კაცი?
კაცი ოხერია თქმა იციან ქალებმა,
ცხოვრებაში მარტოობა მეტად არ ენაღვლება,
სახლში ცოლი თუ გაწყრება შუბლს იწმენდნენ ოფლიანს,
კარებს გაიჯახუნებენ სხვასთან გაერთობიან.
კაცი?
კაცი ოხერია,როგორც დიდი საყორე,
არაყს დალევს,ღვინოს დალევს,და გულს გადააყოლებს.
წარბი თუ არ გაუხსენი,წავა არც მოგინატრებს,
ახრჩოლებულ სიგარეტით იწანწალებს დილამდე.
ან მანქანას გააქროლებს,ანდა ვაგონს გაყვება,
ვინმე გვერდით თუ არ უდგათ იქნებ არც ენღვლება.
ქალი?
ქალი მხნედ გაუძლებს,ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყოველნაირ გაჭირვებას აიტანს,
რაც არ უნდა სუსტი იყოს,შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ ჩუმად აიტანოს უნებური ღალატიც.
თუ დასჭირდა გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ უალერსობას და გულცივობას ვერ იტანს.
მარტოოის წლები გულში გაეყრება ხანჯლებად,
შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება.
ქალს?
ქალს მარტო ნუ დატოვებთ,
სანამ ქვეყნად არსებობთ,
ქალი?
ქალი საფერებლად გაჩენილა კაცებო==========-სშენნ ტიკოო გეტკოობა გაგამტარა ვიგაცამმ ტორე მასე როგორრ უნდა ილაპარაკოო???=zer=
