ზაზა მადლობთ კარმისთვის.

1) პროგნოზებში შეცდომა თითქმის არ არსებობს, ტენდენცია რომელიც პროგნოზებშია ის ყოველთვის მართლდება, ხოლო თუ არ გამართლდა მაინც მაშინ, ყოველთვისაა ალტერნატიული ვარიანტი (მაგრამ ეს ძალიან იშვიათად 200 დან შეილება ერთხელ მოხდეს). მაგრამ პრობლემა არა პროგნოზებში არამედ პოზიციის გახსნის დროის სიზუსტეშია, ეს ასე რომ არ იყოს ყველანი მილიარდელები ვიქნებოდით უკვე

. და სწორედ ამისთვის არსებობს ვაჭრობის სისტემა, რომელიც გკარნახობს თუ როდის უნდა გახსნა პოზიცია (იყიდო ან გაყიდო), როდის უნდა აიღო მოგება ან როდის უნდა დახურო წამგებიანი პოზიცია (რათქმაუნდა პროგნოზების გათვალისწინებით). აი აქ კი შეცდომები ხშირია სადღაც 15-20%. ეს კონკრეტულად ჩემს სისტემაზე ვამბობ, მაგრამ 15-20% კი არა და 60-70% იც რომ იყოს სისტემაში შეცდომა მაინც მოგებაში წახვალ რადგანაც მკაცრად თუ დაიცავ სისტემის მოთხოვნებს შენ ამავდროულად დაიცავ რისკებსაც და გამომდინარე აქედან ის 40-30% იანი სიზუსტე ამოგაქაჩინებს ყველა წაგებას და მოგებაშიც გაგიყვანს. (ჩემი სისტემა ზოგადათ ავხსენი წინა პოსტებში, დეტალური ახსნა კი აქ არაა დასაწერი. ეს ცალკე კონკრეტულ პიროვნებასთან)
2) ვაჭრობა შეგილია 1 დოლარიდანაც დაიწყო, არის ამის საშვალება ნუ რათქმაუნდა ცენტებზე ითამაშებ ამ შემთხვევაში. მაგრამ თუ მივიღებთ მხედველობაში იმას რომ სვიფტი (ბანკიდან თანხის გადარიცხვა) ჯდება 20 დოლარი მაშინ საწყისი თანხისათვის მინიმუმ 130 $ მაინც უნდა გადარიცხო რომ 100-103$ მაინც დაგიჯდეს ანგარიშზე, იქ კიდე რაღაც პროცენტებს გაკლებენ, ასე რომ ანგარიშზე დაგიჯდება 100-103$. შეგილია ათასობით და ათიათასობით გადარიცხო რათქმაუნდა მაგრამ არ გირჩევ დასაწყისისათვის ამას.
საერთოდ ყველას ურჩევ: გახსენით დემო (სასწავლო) ანგარიში, ივარჯიშეთ, შემდეგ პატარა თანხით უკვე რეალური ანგარიში გახსენით, და როცა გაერკვევით ყველაფერში ასე ვთქვათ დაამუღამებთ აი მერე დაამატეთ თანხა და სოლიდურად ითამაშეთ.
თუ გექნება კითხვები შემეკითხე სიამოვნებით გიპასუხებ.