უკვე თბილისში 9 დეკდმბერია და შენი დაბადების დღეა ჩემო სიხარულო. ზუსტად ამ დღეს მაგრძნობინე პირველმა დედობა, ის განცდა ის სიხარული , რომელიც დღემდე მომყვება.
ვერ ვიჯერებ დედიკო რამხელა გოგო ხარ , დგეს უკვე 11 წლის გახდი. 7 წლისაც არ იყავი როცა ამ რთულმა ცხოვრებამ ჩვენი განშორება გადაწყვიტა ( დროებით, მაგრამ საკმარისი ხნით). გული ძალიან მტკივა, მაგრამ შენ დიდი გოგო ხარ და გესმის რომ ცოტა ხანი ასე ჯობია ისევ შენი და შენი ძამიკოს მომავლისთვის.
დედის გულით დაგლოცავ ჩემო სიხარულო, ჯანმრთელობას გისურვებ პირველ რიგში. იხარე, იმრავლე, იდღეგრძელე, იმზეგრძელე. იყავი სიხარულით და სიყვარულით გარემოსილი მრავალჟამიერ. მაღალი ღმერთი და ყველა წმინდა სალოცავი გყავდეს მეგზურად გზად ნათელი მომავლისკენ, ამინ!
მიყვარხარ უზომოდ, შენით გვეამაყოს მე და მამიკოს მთელი ცხოვრება. გკოცნი ბევრს
