|
როგორ შექმნა ღმერთმა ქალი! როდესაც ღმერთმა წარმოშვე დედამიწაზე არსებული ყველა სულდგმული, მას მხედველობაში გამორჩა ქალი. მამაკაცმა პირველმა შეამჩნია ეს და შესჩივლა ღმერთს თავისი მარტოობა. ღმერთი დაფიქრდა და უთხრა: -რისგან შევქმნა ქალი, როდესაც მთელი მასალა კაცის შექმნაზე წავიდა? მაგრამ უარი ვერ უთხრა და საქმეს შეუდგა. ღმერთმა აიღო მზის სხივთა კონა, მთვარის მელანქოლია, ფურირემის თრთოლვა, ჯეირანის ალერსიანი გამოხედვა, გედის სილამაზე, ფარშევანგის სიდინჯე, ბულბულის ხმა, მტრედის უწყინარობა, ლერწმის ტანადობა, ვარდის სურნელება, თაფლის სიტკბო, ბუმბულის სინაზე, მაგნიტის მიმზიდველობა, წყაროს სისპეტაკე, ჰაერის სიმსუბუქე,-აურია ეს ყველაფერი ერთმანეთში,მაგრამ ძალიან მსუყე რომ არ გამოსულიყო, სხვა თვისებებიც დაამატა: -მელიის ეშმაკობა, დველის შხამი, ზვიგენის სიხარბე, ვეფხვის სისასტიკე, კაჭკაჭის ენა, ღრუბლის ცრემლთა დენა, ქარის ცვალებადობა, კურდღლის შიში, -ამ მასალის შეზავებით გამოვიდა ქალი, ღმერთმა მას სული ჩაჰბერა , მისცა კაცს და უთხრა: ----გაუფრთხილდი ამას, განმეორება აღარ იქნება.-----\"
|