საჭმელის კეთება მართალია ყველა ქართველამა ქალმა იცის, შეიძლება მეც 24 ნაოჭიანი ხინკალი არ გამომივიდეს მაგრამ ისეთს მაინც გავაკეთებ მე რო დამაკმაყოფილოს. უბედურება იმაშია რომ აქ ამერიკაში გემო არააქ არაფერს. და ის არ გამოვა რაც შენს გვეყანაშია, ამიტომაც ვნატრობთ. ტონა ლიმონი რო დაჭრა აქ საქართველოდან ჩამოტანილი 1 ცალის არომატი გადაფარავს მარტო. ან ატამი აიღე ან ფორთოხალი. აბა რა უნდა ჭამო აქ ქათმის ხორცი ამათთან არ ვარგა ღორის და ძროხის. მე პირადად აქ რო ჩამოვედი 6 თვე ვერაფერი ვჭამე და 10 კილო დავიკელი. ყველაფერზე გული მერეოდა. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე. აქ ერთადერთი რაც მიყვარს ნაყინია

ნაყინს კიდე ჩემი კეთება არ უნდა გაკეთებული იყიდება

.
მართლა ძალიან მომენატრა ყველაფერი ქართული. თუნდაც ბაზარში რო შეხვალ და ქართულად იკითხავ ფასს და კილოობით იყიდი რაიმეს და არა ცალობით. ქართულად რო დაგელაპარაკებიან და ზოგი ქართულ წყევლას და ზოგი ქართულ გინებას რო დააყოლებს, და არააქვთ სახეზე მიხატული ყალბი ღიმილი, როგორც აქ ააქვთ ისე. არიან ისეთები როგორებიც არიან

ზოგი მხიარული ზოგი დაღვრემილი. თკბილი მოხუცები, მხიარული ბავშვები და რა ვიცი რომელი ერთი ვთქვა

.