უზნაძის ქუჩის მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ზაარბრუკენის მოედნის დამაკავშირებელ მონაკვეთზე მდებარე შვიდი სახლი ახალი სანათებით განათდა.


“ეს სახლები ყველა თბილისელისთვის ახალი აღმოჩენაა. ისინი აშენებულია ვარანცოვ-დაშკინის დროს. სახლებს სამღებრო სამუშაოები შარშან ჩაუტარდა და ახლა ეს განათება გვირგვინივით მოუხდა. ეს შენობები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ტიპიური ძველი ევროპული სტილისაა. ამ სახლების სამღებრო სამუშაოებზე რესტავრატორებმა იმუშავეს. თითოეული ჩუქურთმა და დეტალი ცალკე დამუშავდა. ძველი ნალესი შრეები ამოვჩიჩქნეთ და ლაბორატორიის მეშვეობით დავადგინეთ მათი ადრინდელი ფერები. მართალია, ახლადშეღებილი სახლების ფერები შედარებით მკვეთრია, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინიც გაფერმკრთალდება,”-ო