედამთილებისა თუ სადედამთილოების ავ-კარგი და.... დაუსრულებლად ილაპარაკო მამაკაცებზე -\"რომელთა დანახვაც არ შეგიძლია\"\"რომლებიც საშინლად უხეში, უყურადრებო და პრიმიტიული არსებანი არიან\" თუმცა, სულ ცოტა ხნის შემდეგ გულის სიღრმეში სხვაგვარ ფიქრს იწყებენ და ფართის ბოლოს სიმპატიურ გამცილებელზე არავინ იტყვის უარს..:) და საერთოდაც ასეთი ფართები როგორც წესი, სმს დუელითა და ძველი თუ ახალი შეყვარებულის გახსენებით მთავრდება...:)
კარგი, გავიქეცი...უი,მომკლავენ გოგონები, ეს რამდენი საიდუმლო გაგიმხილე...გკოცნი ღიმილზე...
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined30 May 2007
Posts216
კარმა52
OFFLINEPROFILE
ხოდა ქეთუნია, მაქებენ სულ რა კარგი გაცილება იციო და იმედია გაგახსენდები როცა გაცილება დაგჭირდება:) თუ სხვა არ გაცილებს ვინმე:(

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Oct 2007
Posts5322
კარმა223
OFFLINEPROFILE
ჩე შენი წერილები მომაკლდა,სადა ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
sosoias rusi wrote:
ციტატა:
ხოდა ქეთუნია, მაქებენ სულ რა კარგი გაცილება იციო და იმედია გაგახსენდები როცა გაცილება დაგჭირდება:) თუ სხვა არ გაცილებს ვინმე:(

:) ვახ, ეს რა საინტერესო შემოთავაზებააა..ნაქები გამცილებელი, რა მაგარიაააააააააააააა!!! შეგეხმიანები აუცილებლად!!!!:)
რედაქტირებულია

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Aug 2007
Posts2280
კარმა207
OFFLINEPROFILE
წერილი შავებში გახვეულ მოგონებებს....

უკვე დაგივიწყეთ....
ძალიან ძნელი იყო ჩემთვის მაგრამ ეს შევძელი....
თვალებს რო ვხუჭავ აღარ მესახება ის ბნელი და ცრემლებით სავსე დღეები.....
ძალიან გინდოდათ ჩემ გულში სამუდამო სიშავე დაბუდებულიყო
მაგრამ არაა
ხელს გიქნევთ და სამუდამოდ გემშვიდობებით....
სამუდამოდ
ახალი მოგონებები მჭირდება სიყვარულითა და სითბოთი სავსე მოგონებები....
ბევრი ღიმილი...
სიხარულით სავსე თვალები....

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined10 Aug 2007
Posts11
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყველას გეფერებით.

_________________
ციტირება პასუხი
   
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 353 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი