მოდი მე დავწერ რაც ვიცი ამ პრობლემაზე და სხვებიც მომეხმარეთ
რამდენადაც ვიცი ჭარბთმიანობა გამოწვეულია ან ტესტოსტერონის (რომელიც მამრობითი ჰორმონია)დონის მომატებით ან კანის მგრძნობელობის გაზრდით ტესტოსტერონისადმი.
ჰორმონალური ბალანსის დარღვევა შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული, როგორც წეღან აღვნიშნე, პოლიკისტოზით, ან თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევით ან სტრესით ან საკვერცხეების ანთებით ან ზოგადად ორგანიზმში E ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ჰორმონალური დისბალანსით
ამიტომ მკურნალობის ძალიან ბევრი მეთოდია, მე მაინც მგონია სანამ ან ლაზერს, ან ელექტროეპილაციას ან ვაX-ს მიმართავს ადამიანი, ჯერ საფუძვლიანად გამოიკვლიოს რა იწვევს მასსი ჭარბთმიანობას
უჰ, რამდენი ვიქაქანე
